თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2013, 07:18
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1712,
კომენტარები: 11
კერიკი:"მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ".
მაიკლ კერიკმა განაცხადა, რომ მისმა კლუბმა ძალიან დიდი სამუშაო გააკეთა შაბათს გამართულ მატჩში და მოგებაც დაიმსახურა...
კერიკი:
"ჩვენ ველოდებოდით ძალიან რთულ მატჩს. პირველ ტაიმში გატანილი ბურთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. "ქფრ" ძალიან მჭიდროდ თამაშობდა, მაგრამ მათ გავუმკლავდით. პირველ ტაიმში რაფაელმა შესანიშნავი ბურთის გატანა მოახერხა. ეს წარმოუდგენელი დარტყმა იყო. სიმართლე გითხრათ ამ გოლმა ძალზედ გამაოცა, რადგან არც მოველოდი ასეთ დარტყმულს. ვფიქრობ, რომ ჩემმა თანაგუნდელებმაც იგივე იგრძნეს." - განაცხადა ინგლისელმა ნახევარმცველმა manutd.com-თან.

"თქვენ ზოგჯერ უბრალოდ სასურველ შედეგს უნდა მიაღწიოთ. სეზონის განმავლობაში არსებობს ისეთი მატჩები, სადაც უბრალოდ სამი ქულა უნდა მოიპოვო. შაბათიც, სწორედ ასეთი დღე იყო. ბევრ მომენტში ბურთს ვაკონტროლებდით და კარგად ვიდექით დაცვაში. მეორე ნახევარში დავიწყეთ რეალური მომენტების შექმნა, რის შედეგადაც გავიტანეთ კიდევ ერთი გოლი. საბოლოოდ კი კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან სამი ქულა მოვიპოვეთ."

შაბათს გამართულ მატჩში, სერ ალექსის შეგირდებმა კარი ხელშეუხებელი დატოვეს, რაც მეტწილად რიო ფერდინანდის და ნემანია ვიდიჩის დამსახურებაა:"როდესაც მინდორზე რიო და ნემანია ერთად არიან, უნდა იცოდე, თუ რას უნდა მოელოდე მათგან. მათ ერთმანეთი კარგად იციან. მე დაცვასთან ახლოს ვთამაშობ, რაც მეხმარება მოწინააღმდეგის შეტევების ჩაშლაში და საკუთარი შეტევების წამოწყებაში. ჩვენ წინ კარგად ვითამაშეთ და უფრო მეტი ბურთის გატანაც შეგვეძლო. მაგრამ ჩვენ კმაყოფილები ვართ იმითაც, რაც გაგვაჩნია."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
25 თებერვალი 2013 07:18
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მდააააა....ახალი ლეგენდაა love
0
№2
ავტორი: pitt
25 თებერვალი 2013 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 29
ტოპ კლასის მოთამაშეა ეს ბიჭი!!!! ვიცსისხლიანი და უემოციო მინდორზე ნებისმიერ გუნდთან...ხშირად მესმის სიტყვები,რომ წელს იგი საუკეთესო სეზონს ატარებს რასაც ნაწილობრივ ვერ ვეთანხმები...კერიკი უკვე 6–7 წელია ესეთ დონეზე თამაშობს უბრალოდ ხალხმა წელს დააფასა და დაინახა იგი რაც იმითაა განპირობებული რო მთლიანად კლუბმა გაიუმჯობესა თამაშის ხარისხი,რაც რა თქმა უნდა სერის დამსახურებაა.წლებიც იდეალური აქვს თავისი პოზიციისთვის.შეცდომები მინიმუმამდე აქვს დაყვანილი.მის ფიზიკურ მომზადებას რომ თავი დავანებოთ (ეგ აღარავის უკვირს) გასაოცარია მისი მოქმედება და გადაწყვეტილებები მინდორზე.ასე რომ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო ვიტყოდი რომ იგი ყველაზე საჭირო ფეხბურთელია წითლებში ამ დროისთვის........ 16 M.carrick love
0
№3
ავტორი: I L C
25 თებერვალი 2013 12:10
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
აბა რა იქნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: Shako Jones
25 თებერვალი 2013 12:36
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
კერიკი წელს კარგად თამაშობს მაგრამ მარტო პასები.. ცოტა მეტი ორთაბრძოლები :XX
0
№5
ავტორი: finke
25 თებერვალი 2013 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
მაგარი კაცი manunited
0
№6
ავტორი: UTD-Rule
25 თებერვალი 2013 14:41
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყველაზე მუშა ადამიანი feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: ლადო
25 თებერვალი 2013 14:45
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ბოლო ბოლო მაგარი საპასუხისმგებლო ნომერი აწერია ზურგზე love როი კინი love
0
№8
ავტორი: VaRdo
25 თებერვალი 2013 17:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ძაან დიდი ძალა გახდა ეს გუნდის. რეალთან უნდა შეუბერო ძმა საკაიფოდ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: buka oboladze
25 თებერვალი 2013 18:07
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
კერიკი უკვე უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მანჩესთვის
0
№10
ავტორი: Red Hooligan
25 თებერვალი 2013 22:04
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მაგარი კაცია )) მიდი კერიკ მიდი უფრო მოუმატე გააგიჟე ყველა ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top