თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2019, 14:08
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2591,
კომენტარები: 14
მწვრთნელების კომენტარები მატჩის შემდეგ
სოლსკიაერისა და ლამპარდის კომენტარები მატჩის შემდეგ.
მწვრთნელების კომენტარები მატჩის შემდეგ
პრემიერ ლიგის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ, მანჩესტერელთა მწვრთნელმა საკუთარი გუნდი შეაქო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

"მეორე ტაიმი შესანიშნავი გამოდგა, დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად ვითამაშეთ. პირველი გოლის შემდეგ გაცილებით მშვიდად დავიწყეთ თამაში. ფეხბურთელებმა კარგად იმუშავეს, თუმცა ეს ჯერ სეზონის სტარტია და სამუშაო კიდევ ბევრია.

ზაფხულში სამი შესანიშნავი ფეხბურთელი დავიმატეთ. მაგუაიერმა ის გააკეთა, რისთვისაც ამ კლუბში მოვიდა, ლინდელოფთან ერთად ის დაცვის ხაზს ბევრად ძლიერს ხდის."


პრემიერ ლიგის დებიუტში, გამანადგურებელი ანგარიშის შემდეგ ფრენკ ლამპარდმა მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი, ასეთი სხვაობით წაგებას არ იმსახურებდა.

"იუნაიტედი" კონტრ-შეტევებზე შესანიშნავია, ვფიქრობ, ეს მათი ძლიერი მხარეა. პირველ ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, თუმცა მე-60 წუთის შემდეგ, შეცდომების დაშვება დავიწყეთ და საკუთარ კარში გოლები მივიღეთ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 4-0 წაგება არ დაგვიმსახურებია. ასეთი მატჩებისგან შეგვიძლია, ბევრი რამ ვისწავლოთ."
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
12 აგვისტო 2019 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Chesterman
U23 თამაში ვნახე და ეს გარნერი მაგარი ბიჭი გვეზრდებაა

ეგ ბიჭი მგონი დროა დააწინაურონ, ან რამოდენიმე თამაში მაინც ათამაშონ, ძაან მაგარი მოედნის ხედვა და პასი აქვს.
0
№12
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2019 01:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Warmatebebiii ole❤️
0
№13
ავტორი: JuanMata
13 აგვისტო 2019 05:56
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ძალიან კარგია ასეთი დასაწყისი და მნიშვნელოვანი 3 ქულაა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სეზონის პირველი ტურია.
ლამპარდის ჩელსი ჩვენთვის საკმაოდ კომფორტული მეტოქე აღმოჩნდა, მაღალი დცვით თამაშობდნენ და დიდი ძალებით მოდიოდნენ წინ, სისწრაფეებს კარგად ვიყენებდით.
ახლა მთავარია, იმ გუნდებთან დავაგროვოთ ქულები, რომლებიც დაცვაში მყარად დგანან და 0-0-ზე ძალიან ბედნიერები იქნებიან. კონტრშეტევებზე იშვიათად გვექნება შანსი და პოზიციურად მოგვიწევს დაცვის გარღვევა.

ლამპარდს რაც შეეხება, მომწონს მისი სტილი, საკმაოდ კარგ პრესინგს თამაშობდა და შეტევაშიც საინტერესოდ გამოიყურებოდა. ლივერპულთან მატჩში ვუგულშემატკივრებ wink
0
№14
ავტორი: Chesterman
13 აგვისტო 2019 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: Chesterman
U23 თამაში ვნახე და ეს გარნერი მაგარი ბიჭი გვეზრდებაა

ეგ ბიჭი მგონი დროა დააწინაურონ, ან რამოდენიმე თამაში მაინც ათამაშონ, ძაან მაგარი მოედნის ხედვა და პასი აქვს.

გეთანსხმები და დარტყმაც კარგი აქვს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top