თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2019, 17:52
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2407,
კომენტარები: 24
პარკერი: "ვან-ბისაკა პრემიერ ლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველია"
პოლ პარკერმა ვან-ბისაკაზე ისაუბრა.
პარკერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა პოლ პარკერმა კლუბის ახალწვეულ, აარონ ვან-ბისაკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისელი პრემიერ ლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველია.

"ყველა "ლივერპულელ" ბიჭზე, ალექსანდრ-არნოლდზე საუბრობს, მაგრამ დაცვაში ისე ვერ თამაშობს, როგორც ვან-ბისაკა, რომელიც პოზიციას იდეალურად არჩევს და დაცვაშიც კარგია. მას უბრალოდ უყვარს თავდაცვა. მე მას განვსჯი როგორც მცველს. ჩემი აზრით, ის პრემიერ ლიგაში საუკეთესო მარჯვენა მცველია" - განაცხადა პოლ პარკერმა.

ახალგაზრდა ინგლისელი "წითელმა ეშმაკებმა" გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "კრისტალ პალასიდან" 50 მილიონ ფუნტად გადმოიბირეს. გასულ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: SANDROGRIGA
15 აგვისტო 2019 11:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ ეტაპზე არნოლდი მაინც უკეთესია
0
№22
ავტორი: Dato kutaisi
15 აგვისტო 2019 11:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: bziki
Dato kutaisi
ლამპარდის ხელზე მეტად კანტე და პულისიჩი დაეტყო:D
კანტე და პულისიჩი რო მოგვცა ეხლა ჩვენ ილეს ხელიც დაეტყობა:D
თან ზუსტად ეგ პოზიციები და მაგ სტილის ხალხი გვაკლია:D

გეთანხმები ეგრეა მაგრამ გუნდის სხვა ხალხიც ძალიან სწორად პოზიციონირებენ და ეგ ლამპარდის დამსახურებაა.ჩვენსავით ქაოტურად არ მოძრაობენ უბურთოდ
0
№23
ავტორი: Lalana
15 აგვისტო 2019 12:18
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bziki
Dato kutaisi
ლამპარდის ხელზე მეტად კანტე და პულისიჩი დაეტყო:D
კანტე და პულისიჩი რო მოგვცა ეხლა ჩვენ ილეს ხელიც დაეტყობა:D
თან ზუსტად ეგ პოზიციები და მაგ სტილის ხალხი გვაკლია:D

თითქმის იგივე შემადგენლობა ყავდა სარისაც მაგრამ თუ შევადარებთ ამ ორ გუნდს დავინახავთ აშკარა ცვლილებებს.
უაზრო მილიარდი გადაცემა არ კეთდება ცენტრში და უფრო გააზრებულადაც უტევდა გუნდი.
ახლახან ვენგერი გაიხსენე,ვენგერს კარგი ხედვა ჰქონდა და როდესაც სერიოზული ხალხი ყავდა შემადგენლობაში მაშინ ძალიან მაგრად გამოიყურებოდა მისი გუნდი,,მაგიტომაც იყო პრემიერ ლიგა ისე ჩაამთავრეს რომ წაგებული თამაში არ ჰქონიათ.იმაში კი მართალი ხარ რომ ქარიზმა არ ქონია როგორც ფერგიუსონს.რაც შეეხება ლამპარდს ჯერ ნამდვილად ახალი კადრია და სასიამოვნოა მისი სტილის ყურება,რამდენად მოიტანს ეს შედეგს კიდევ ცალკე საკითხია.
0
№24
ავტორი: JuanMata
15 აგვისტო 2019 12:19
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi

გეთანხმები ეგრეა მაგრამ გუნდის სხვა ხალხიც ძალიან სწორად პოზიციონირებენ და ეგ ლამპარდის დამსახურებაა.ჩვენსავით ქაოტურად არ მოძრაობენ უბურთოდ


ჩვენ არ გვაქვს კონკრეტულად დახაზული მოძრაობა-კომბინაციები, როგორც ოლე ამბობს, თავისუფლება უნდა მისცე შემტევებს წინ და თვითონ შექმნიან მომენტებს. კონტრშეტევაზე უფრო ეტყობოდათ, რომ ცდილობდნენ კომბინირებას, აი როცა ბურთით მეტოქსი საჯარიმოსთან იდგნენ, დიდად არ ჩანდა რომ გეგმა ჰქონდათ შიგ შესასვლელი.

მოკლედ ჩვენი შეტევის ძალა ავტობუსებთან გამოჩნდება ძალიან კარგად, რაზე მუშაობენ და როგორ.
მეეჭვება ნიუკასლთან პოგბას 50 მეტრიანმა ზუსტმა პასებმა და რეშფორდის ჩარბენებმა იმუშაოს. აი მასეთ თამაშებში დაგვჭირდება, მოკლე პასებით და ერთი შეხებით თამაში, ამავდროულოდა, უბურთო ფეხბურთელების სწორი და ჭკვიანური მოძრაობა, დაცვისთვის თავგზის ასაბნევად.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top