თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2019, 21:50
ავტორი: Svani,
ნანახია: 1752,
კომენტარები: 11
"იუნაიტედში" მცირედი სკანდალი მწიფდება
სერბი ფეხბურთელის ღია უკმაყოფილება საკუთარი მწვრთნელის მიმართ.
არახალია ის ფაქტი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი, კლუბის ნორვეგიელი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის გეგმებში მას შემდეგ არ შედის რაც ფეხბურთელმა წინასასეზონო ტურნე არადამაჯერებლად დაიწყო.

ამ ყველაფერს მოწმობს ის ფაქტი, რომ პრემიერ ლიგის დაწყებიდან უკვე 4- ტურია გასული და მატიჩი მოედანზე მხოლოდ დღეს გამოჩნდა, ისიც სათადარიგო სკამიდან.

მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარეს "წითელმა ეშმაკებმა". ოლე გუნარის შეგირდებმა გასვლაზე "საუთჰემპტონის" დამარცხება ვერ შეძლეს და სატურნირო ცხრილის სათავეებს სულ უფრო დაშორდნენ.

შეხვედრა ანგარიშით ფრედ 1-1 დასრულდა, როგორც უკვე მოგახსენეთ ამ მატჩში მატიჩმა მცირედი დრო მიიღო სათამაშოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბის ერთ ერთმა ფანმა მატიჩს მიმართა და გუნდიდან წასვლა ურჩია.

რაც შეეხება ნემანია მატიჩს, ფეხბურთელმა ეს პოსტი მოიწონა რაც იმას ნიშნავს, რომ სერბს კლუბში დარჩენა და ოლე გუნარის თაოსნობით "მანჩესტერული" კარიერის გაგრძელება არ სურს.

"იუნაიტედში" მცირედი სკანდალი მწიფდება

წყარო: sports
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svani
31 აგვისტო 2019 22:04
  • სიახლეები: 1387
  • კომენტარები: 2749
ოლე გუნარის გათავისუფლებაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. ჯერ უნდა დავიცადოთ, შევხედოთ კვლავ როგორ განვითარდება მოვლენები, ცხადია რომ გუნდი ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორსაა, სანაკრებო პაუზა მოდის, შტაბს დაფიქრების და ყველაფრის დალაგების დრო მიეცემა, გუნდი სუფთავდება ზედმეტი ფეხბურთელებისგან მაგრამ რომელუ ლუკაკუს გაშვების შემდეგ ფორვარდის არდამატებას მაინც არ ვამართლებ. მოწინააღმდეგე თუ ჩაჯდა ვსო მანდ გვაქვს დარხეული, ვერაფერს ვუხერხებთ. არ არსებობს სათადარიგო გეგმა რომლებიც სტანდარტებით ფონს გასვლას გულისხმობს. გუნდი სავსეა ამ უკლასო ფეხბურთელებით მაგრამ მენეჯერული ნიჭის არსი მდგომარეობს იმაში რომ არსებული რსურსით გახვიდე ფონს. არც ოლეს ვამართლებ თუ შემადგენლობაზე რაღაც პრეტენზია აქვს ამას ღიად არ გამოთქვამს მაგრამ მთელი სატრანსფერო ფანჯარა რას აკეთებდნენ თუ მარტო დაცვა გავაძლიერეთ და წასვლაზე მაფიქრალი პოგბა დავიტოვეთ, ფაქტია ძალიან რთულ მდგომარეობაშია ოლე გუნარი და ადამიანური თვალსაზრისით მხარდაჭერა გამოვუცხადოთ არათუ ის რომ ვეძახოთ ისეთია ასეთია გააა....ას და ასე შემდეგ, დაველოდოთ ისევ მოთმენით იქნებ რას შემოგვტავაზებს. ლინდელოფი სკამზე უნდა დაჯდეს ცოტახნით, ტუანზებეს მისცეს შანსი, ლინგარდი უპირობოდ სათადარიგოზეა დასასმელი, აი ჯეიმსი კი მარცხენა ფლანგზე ბევრად უკეთესია მაგრამ ვაი რომ ამ ფლანგზეა რეშფორდიც ეფექტური, მარკუსი არანაირად არუნდა დადგეს ფორვარდზე მაგრამ როდესაც მარსიალი ტრავმიანია სხვა რა გზაა? აი რატომ გვინდოდა ფორვარდის დამატება, გრინვუდს მეტი დრო უნდა მისცეს, ისევ აკადემიელი ფეხბურთელები თუ გადარჩენენ ოლეს თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მაქსიმუმ 5 ტური და ამ კაცსაც შეუდგება წყალი.
0
№2
ავტორი: ikeoni
31 აგვისტო 2019 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7752
ძაან ცუდი სიტვაციაა
0
№3
ავტორი: Manutd.ge
31 აგვისტო 2019 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
Tavidanve ar unda moeyvanat ra es yole gunari. Vicodi uares dgeshi chaagdebda gunds. Sitim da liverpoolma von moiyvanes mwvrtnelebad da manchesters vin yavs klopis kuiladac ar girs yole gunara. Gasagdebia aba ra aris vacadoto ro izaxit ramden dauns unda vacadot moiesidan dawyrbuli ra sheicvala visac rame acades yvelam trakamde chaiyvana gundi. Moatrion zidani da gaagdos es ucxo planeteli

Dzalian dabal doneze kide uaresi donis mwvrtnelia
1
№4
ავტორი: ILoveUtd
31 აგვისტო 2019 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
მე მაინც მგონია რო გუნდი იპოვის ამ სეზონში გამოსავალს და ტრანსფერებზე იყიდიან რამოდენიმე კარგ ფეხბურთელსაც. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ლანძღვა გინებით მაინც არაფერი გამოვა.
0
№5
ავტორი: JuanMata
31 აგვისტო 2019 22:43
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 1984
ჰო, მაგრამ ამ პოსტში ოლეს გათავისუფლებაზე არაფერი წერია, ეს ტიპი ეუბნება, წადი მანიუდან მაინც არ გათამაშებენო, მატიჩიც მაგ აზრზეა.
ისე ამ კაცზე უკეთესი ცენტრში მაინც არავინ გვყავს, ეს ფრედი საერთოდ სად გააქრეს. რაში იხდის ეს ხალხი ფულს.
0
№6
ავტორი: setera
31 აგვისტო 2019 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ესენი ისეთი ****კოები არიან, ჩემპიონშიპში რომ გადასვა ეხლა 8-ფრეს ითამაშებენ და 5-წააგებენ. მშვიდად დაველოდები როდის იყიდის მანჩეს ვინმე ფეხბურთის მოყვარული კაცი. ამათგან კიდევ დიდი ხანი არაფერს არ უნდა ელოდოს ფანობა. მაქსიმუმ ლიგაზე გავიდეს და იქაც ესპანელები ჩაუდებენ და გამოაბუნძულებენ. ფუ თქვენი .......
0
№7
ავტორი: bero123
31 აგვისტო 2019 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 189
ერთი ბრუნო რომელ სკაუტმა დაიწუნა იმის სუყველაფერი მოვ*** მე ტიპი რა დგეში ყველა თამაში მინიმუმ გოლს იტანს და რა ბურთს კარგავსო. აქაც ხოარ მოგწონდათ ვიგაცეებს ბრუნო და გყავდეთ ეხლა ლინგარდი wink
0
№8
ავტორი: Malboro463
31 აგვისტო 2019 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4962
არის იაფად ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა კრეატიული ფეხბურთელები ფრანგი,ესპანელი,ბრაზილიელი,ჰოლანდიელი
ისეთი მწვრთვნელი გვინდა ვინც ასეთებბს აღმოაჩენს და იმუშავებს ასეთ ფეხბურთელებთან. არაფერში არ ვარგა სულშერი
0
№9
ავტორი: shotkin
1 სექტემბერი 2019 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2662
კაროჩე მატიჩის თამაშები რო ვნახე წინასასეონოზე ტიპი იყო ამაზრზენი აი მე რო დამაყენო უცებ მანჩესტერის ძირითადში და რო დავიბნევი და ყველანაირი ბნედა რო მეცემა და რო იგრძნბა რო კლასი სადღაც სხვაგანაა ცემი და იმათი სხვაგან აი ეგრე იყო ტიპი და რატო უკვირს ვინმეს რო ეხლა გამოჩნდა ზმაენიდან? 31 წლისაა ტიპი და ასაკიან იგროკებს 90% უჭირს ფორმაში შესვლა, ეგ კიარა ეს თუ შევიდა ფორმაში ღმერთმა არ ქნას ტრანვა მიიღოს თორე მერე კიდე ამ ასაკის იგროკებს ფორმის აღსადგენათ ხან კვირეები წირდება და ხან თვე. აი რამდენი რამე ხდება ამ გუნდში ერთმაშად და ერთიმხრივ მიხარია მეორემხრივ არც ისე, სასიხარულოა რო გუნდი იწმინდება ისეთი ფეხბურთელებისგან(კლასის მქონე თუ უკლასო) რომლებიც არ ვარგა აქ ამ კონკრეტულ გუნდში და აუცილებლად გასაშვებია, სამწუხაროდ დარჩენილია კიდევ ბევრი ნაგავი, იანგი,ლინგარდი,ჯონსი,დარმიანი,როხო, ნელ ნელა მატიჩიც უნდა მიყვეს ამ რიგს ბებერია და თითზე ჩამოსათვლელი იქნება აწი მაგის კარგი თამაშები აქ ასეთ ამბიციურ გუნდში რომელსც ასე უჭირდ ბედის ირონიაა ის ფაქტი რო ფრედი ახალგაზრდა ენერგიულის წრაფი ტექნიკური ფეხბურთელი გაუგებრობაშია ვერ გაიხსნა და ეგეც წასასვლელია + უეჭველიწ ავა ოგბა შემდეგ წელს და ეს გუნდი შენდება თავიდან შენდება დე ხეაზე, მაგიაიერზე,შოუზე ბისაკაზე,ლინდელოფზე(რომელიც დღესაც სუსტი იყო და თუ ესე გააგრძელა არ მინდა 2 წლის მერე თუ როცა იქნება უფრო მოხოდილ გუნდში სასტართოში ვიხილო) სენდება ეს გუნდი დანიელ ჯეიმსზე და სხვებზე. სქოულზმა იმენა 1-1 ში თქვა რო დაივიწყეთ ერტი 2 წელი მანჩესტერიო და სწორიცაა აქ იმხელა რამეა მოსაგვარებელი რო მართლა კაი სრომა და დრო ჭირდება ჯერ კიდევ ბევრია გასაშვები ეს ერთი და მერე ისეთები საპოვნელი ვინც იმენა ზედგამოწრილია ჩვენთვის და მესამე დასაკეები რო აქ ითამაშონ და არც იმის მჯერა რო შემდეგ ზაფხულს ესენი 5--6 ფეხბურთელს დაიმატებენ თან ისეთს ვინც 1-1ში გაამართლებს აქ ალბათ შემდეგ ზაფხულსაც მაქსიმუმ რო გაწურო 3 კაცი მოვა ისიც სასწაულ ვარიანტში და იმის იქეთ ზაფხულს კიდე 1 ან 2 და ესე წვალებით აეწყობიან და რამეს დაემსგავსებიან მანდამე იმენა უნდა დაიკიდო მართლა და ნერვი არ იშალო სანამ ვუდვორდი აქაა ეგეთი საწყალი სატრასფეროები იქნება
0
№10
ავტორი: PaLoMo
1 სექტემბერი 2019 01:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2363
ციტატა: Manutd.ge
Tavidanve ar unda moeyvanat ra es yole gunari. Vicodi uares dgeshi chaagdebda gunds. Sitim da liverpoolma von moiyvanes mwvrtnelebad da manchesters vin yavs klopis kuiladac ar girs yole gunara. Gasagdebia aba ra aris vacadoto ro izaxit ramden dauns unda vacadot moiesidan dawyrbuli ra sheicvala visac rame acades yvelam trakamde chaiyvana gundi. Moatrion zidani da gaagdos es ucxo planeteli

Dzalian dabal doneze kide uaresi donis mwvrtnelia

ზიდანი?ლოგიკურად რო დაფიქრდე ჩემო ძმაო ზიდანი მაშინა რ მოვიდა როცა საჭირო იყო დაიცადა და დაბრუნდა ისევ რეალში.იქ რა ფეხბურთელები ყავს და პრიმერაში ვერ შვრება კერჯერობით ვერაფერს და აქ რაუნდა ქნას?თან არც მოვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

19 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი
ასტანა
ევროპა ლიგა
22 სექტემბერი 2019, 17:00
ვესტ ჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
25 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი
როჩდეილი
ლიგის თასი
ასტანა19 სექტემბერი
ვესტ ჰემი22 სექტემბერი
როჩდეილი25 სექტემბერი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

14 სექტემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი1
ლესტერი0
პრემიერ ლიგა
31 აგვისტო 2019, 15:30
საუთჰემპტონი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
24 აგვისტო 2019, 18:00
იუნაიტედი1
კრისტალ პალასი2
პრემიერ ლიგა
ლესტერი14 სექტემბერი
საუთჰემპტონი31 აგვისტო
კრისტალ პალასი24 აგვისტო

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top