თბილისი:
მანჩესტერი:
24-08-2019, 13:15
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1941,
კომენტარები: 12
"ოლდ ტრაფორდი" პოგბას გვერდში დაუდგება"
ოლე გუნარი ნახევარდაცვის ხაზზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი "ოლდ ტრაფორდისგან" მხარდაჭერას ელის. ნორვეგიელი დარწმუნებულია, რომ გულშემატკივრები პოლ პოგბას გვერდში დაუდგებიან.

"ვულზვთან" გაფუჭებული პენალტის შემდეგ, სოციალურ მედიაში ნახევარმცველი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. იყო მუქარებიც, რომლის გამოც კლუბს აღნიშნულ საქმეში ჩარევა მოუწია. ოლე გუნარი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაუშვებელია და გულშემატკივრისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ელის.

"ყველამ დაინახა, რომ პოგბა თავად ძალიან იმედგაცრუებული იყო პენალტის გაფუჭების გამო. ის ამას არ იმსახურებს. მე ბევრჯერ ვთქვი და თავად პოლმაც აღნიშნა, რომ როგორც კი "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს აფორმებ შენ "წითელი ეშმაკი" ხდები. ერთხელ "იუნაიტედის" ნაწილად ქცევა გულისხმობს მთელი ცხოვრების "იუნაიტედისთვის" მიძღვნას. პოლი ბევრს მუშაობს და ის ბოლომდე იხარჯება კლუბისთვის ყოველ კვირას."

"ის საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს ელის და მე საერთოდ არ ვარ გაცოფებული გაფუჭებული პენალტის გამო. ჩვენ ბევრს ველით მისგან, მაგრამ მინდა გახსოვდეთ, რომ ერთი ფეხბურთელი ვერ იქნება როი კინი, ვერონი, სქოულზი, გიგზი და კანტონა ერთდროულად. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მინდა გახსოვდეთ, რომ ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია."

"ვიცი, რომ გულშემატკივრები ითხოვენ და ელიან, რომ ის მოედანზე სასწაულებს ჩაიდენს და ყველაფერს გააკეთებს. პოგბა წელს გაცილებით უკეთესია წინა სეზონთან შედარებით, ის გუნდის ლიდერია. ასე რომ დიახ, მე ველოდები, რომ გულშემატკივრები მას გვერდში დაუდგებიან."

"რაც შეეხება ზოგადად ნახევარდაცვის ხაზს, მე სკოტის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ მოედნის მიღმა ჯერ კიდევ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც თავი არ გამოუჩენიათ. ვგულისხმობ ნემანია მატიჩს, ფრედს, ანდრეას პერეირას. სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც აუცილებლად იხილავთ მოედანზე, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად მიდის."

"ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც აუცილებლად იხილავთ, ამის პირობას გაძლევთ. დაველოდოთ სექტემბრისა და ოქტომბრის შუა კვირის თამაშებს და აუცილებლად დაგანახებთ ჯეიმსსა და ანხელს,"
- განაცხადა ოლე გუნარმა.

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
24 აგვისტო 2019 23:40
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Lalana
ციტატა: Svani
მატა ძირითადში უნდა იყოს აუცილებლად. ლინგარდმა დროა სკამზე გადაინაცვლოს ცოტახნით, მაგრად მოუკლო ძაან მაგრად.

ზოგადად ძალიან ბევრს მოძრაობს მოედანზე,მასე რომ მოძრაობდეს ყველა უკეთესი სივრცეები გაჩნდებოდა თამაში,მაგრამ მხოლოდ პრესინგი და სივრცის დაფარვა რომ არის ლინგარდი და სხვა მეტი არაფერი იმიტომაც მოვიკოჭლებთ კრეატივში.ზოგიერთ თამაში მოგაწონებს კიდეც თავს და მასე რომ თამაშობდეს სტაბილურად კარგი იქნებოდა,უბრალოდ მეტი შესაძლებლობები არ აქვს.

არც მატაა დიდად სასტარტოს კაცი ბევრი მინუსიაქ ესპანელს და უმთავრესი მინუსი ფიზიკური მომზადებაა სულ ჩაგრავენ 1-1 ზე ფიზიკურ ორთაბრძოლაში + ამას ცოტა სტაბილურობა მაგანაც დაკარგა და ლინგარს რატო ამჯობინებენ ეგ ზემოთ ითქვა უბრალოდ ლინგარდს ის არ აქვს რაც მატას ანუ დასკვნა გვინდა ახალი ფეხბურთელი ვინც აგრესიული და სწრაფიც იქნება კრეაწივიც და ა.შ და იმედია შემდეგ სატრანსფეროზე მოიყვანენ ეგეთ ვინმეს,დღეს მანჩესტერის სათადარიგოს რო გადახედავ ცრემლი მოგადგება თამაშს რო აგებდე თვალს ვერ მოკრავ ისეთ გვარს რომელიც ცვლილებას მოახდენს თამაშზე და გააძლიერებს შემადგენლობას,ესეთ სუსტი ზამენა არასდროს არ გვყოლია რაც ფეხბურთს ვუყურებ. ლინგარდი აგერ დეკემბერში 28 წლის ხდება და ჰა ჰა 1 წელი კიდე დატოვონ გუნდში ვფიქრობ მე რადგან არ მგონია 29/30 წლის ასაკში პრესინგისთვის კიდე გამოიყენონ და საბოლოოდ მიხვდებიან რო გასაშვები იქნება როცა აღარ დაგვჭირდება, ძაან მევასება როცა ამ გუნდის აღზრდილ ფეხბურთელებს განსაკუთრებულად აფასებს კლუბი და უფრთხილდება მარა ლინგარდის შემთხვევა ცოტა ზედმეტია,აშკარაა რო უსუსტესი წერტილია გუნდის და მაგის და სხვების აქ ყოფნას ვაბრალებ ჯერ კიდევ დიდი ხნის გადაწყობის და გუნდის ჩამოყალიბების პროცესს მარა ეხაც კი უკვე როცა სანჩესი და ლუკაკუ წავიდნენ და სეელია იმათ გუნდი უბრალოდ ლოგიკა არა რატოა და რატო უნდა იყოს შემდეგ წელს ლინგარდი და სვხები აქ და ძალიან ძალიან დიდი იმედი მაქ რო მანჩესტერში ცოტა ტვინს უხმობენ თორე ეგ ლინგარდი თუ კიდე აქ იქნება კაი ხანი გინდაც ზამენიდან ახი იქნება ჩვენზე მანამდე ესეთი თამაშები და შედეგები რაც დღეს პალასთან მოგვივიდა. + დღევანდელზე უნდა ვთქვა რო გუნდი ძალიან სუსტია მენტალურად და მაგრად უჭირს ფსიქოლოგიურად
0
№12
ავტორი: Lalana
25 აგვისტო 2019 01:48
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: shotkin

ას პროცენტიანი ხარ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top