თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2013, 07:18
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1861,
კომენტარები: 11
კერიკი:"მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ".
მაიკლ კერიკმა განაცხადა, რომ მისმა კლუბმა ძალიან დიდი სამუშაო გააკეთა შაბათს გამართულ მატჩში და მოგებაც დაიმსახურა...
კერიკი:
"ჩვენ ველოდებოდით ძალიან რთულ მატჩს. პირველ ტაიმში გატანილი ბურთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. "ქფრ" ძალიან მჭიდროდ თამაშობდა, მაგრამ მათ გავუმკლავდით. პირველ ტაიმში რაფაელმა შესანიშნავი ბურთის გატანა მოახერხა. ეს წარმოუდგენელი დარტყმა იყო. სიმართლე გითხრათ ამ გოლმა ძალზედ გამაოცა, რადგან არც მოველოდი ასეთ დარტყმულს. ვფიქრობ, რომ ჩემმა თანაგუნდელებმაც იგივე იგრძნეს." - განაცხადა ინგლისელმა ნახევარმცველმა manutd.com-თან.

"თქვენ ზოგჯერ უბრალოდ სასურველ შედეგს უნდა მიაღწიოთ. სეზონის განმავლობაში არსებობს ისეთი მატჩები, სადაც უბრალოდ სამი ქულა უნდა მოიპოვო. შაბათიც, სწორედ ასეთი დღე იყო. ბევრ მომენტში ბურთს ვაკონტროლებდით და კარგად ვიდექით დაცვაში. მეორე ნახევარში დავიწყეთ რეალური მომენტების შექმნა, რის შედეგადაც გავიტანეთ კიდევ ერთი გოლი. საბოლოოდ კი კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან სამი ქულა მოვიპოვეთ."

შაბათს გამართულ მატჩში, სერ ალექსის შეგირდებმა კარი ხელშეუხებელი დატოვეს, რაც მეტწილად რიო ფერდინანდის და ნემანია ვიდიჩის დამსახურებაა:"როდესაც მინდორზე რიო და ნემანია ერთად არიან, უნდა იცოდე, თუ რას უნდა მოელოდე მათგან. მათ ერთმანეთი კარგად იციან. მე დაცვასთან ახლოს ვთამაშობ, რაც მეხმარება მოწინააღმდეგის შეტევების ჩაშლაში და საკუთარი შეტევების წამოწყებაში. ჩვენ წინ კარგად ვითამაშეთ და უფრო მეტი ბურთის გატანაც შეგვეძლო. მაგრამ ჩვენ კმაყოფილები ვართ იმითაც, რაც გაგვაჩნია."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Degea1
26 თებერვალი 2013 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
საგოლ ავტორ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top