თბილისი:
მანჩესტერი:
16-09-2019, 21:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2404,
კომენტარები: 11
ოფიციალურად: დე ხეამ ახალი კონტრაქტი გააფორმა
ესპანელი "იუნაიტედში" დიდხანს დარჩება.
ოფიციალურად: დე ხეამ ახალი კონტრაქტი გააფორმა
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია გაცნობოთ, რომ დავიდ დე ხეამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი და დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივას შეიცავს. 28- წლის ესპანელი კიპერი "ოლდ ტრაფორდზე" მინიმუმ 4 წლით დარჩება. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეას "წითელ ეშმაკებში" დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იდგა. საფეხბურთო ელიტა, სპორტულ პრესასთან ერთად, დე ხეას "ოლდ ტრაფორდიდან" აბარგებას წინასწარმეტყველებდა, თუმცა როგორც ჩანს ოლე გუნარმა კლუბის მენეჯმენტთან ერთად ესპანელი გუნდში დარჩენაზე დაიყოლია.

დავიდ დე ხეას "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ინგლისელებმა იმ დროისთვის პერსპექტიული მეკარე ესპანურ "ატლეტიკოს" შემადგენლობიდან გადაიბირეს, მას შემდეგ დავიდი "იუნაიტედის" ძირითად მეკარედ დღემდე ითვლება.

ამ ხნის მანძილზე დე ხეამ ინგლისური გრანდის რიგებში 367- მატჩის ჩატარება შეძლო, საკუთარ კარებში კი აღნიშნული შეხვედრებიდან 377- გოლი მიიღო. გარდა ამისა ესპანელმა 130- შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
18 სექტემბერი 2019 11:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეს ფარ&აკი ინტერი უნდა იყოს ლიგაზე და ჩვენ ევროპაზე?! ტეხავს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top