თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2019, 21:50
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2635,
კომენტარები: 11
"იუნაიტედში" მცირედი სკანდალი მწიფდება
სერბი ფეხბურთელის ღია უკმაყოფილება საკუთარი მწვრთნელის მიმართ.
არახალია ის ფაქტი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი, კლუბის ნორვეგიელი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის გეგმებში მას შემდეგ არ შედის რაც ფეხბურთელმა წინასასეზონო ტურნე არადამაჯერებლად დაიწყო.

ამ ყველაფერს მოწმობს ის ფაქტი, რომ პრემიერ ლიგის დაწყებიდან უკვე 4- ტურია გასული და მატიჩი მოედანზე მხოლოდ დღეს გამოჩნდა, ისიც სათადარიგო სკამიდან.

მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარეს "წითელმა ეშმაკებმა". ოლე გუნარის შეგირდებმა გასვლაზე "საუთჰემპტონის" დამარცხება ვერ შეძლეს და სატურნირო ცხრილის სათავეებს სულ უფრო დაშორდნენ.

შეხვედრა ანგარიშით ფრედ 1-1 დასრულდა, როგორც უკვე მოგახსენეთ ამ მატჩში მატიჩმა მცირედი დრო მიიღო სათამაშოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბის ერთ ერთმა ფანმა მატიჩს მიმართა და გუნდიდან წასვლა ურჩია.

რაც შეეხება ნემანია მატიჩს, ფეხბურთელმა ეს პოსტი მოიწონა რაც იმას ნიშნავს, რომ სერბს კლუბში დარჩენა და ოლე გუნარის თაოსნობით "მანჩესტერული" კარიერის გაგრძელება არ სურს.

"იუნაიტედში" მცირედი სკანდალი მწიფდება

წყარო: sports
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
2 სექტემბერი 2019 10:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვერა და ვერ დალაგდა სიტუაცია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top