თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2019, 13:16
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2600,
კომენტარები: 28
მოურინიო: "გუნდი ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია"
პორტუგალიელმა "იუნაიტედის" ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა.
მოურინიო:
პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდა. "წითელმა ეშმაკებმა" შეხვედრა 0-2 დათმეს. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი ზედიზედ ცხრა შეხვედრაა გასვლაზე გამარჯვებას ვერ ახერხებს.

Sky Sports-ის ეთერში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"არ ვფიქრობ, რომ გუნდი პირველი ორი პოზიციისთვის იბრძოლებს. მათთვის ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება კარგი შედეგი იქნება. "იუნაიტედში" ორი სეზონი დავყავი, თავს კარგად ვგრძნობდი, მესამე სეზონში სიტუაცია აირია, შემდეგ კი გამანთავისუფლეს. შესაძლოა, ეს დავიმსახურე, რადგან როგორც მწვრთნელს, პასუხისმგებლობა მეკისრებოდა. სამწუხარო რელობა ისაა, რომ გუნდი ახლა იმაზე უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე მაშინ იყო. ხალხს ჰგონია, რომ ეს სიტუაცია მომწონს, თუმცა ასე არაა, "იუნაიტედის" გამო ვწუხვარ." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

6 ტურის შემდეგ მანჩესტერული კლუბი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს და სამი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან "არსენალს", რომელსაც მომდევნო ტურში "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს.
ინტერვიუები
28 კომენტარი
№21
ავტორი: David_Beckham7
24 სექტემბერი 2019 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
2 ნახევარმცველი ჰაერივით ჭირდება გუნდს. თუ ოლეს დასცალდა დეკლან რაისი და მედისონი უნდა ივარაუდოს კაცმა ერთი ჩამშლელია მეორე შემტევი რაც ორივე გაგვაძლოერებს და ლესტერსაც ვეთამაშეთ და ვესტ ჰემსაც ჩემი აზრით მაგ თამაშებში ორივე მათგანი საუკეთესო იყო თავიწნთ გუნდებში და შეიძლება არა მხოლოდ თავიანთში კიდე
0
№22
ავტორი: 100%Red
24 სექტემბერი 2019 16:12
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
როჩდეილთან მაინც მოიგონ ამ ხეიბრებმა 3d_3
https://www.youtube.com/watch?v=H1BquuTXZWQ აქ კარგად ილაპარაკა ჟოზემ და მარკუსის 9-იანობაზეც კაი კომენტარი გააკეთა
0
№23
ავტორი: giorgi_mg
24 სექტემბერი 2019 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: GeorgeBest
hacking Attempt

hacking Attempt
ოკ, მომავალში გავითვალისწინებ.
0
№24
ავტორი: David_Beckham7
24 სექტემბერი 2019 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: 100%Red
როჩდეილთან მაინც მოიგონ ამ ხეიბრებმა 3d_3
https://www.youtube.com/watch?v=H1BquuTXZWQ აქ კარგად ილაპარაკა ჟოზემ და მარკუსის 9-იანობაზეც კაი კომენტარი გააკეთა

რაო რა თქვა რაშზე?
0
№25
ავტორი: The Special One
24 სექტემბერი 2019 19:05
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
უდონესია და ძაან მიქარა ხელმძღვანელობამ რომ გვერდში არ დაუდგა.

წარმოიდგინეთ ამ შემადგენლობას -200 მილიონით ტიპი მეორეზე გავიდა რაზეა საუბარი საერთოდ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№26
ავტორი: Dato kutaisi
24 სექტემბერი 2019 21:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: 100%Red
როჩდეილთან მაინც მოიგონ ამ ხეიბრებმა 3d_3
https://www.youtube.com/watch?v=H1BquuTXZWQ აქ კარგად ილაპარაკა ჟოზემ და მარკუსის 9-იანობაზეც კაი კომენტარი გააკეთა

აი რა თქვა ტიპმა არასწორი.მოუმ რო ყველაფერი თქვას რაც ხდებოდა შიგნით მთელი ფანობა ქვებით ჩაქოლავს პოგბას და მის ძმაკაცებს.რეშზე ათასპროცენტიანი იბაზრა
0
№27
ავტორი: 100%Red
25 სექტემბერი 2019 12:05
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: David_Beckham7
ციტატა: 100%Red
როჩდეილთან მაინც მოიგონ ამ ხეიბრებმა 3d_3
https://www.youtube.com/watch?v=H1BquuTXZWQ აქ კარგად ილაპარაკა ჟოზემ და მარკუსის 9-იანობაზეც კაი კომენტარი გააკეთა

რაო რა თქვა რაშზე?

ეგ არარიო რა იმენნა ცხრიანი, მარა შეუძლია 9ზე თამაში იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე სივრცეებს დაუტოვებს და სწრაფი შეტევის შესაძლებოლობას მისცემს ხოდა თუ ავტობუსი ჩაუყენეს იქ აზრი არააქ მაგის 9იანობასოო
თან ისიც თქვა რო სულ რო იძახით პატარააო ვან გაალის მერეა ეგ გუნდში, მუდმივად ეძლეოდა დრო და ამდენი ხნის მერე უფრო უკეთესი უნდა იყოსო
0
№28
ავტორი: Dato kutaisi
25 სექტემბერი 2019 12:58

5 სეზონი რეგულარულად თამაშის ფუფუნება მაგ ასაკში არც არავის ქონიაო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top