თბილისი:
მანჩესტერი:
16-09-2019, 21:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2403,
კომენტარები: 11
ოფიციალურად: დე ხეამ ახალი კონტრაქტი გააფორმა
ესპანელი "იუნაიტედში" დიდხანს დარჩება.
ოფიციალურად: დე ხეამ ახალი კონტრაქტი გააფორმა
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია გაცნობოთ, რომ დავიდ დე ხეამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი და დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივას შეიცავს. 28- წლის ესპანელი კიპერი "ოლდ ტრაფორდზე" მინიმუმ 4 წლით დარჩება. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეას "წითელ ეშმაკებში" დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იდგა. საფეხბურთო ელიტა, სპორტულ პრესასთან ერთად, დე ხეას "ოლდ ტრაფორდიდან" აბარგებას წინასწარმეტყველებდა, თუმცა როგორც ჩანს ოლე გუნარმა კლუბის მენეჯმენტთან ერთად ესპანელი გუნდში დარჩენაზე დაიყოლია.

დავიდ დე ხეას "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ინგლისელებმა იმ დროისთვის პერსპექტიული მეკარე ესპანურ "ატლეტიკოს" შემადგენლობიდან გადაიბირეს, მას შემდეგ დავიდი "იუნაიტედის" ძირითად მეკარედ დღემდე ითვლება.

ამ ხნის მანძილზე დე ხეამ ინგლისური გრანდის რიგებში 367- მატჩის ჩატარება შეძლო, საკუთარ კარებში კი აღნიშნული შეხვედრებიდან 377- გოლი მიიღო. გარდა ამისა ესპანელმა 130- შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
16 სექტემბერი 2019 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
შენ შემოგევლე ეგრე რაა იმენა დავისვენე love იმედია ის გაფანტვებიი და შეცდომები ძველ კონტრაქტს გაყვება wink
0
№2
ავტორი: Svanchester
16 სექტემბერი 2019 22:07
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ეს ერთი დიდი პრობლემა მოგვარდა. გილოცავთ ყველას. ეხლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა რომ კარი დიდი ხნით საიმედო ხელშია. ბრავო სოლსკიაერს, ედ ვუდვორდს და მთელ გუნდს დე ხეას დარჩენაში მონაწილეობა ვინც მიიღო. და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი მადლობა დავითს, კაი კაცი ხარ, ჩვენს გულებში მუდამ !!! სწორი ნაბიჯი გადადგა.

ასეთი სიამოვნებით სტატია ჯერ არ დამიწერია ))
1
№3
ავტორი: unaited 1993
16 სექტემბერი 2019 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ეშმკებო სულ მაინტერესებდა თქვენი აზრი და იმედიაა ყველა დააფიქსირებთ

კატალოონის ბარსელონა უფრო დიდი გუნდია თუ მადრიდის რეალი???
0
№4
ავტორი: bero123
16 სექტემბერი 2019 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ეგრე რა. დარწმუნებული ვარ ამის ცუდი თამაში კონტრაქტთან იყო დაკავშირებული დაბნეული იქნებოდა. იმედია დაბრუნდება ძველი დავითა wink ამის წასვლა ძაან დახევდა გუნდს უკან
0
№5
ავტორი: Lalana
16 სექტემბერი 2019 23:25
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
არ მეგონა დღეს ასეთ კარგ ამბავს თუ გავიგებდი.გილოცავთ ყველას,:DD იმედი მაქვს თავის ძველ ფორმას დაუბრუნდება.

და ამასან ერთად იმედი მაქვს რომ მანჩესტერიც თავის ადგილს დაუბრუნდება და ამ კაცსაც აღირსებს ეს გუნდი ტიტულებს.
0
№6
ავტორი: Karanadze
17 სექტემბერი 2019 02:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Bijebo didixania aq var da dge ar gava at shemovide ramodenimejer. Da sruliad Komentarebs ar gadavxedo. Espanetshi gadavedi ramodenime kviaraa sacxovreblad kutaisidan dd. Barsashi chavfrindi Manchesteris qurtukit. Manche xo gwamlavs da sxvaze vegarasdros ifiqreb. Datuna jigaroa cota nevrvebs ki mishlida ro atrakebda darchenaze magram vsio wertili. Dzmaaa. N1 daraji gvyavs karshi.
0
№7
ავტორი: David_Beckham7
17 სექტემბერი 2019 04:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ნამდვილას ძაან სასიხარულო ამბავია გილოცავთ ბიჭებო ყველას. და მართლა კოდევ გავიმეორებ რო გუნდი სწორ გზას ადგას. შევინარჩუნეთ პოგბა და დევიდა. მოვიყვანეთ 2 მცველი რომ3ლიც ჰაერივით გვჭირდებოდა 15 მილიონად ჯეიმსი რომელმაც იმაზე მეტი გააკეთა უკვე რაც 15 მილიონიამ ფეხბურთელს მოეთხოვება. წარმოოდგინეთ დევიდა რო წასულიყო ობლაკზე 100 და 120 მილიონიო ოწერებოდა და ამხელქ თწნხიწ გასროლა რო მოგვიწევდა ცენტრში ისევ ლონგსტაფზე შეჩერდებოდნენ. ეხლა იმედია მინიმუმ მედისონს მოიყვანენ და სანჩოს იმედი მაქვს ზაფხულში მაინც
2
№8
ავტორი: SANDROGRIGA
17 სექტემბერი 2019 10:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ველოდით ამ კონტრაქტს
0
№9
ავტორი: Rooni
17 სექტემბერი 2019 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ეს კარგი ეხლა დანარჩწნებს მივხედით ზამთრამდე გავიჭირვოთ და ვინმე ფორვარდი მოვიუვანოთ კაი ჩამშლელთან ერთად
0
№10
ავტორი: MANUTD FAN.
17 სექტემბერი 2019 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ციტატა: unaited 1993
ეშმკებო სულ მაინტერესებდა თქვენი აზრი და იმედიაა ყველა დააფიქსირებთ

კატალოონის ბარსელონა უფრო დიდი გუნდია თუ მადრიდის რეალი???

რეალი რა თქმა უნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top