თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2019, 17:52
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1597,
კომენტარები: 25
პარკერი: "ვან-ბისაკა პრემიერ ლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველია"
პოლ პარკერმა ვან-ბისაკაზე ისაუბრა.
პარკერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა პოლ პარკერმა კლუბის ახალწვეულ, აარონ ვან-ბისაკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისელი პრემიერ ლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველია.

"ყველა "ლივერპულელ" ბიჭზე, ალექსანდრ-არნოლდზე საუბრობს, მაგრამ დაცვაში ისე ვერ თამაშობს, როგორც ვან-ბისაკა, რომელიც პოზიციას იდეალურად არჩევს და დაცვაშიც კარგია. მას უბრალოდ უყვარს თავდაცვა. მე მას განვსჯი როგორც მცველს. ჩემი აზრით, ის პრემიერ ლიგაში საუკეთესო მარჯვენა მცველია" - განაცხადა პოლ პარკერმა.

ახალგაზრდა ინგლისელი "წითელმა ეშმაკებმა" გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "კრისტალ პალასიდან" 50 მილიონ ფუნტად გადმოიბირეს. გასულ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ინტერვიუები
25 კომენტარი
№1
ავტორი: ILoveUtd
14 აგვისტო 2019 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
მაგარი კაცია
0
№2
ავტორი: datasta25
14 აგვისტო 2019 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
აზრი არააქვს ეხა გაფრენას, როგორც არუნდა მოვინდომოთ ტრენტი ჯერ ჯერობით უკეთესია, რა თქმა უნდა როგორც მცველი აარონი ჯობია მაგრამ 100დან 99 მწვრთნელი ტრენტს აირჩევდა თავის გუნდში. თუმცა აარონზეა დამოკიდებული, ვნახოთ აბა ამ სეზონში რას დაგვიმტკიცებს, ისე კი სასწაული ბიჭია მართლა <3
0
№3
ავტორი: tedore
14 აგვისტო 2019 19:52
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 433
შეტევაშიც თუ მოუმატებს დარწმუნებული ვარ ტრენტს აჯობებს. დაცვაში მართლა ძაან მაგარია ტრენტს შარშან სასწაული შედეგები ქონდა საგოლე გადაცემებში. ბისაკამაც უნდა დახვეწოს ეგ კომპონენტი. ისე პატკატებში საუკეთესოა ჩემი აზრით
0
№4
ავტორი: 100%Red
14 აგვისტო 2019 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 420
ნუ ტრენტი, როგორც ითქვა, კაია შეტევაში, კაი პასი და ჩაწოდებააქ, მარა ბისაკა დაცვაში იმენა მკვლელია, თან ტრენტი ფიზიკურად ვერ ჯობია, ძაან ცხოველია ბისაკა + ტექნიკა აქ კაი სულ მოტყუებაზე მიდის და გამადის კიდეც რაღაცნაირად პოგბას ვამსგავსებ ე.წ. footwork-ში. ორივე ღირსეულ ადგილს დაიკავებს თავის დროზე მსოფლიო ფეხბურთში 3d_13
მარა მაინც ბისაკა ჯობია ))) manutd
პ.ს. ამ სქაიმ და იესპიენმა რა გაა*რაკა რა ყოველ მეორე დღეს პოგბას წასვლა-არწასვლაზე რო ბაზრობენ. მე-4 ვიდეო ამომიგდო დღეს და განიხილავენ უნდა დარჩეს თუარა პოლი მანუში angry
0
№5
ავტორი: makaveli
14 აგვისტო 2019 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 475
ციტატა: datasta25
აზრი არააქვს ეხა გაფრენას, როგორც არუნდა მოვინდომოთ ტრენტი ჯერ ჯერობით უკეთესია, რა თქმა უნდა როგორც მცველი აარონი ჯობია მაგრამ 100დან 99 მწვრთნელი ტრენტს აირჩევდა თავის გუნდში. თუმცა აარონზეა დამოკიდებული, ვნახოთ აბა ამ სეზონში რას დაგვიმტკიცებს, ისე კი სასწაული ბიჭია მართლა <3

აი პროსტა რატომღაც დარწმუნებული ვარ მაურინიო ბისაკას აირჩევდა :))
0
№6
ავტორი: Malboro463
14 აგვისტო 2019 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5015
თითქმის 2 წლით უმცროსია არნოლდი.
შარშან უკეთესი სეზონი ქონდა ბისაკაზე
ამ ეტაპზე ჯობია არნოლდი და სეზონის ბოლოს ვნახოთ..
0
№7
ავტორი: JuanMata
14 აგვისტო 2019 22:24
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2017
რთული შესადარებელია, ტრენტი შეტევაში ძაან მაგარია, მაგრამ დაცვაში ძაან ბევრ შეცდომას უშვებს.

იმ მატჩში ლივერპულს 2-1 რომ მოვუგეთ, რეშფორდს საერთოდ ვერ გაუწია წინააღმდეგობა.

მოკლედ ბისაკამ ცოტა შეტევაში რომ მოუმატოს და ჩაწოდებებზე იმუშავოს, იდეალური მცველი იქნება.
0
№8
ავტორი: kashmara
14 აგვისტო 2019 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 435
ესეც საბურთალო სომეხიც რო მოგიგებს უკვე ტეხავს.... რბილად რო ვთქვა...
0
№9
ავტორი: bziki
14 აგვისტო 2019 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1415
ვნახოტთ ჯერ ვინ რა დონეზე გაჩერდება ორივეს პერსპექტივაშია მომატება,ლუზერები თავს იიმედებსნ რო დაღვინდება დაცვასაც დაამუღამებსო:D:Dეგრე ვართ დაახლოებიღ ჩვენც რო მიეჩვევა შეტევასაც დაამურამებსო:D:D
არადა ბისაკამ ძალიან კარგად იცის შეტევა ისევე როგორც ტრენტმა დავა მარა სტანდარტები ძალიან მაღალია რაც უდავოდ კარგია.
0
№10
ავტორი: ikeoni
14 აგვისტო 2019 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7791
ძაან მაგარი ბიჭია ძააან❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

20 ოქტომბერი 2019, 18:00
იუნაიტედი
ლივერპული
პრემიერ ლიგა
24 ოქტომბერი 2019, 20:45
პარტიზანი
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
27 ოქტომბერი 2019, 18:00
ნორვიჩი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ლივერპული20 ოქტომბერი
პარტიზანი24 ოქტომბერი
ნორვიჩი27 ოქტომბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

6 ოქტომბერი 2019, 19:30
ნიუკასლი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
3 ოქტომბერი 2019, 20:45
ალკმაარი0
იუნაიტედი0
ევროპა ლიგა
30 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი1
არსენალი1
პრემიერ ლიგა
ნიუკასლი6 ოქტომბერი
ალკმაარი3 ოქტომბერი
არსენალი30 სექტემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top