თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2019, 14:08
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2584,
კომენტარები: 14
მწვრთნელების კომენტარები მატჩის შემდეგ
სოლსკიაერისა და ლამპარდის კომენტარები მატჩის შემდეგ.
მწვრთნელების კომენტარები მატჩის შემდეგ
პრემიერ ლიგის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ, მანჩესტერელთა მწვრთნელმა საკუთარი გუნდი შეაქო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

"მეორე ტაიმი შესანიშნავი გამოდგა, დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად ვითამაშეთ. პირველი გოლის შემდეგ გაცილებით მშვიდად დავიწყეთ თამაში. ფეხბურთელებმა კარგად იმუშავეს, თუმცა ეს ჯერ სეზონის სტარტია და სამუშაო კიდევ ბევრია.

ზაფხულში სამი შესანიშნავი ფეხბურთელი დავიმატეთ. მაგუაიერმა ის გააკეთა, რისთვისაც ამ კლუბში მოვიდა, ლინდელოფთან ერთად ის დაცვის ხაზს ბევრად ძლიერს ხდის."


პრემიერ ლიგის დებიუტში, გამანადგურებელი ანგარიშის შემდეგ ფრენკ ლამპარდმა მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი, ასეთი სხვაობით წაგებას არ იმსახურებდა.

"იუნაიტედი" კონტრ-შეტევებზე შესანიშნავია, ვფიქრობ, ეს მათი ძლიერი მხარეა. პირველ ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, თუმცა მე-60 წუთის შემდეგ, შეცდომების დაშვება დავიწყეთ და საკუთარ კარში გოლები მივიღეთ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 4-0 წაგება არ დაგვიმსახურებია. ასეთი მატჩებისგან შეგვიძლია, ბევრი რამ ვისწავლოთ."
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
12 აგვისტო 2019 14:13
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ლამპარდი კაი კაცია იმედია წარმატებული იქნება, ნაღდად არ მინდა რო გააგდონ))
ოლეს რაც შეეხება კარკად ილაპარაკა, მთავარია ის არ უთქვია რო სასწაულ გუნდი ვიყავითდა ყველაფერი კაი იყო. მთავარია მუშაობა და გამოასწორონ მალე შეცდომები რაც იყო
1
№2
ავტორი: Lalana
12 აგვისტო 2019 14:36
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
აუცილებლად ოლე,ბევრია სამუშაო და წარმატებები.ლამპარდი კი იმედია სუპერ თასის ფინალს მოუგებს ლივერპულს.კარგი კაცია და წარმატებები მასაც.
0
№3
ავტორი: levionok
12 აგვისტო 2019 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ისწავლეთ ისწავლეთ და სხვა გუნდებს წაართვით ქულები მანჩესტერთან ამ აუკუნეში ვერ მოხვალთ მაინც
2
№4
ავტორი: unaited 1993
12 აგვისტო 2019 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ყველაზე ძაან იცი რა მიხარია რომ გუნდს დაეტყო რომ უნდა ფეხბურთის თამაში და ძალით არ თამაშობენ

ყველაზე ძაან იცი რა მიხარია რომ გუნდს დაეტყო რომ უნდა ფეხბურთის თამაში და ძალით არ თამაშობენ
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
12 აგვისტო 2019 15:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ იყო იდეალური თამაში მარა პირველი თამაში იყო და დახვეწავენ შემდეგში
0
№6
ავტორი: unaited 1993
12 აგვისტო 2019 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
Glory glory man unaited

Glory glory man unaited
1
№7
ავტორი: Chesterman
12 აგვისტო 2019 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
U23 თამაში ვნახე და ეს გარნერი მაგარი ბიჭი გვეზრდებაა
0
№8
ავტორი: LASHQARA
12 აგვისტო 2019 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რა თქმა უნდა არ იყო იდეალური თამაში, მაგრამ იმედის მომცემი ნამდვილად იყო. love + ამას შემდეგ თამაშზე აუცილებლად აისახება ეს სტარტი და რაც უფრო დიდხანს დაიჭერს გუნდი ამ მუხტს, მით უფრო მეტად დაიხვეწება თითოეული ფეხბურთელის თამაში, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, მთავარია რწმენა ქონდეთ საკუთარი თავის და იმის რომ ყველასთან შეგვიძლია ღირსეული თამაში, თუ გუნდი იპოვის თავის თამაშს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს... love am
0
№9
ავტორი: Lalana
12 აგვისტო 2019 21:39
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ცოტა ხნის წინ წავიკითხე რომ მომავალ წელს დარმიანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაგვტოვებს და ინტერს შეუერთდებაო.როდემდე აპირებენ ასე უფასოდ კარგონ ფეხბურთელები?
0
№10
ავტორი: giorgiginturi
12 აგვისტო 2019 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
კიდევ ერთხელ გილოცავთ და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები საკმაოდ ბევრია ჯერ კიდევ, დასახვეწი და სამუშაოც გვააქვს..მაინც მინდა ერთი რამ ვთქვა, თავად სიტისაც და ლივერპულსაც საკმაოდ ააქვს სუსტი წერტილიც და შეცდომე საც ბევრა დაუშვებს, აქ ერთი რამეა მნიშვნელოვანი, ფორმის შენარჩუნება მუღამი და ჟილკა ყოველი თამაშის, უაზროდ არ განიავდეს ქულები სუსტ გუნდებთან, როგორც აქამდე და ვიმეორებ მიუხედავად ამ ყველაფრისა არავინ არ ჩამოწეროს ეპლის მოსაგებად იუნაიტედი.. მცირედ ხელს გვიწყობს ისიც, რომ არ ვართ ლიგაზე მთელი გონება და მონდომება აქეთ.. ევროპა კიდე დიდი არაფერი და არც დიდი წინაღობა არიქნება.. არ დაკარგო კონცეტრაცია და არ დანებდე სიტი ლივერპულს არაფერი განსაკუთრებულ ფავორიტებად არ მოიაზრებიან არცერთი.. ყოველი მათი დაკარგული ქულა უნდა გამოვიყენოთ მთავარია მზად იყვნენ ბიჭები ყველანაირად 1 წლის მანძილზე... ოლდტრაფორდს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია და დაუმარცხებია კიდეც!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top