თბილისი:
მანჩესტერი:
24-08-2019, 13:15
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1933,
კომენტარები: 12
"ოლდ ტრაფორდი" პოგბას გვერდში დაუდგება"
ოლე გუნარი ნახევარდაცვის ხაზზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი "ოლდ ტრაფორდისგან" მხარდაჭერას ელის. ნორვეგიელი დარწმუნებულია, რომ გულშემატკივრები პოლ პოგბას გვერდში დაუდგებიან.

"ვულზვთან" გაფუჭებული პენალტის შემდეგ, სოციალურ მედიაში ნახევარმცველი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. იყო მუქარებიც, რომლის გამოც კლუბს აღნიშნულ საქმეში ჩარევა მოუწია. ოლე გუნარი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაუშვებელია და გულშემატკივრისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ელის.

"ყველამ დაინახა, რომ პოგბა თავად ძალიან იმედგაცრუებული იყო პენალტის გაფუჭების გამო. ის ამას არ იმსახურებს. მე ბევრჯერ ვთქვი და თავად პოლმაც აღნიშნა, რომ როგორც კი "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს აფორმებ შენ "წითელი ეშმაკი" ხდები. ერთხელ "იუნაიტედის" ნაწილად ქცევა გულისხმობს მთელი ცხოვრების "იუნაიტედისთვის" მიძღვნას. პოლი ბევრს მუშაობს და ის ბოლომდე იხარჯება კლუბისთვის ყოველ კვირას."

"ის საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს ელის და მე საერთოდ არ ვარ გაცოფებული გაფუჭებული პენალტის გამო. ჩვენ ბევრს ველით მისგან, მაგრამ მინდა გახსოვდეთ, რომ ერთი ფეხბურთელი ვერ იქნება როი კინი, ვერონი, სქოულზი, გიგზი და კანტონა ერთდროულად. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მინდა გახსოვდეთ, რომ ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია."

"ვიცი, რომ გულშემატკივრები ითხოვენ და ელიან, რომ ის მოედანზე სასწაულებს ჩაიდენს და ყველაფერს გააკეთებს. პოგბა წელს გაცილებით უკეთესია წინა სეზონთან შედარებით, ის გუნდის ლიდერია. ასე რომ დიახ, მე ველოდები, რომ გულშემატკივრები მას გვერდში დაუდგებიან."

"რაც შეეხება ზოგადად ნახევარდაცვის ხაზს, მე სკოტის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ მოედნის მიღმა ჯერ კიდევ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც თავი არ გამოუჩენიათ. ვგულისხმობ ნემანია მატიჩს, ფრედს, ანდრეას პერეირას. სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც აუცილებლად იხილავთ მოედანზე, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად მიდის."

"ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც აუცილებლად იხილავთ, ამის პირობას გაძლევთ. დაველოდოთ სექტემბრისა და ოქტომბრის შუა კვირის თამაშებს და აუცილებლად დაგანახებთ ჯეიმსსა და ანხელს,"
- განაცხადა ოლე გუნარმა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
24 აგვისტო 2019 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ვისარ გაუმაზია პენალი და ამპენლის გაცუდების შემდეგ ვფიქრობრო პოგბას კლასში ეჭვის შეტანა სისულელეა GGMU
5
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 აგვისტო 2019 14:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დღეს აანაზღაურებს პოგბა ასე მგონია
4
№3
ავტორი: dybbuk
24 აგვისტო 2019 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
მთელი კვირაა თვალს ვადევნებ პრესას და ამხელა ნეგატივი 1 გაფუჭებული პენალტის გამო ფეხბურთელისადმი როდის იყო არ მახსენდება, ბაჯო და ანელკა მაშინ უნდა დაეხვრიტათ თავის დროზე მსოფლიოს და ლიგის ფინალში გაფუჭებული პენალტების გამო ამ ლოგიკით, რა სისულელეა!!!!! პოგბას დიდი ბალეშიკი არ ვარ და არც ვიქნები მისი მეტ რაკე ხასიათის და საქციელების გამო, მაგრამ იმ ხალხს მანიუს გულშემატკივრად ნამდვილად ვერ ჩავთვლი ვინც სოციალურ ქსელში რასისტული და მაგდაგვარი უმსგავსობები იკადრეს, ეგრე არ შეიძლება და დიდი იმედი მაქვს ოლდ ტრაფორდი დასტოინად შეხვდება დღეს ფრანგს.
4
№4
ავტორი: ikeoni
24 აგვისტო 2019 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ყოველთვის გამორჩეული გულშემატკივარი ყავდა მანჩესტერს და ეყოლება ვიღაც თითზე ჩამოსათვლელი სირების გამო ეს დამოკიდებულება არ შეიცველბა..დღევანდელი თამაში კიდე ამის ნათელი მაგალითი იქნება. პოგბა❤️
4
№5
ავტორი: 100%Red
24 აგვისტო 2019 14:26
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
დღეს შეაგდე ერთი-ორი პოლ wink
ისე დღეს უეჭველი მოსაგები თამაშია და სხვა შედეგის წარმოდგენაც არ მინდა 3d_13
4
№6
ავტორი: datasta25
24 აგვისტო 2019 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
პალასი ჩაეყუდება დაცვაში მწვრთნელთან ერთად და ეგეთ დროს ძაან გვიჭირს თამაში, ვნახოთ აბა, წესით მაინც მოვიგებთ დამაჯერებად
5
№7
ავტორი: 100%Red
24 აგვისტო 2019 15:17
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
სავარაუდოდ მატა იქნება 10ზე და გრინვუდი მარჯვნივ ძირითადშიო aaaeee
ვააახ რა ნელა გადის დრო
1
№8
ავტორი: Lalana
24 აგვისტო 2019 15:46
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: 100%Red
სავარაუდოდ მატა იქნება 10ზე და გრინვუდი მარჯვნივ ძირითადშიო aaaeee
ვააახ რა ნელა გადის დრო

ეგრე თუ მოხდა ძაან კარგს გააკეთებს სულშერი.ჯეიმსისა და ლინგარდის ფართხალს მირჩევნია გრინვუდს ვუყურო მარჯვნივ.
იმედია დღეს არსენალი ფრეს მაინც ითამაშებს.
0
№9
ავტორი: Svanchester
24 აგვისტო 2019 16:09
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
მატა ძირითადში უნდა იყოს აუცილებლად. ლინგარდმა დროა სკამზე გადაინაცვლოს ცოტახნით, მაგრად მოუკლო ძაან მაგრად.
0
№10
ავტორი: Lalana
24 აგვისტო 2019 16:24
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svani
მატა ძირითადში უნდა იყოს აუცილებლად. ლინგარდმა დროა სკამზე გადაინაცვლოს ცოტახნით, მაგრად მოუკლო ძაან მაგრად.

ზოგადად ძალიან ბევრს მოძრაობს მოედანზე,მასე რომ მოძრაობდეს ყველა უკეთესი სივრცეები გაჩნდებოდა თამაში,მაგრამ მხოლოდ პრესინგი და სივრცის დაფარვა რომ არის ლინგარდი და სხვა მეტი არაფერი იმიტომაც მოვიკოჭლებთ კრეატივში.ზოგიერთ თამაში მოგაწონებს კიდეც თავს და მასე რომ თამაშობდეს სტაბილურად კარგი იქნებოდა,უბრალოდ მეტი შესაძლებლობები არ აქვს.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top