თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2019, 18:32
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 3561,
კომენტარები: 22
ოლე გუნარ სოლსკიაერის მატჩის წინა პრესკონფერენცია
ოლე "ჩელსისთან" გასამართ მატჩზე.
ოლე გუნარ სოლსკიაერის მატჩის წინა პრესკონფერენცია
კვირას 11 აგვისტოს, "მანჩესტერ იუნაიტედი" 2019/2020 წლის პრემიერ ლიგის, გახსნით შეხვედრას "ოლდ ტრაფორდზე" ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავს. მოახლოვებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ოლემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამოდენიმე თემას შეეხო, რასაც ჩვენი საიტი უცვლელად გთავაზობთ.

სატრანსფერო ფანჯრის შესახებ

"მე ვფიქრობ, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა იხურება ყველაფერი უფრო გასაგები ხდება. ვინაიდან ჩვენ უკვე დაზუსტებით ვიცით, გუნდის სრული შემადგენლობა. მე ბედნიერი ვარ იმ სამი ფეხბურთელის დამატებით, რომელიც კლუბმა ზაფხულში დაიმატა. ყოველთვის იქენება გულშემატკივართა ისეთი კატეგორია, რომელთაც სურთ გუნდმა რაც შეიძელბა მეტი ფეხბურთელი დაიმატოს, მაგრამ ჩვენ გუნდში ირიცხებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ და მათ უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ გვჯერა მათი და წარმატებსიკენ სწრაფვა მათთან ერთად გვსურს."

ლუკაკუს გაშვების შესახებ

"ვფიქრობ ყველაფერი კარგად დასრულდა და ტრანსფერში მონაწილე ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა, იგი მისი გადაწყვეტილებით ბედნიერია, მას მის ახალ გუნდთან ერთად ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. რომელუ შესანიშნავი ადამიანი და დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მისი ჩანაცვლება ჩვენთვის არამგონია პრობლემას წარმოადგენდეს, რადგან ჩვენ შეტევის წინა ხაზში: მარსიალი, რეშფორდი და ლინგარდი გყვავს, დარწუნებული ვარ ეს სეზონი, ჯესისთვის შარშანდელ სეზონთან შედარებით ბევრად ნაყოფიერი იქნება. გარდა ამისა ჯეიმსის სახით კლუბი შეტევაში გაძლიერდა."

პოლ პოგბას შესახებ

"პოლის შესახებ როდესაც მეკითხებიან, მე მუდმივად ერთს ვაპასუხობ, ის შესანისნავი ფეხბურთელია, ვარჯიშებზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, რაც მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

გუნდის პოტენციალის გაუმჯობესება შეტევაში

"გასული სეზონის ბოლოს, ჩვენ გოლის გატანა გვიჭირდა, პრობლემის აღმოსაფხვრელად რატომ არ დაიმატა გუნდმა ახალო ფორვარდი?, ვფიქრობ ახალი თავდამსხმელის შეძენის შემთხვევაში, მესიონ გრინვუდის როლი კლუბში შემცირდებოდა. მე ნდობას ვუცხადებ მეისონს, დარწმუნებული ვარ მისთვის ეს სეზონი გამორჩეული იქნება და ვფიქრობ იგი ხშირად გაგვახარებს გოლებით"

გულშემატკივრების ნეგატიურ განწყობაზე

"რა თქმა უნდა გასული სეზონის შემდეგ, ჩვენ გვსურს შეცდომების გამოსწორება და "იუნაიტედის" მილიონობით გულშემატკვირის გახარება, რომლებიც მთელ მსოფლიოში მრავლად არიან. თუ ისინი ჩვენგან იგრძნობენ და დავანახებტ მათ, რომ კლუბი განვითარებას განაგრძობს, ისინი ამითაც ბედნიერი იქნებიან."

მომავალი სატრანსფერო ფანჯრის შესახებ

"მე უკვე ადრეც ვთქვი და ახლაც იგივეს გავიმეორებ. შეუძლებელია ჩვენი პრობლემების ერთი ხელის მოსმით გადაჭრა. ამას გარკვეული დრო სჭირდება, უბრალოდ საჭიროა ქმედითი ნაბიჯების სწორად გადადგმა და ყველაფრის გამოსწორებაა შესალებელი. ჩვენს კლუბში ისეთი ფეხბურთელების მოწვევა გვსურს, რომლებიც ჩვენი კლუბის ფილოსოფიას და იდეოლოგიას იდელაურად შეეფერებიან. გუნდი ფულს მაშინ დახარჯავს, როდესაც შესაბამისი ფეხბურთელი იქნება ხელ მისაწვდომი.

შეხვედრა ფრენკ ლამპარდთან

"მიხარია რომ ის აღარაა ფეხბურთელი, რადგან ვფიქრობ ის აუცილებლად გაგვიტანდა გოლს (იცინის). ჩვენ აღარ ვართ ფეხბურთელები, ახლა ჩვენ უკვე მწვრთნელები ვართ. მე მას ისე ვუყურებ როგორც სხვა ნებისმიერ მწვრთნელს, ფრენკი შესანიშნავი ადამიანია, მე ის გასულ ოთხშბათს მწვრთნელთა შეკრებაზე ვნახე. ჩვენ ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ იგი ძალიან სასიამოვნო პიროვენბაა."

ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე

"ალექსისი დაგვიბრუნდა, ის თვას კარგად გრძნობს და გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს, მას ტრამვა აწუხებდა და ბუნებრივია ოთხი - ხუთი კვირის გამოტოვება მოუწია. ვფიქრობ სანჩესს შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა, მან კარგად იცის ჩემი მისადმი დამოკიდებულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ იგი კლუბს არ დატოვებს და მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის მაისურით ბევრ გოლს გაიტანს."

შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" ვინმემ დატოვოს?

"შესაძლებელია, დაზუსტებით ვერ გეტყვით."

VAR - ის შესახებ

"მე მივესალმები ამ სისტემის დანერგვას, თუ ის სწორად და სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია რაც ნაკლები მცადრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ლიგაში, მით უფრო სამართლიანი იქნება ყველაფერი."

წყარო: manutd.one
პრესკონფერენცია
22 კომენტარი
№1
ავტორი: Chaxrux
9 აგვისტო 2019 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
პრემიერ ლიგის თამაშებს სად უნდა ვუყუროთ ბიჭებო ხო ვერ მეტყვით? ან ხო არ გყავთ ვინმე ისეთი თეფშის დაყენება გასწორება რო იცოდეს ყველა სპორტული არხი რო მქონდეს... მთავარი ლიგები და ჩემპიონთა და ევროპა ლიგა რო მქონდეს...
0
№2
ავტორი: bero123
9 აგვისტო 2019 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ხო რაში გვჭირდებოდა ლუკაკუს შემცვლელი ისედაც ხო მსოფლიოში ყველაზე მ*****ელი თავდასხმა გვყავს wink ნახევარ დაცვას არც შეხებია მგონი ამათმა არ იციან რო გუნდს ნახევარ დაცვა უნდა ყავდეს wink
0
№3
ავტორი: Lukalaba
9 აგვისტო 2019 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
დავაი კაია მიაწექი ოლე❤️GGMU❤️❤️

ციტატა: Chaxrux
პრემიერ ლიგის თამაშებს სად უნდა ვუყუროთ ბიჭებო ხო ვერ მეტყვით? ან ხო არ გყავთ ვინმე ისეთი თეფშის დაყენება გასწორება რო იცოდეს ყველა სპორტული არხი რო მქონდეს... მთავარი ლიგები და ჩემპიონთა და ევროპა ლიგა რო მქონდეს...


აჭარასპორტ.ტვ ზე გავა თამაშები
0
№4
ავტორი: bero123
9 აგვისტო 2019 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: Lukalaba
დავაი კაია მიაწექი ოლე❤️GGMU❤️❤️

ციტატა: Chaxrux
პრემიერ ლიგის თამაშებს სად უნდა ვუყუროთ ბიჭებო ხო ვერ მეტყვით? ან ხო არ გყავთ ვინმე ისეთი თეფშის დაყენება გასწორება რო იცოდეს ყველა სპორტული არხი რო მქონდეს... მთავარი ლიგები და ჩემპიონთა და ევროპა ლიგა რო მქონდეს...


აჭარასპორტ.ტვ ზე გავა თამაშები

სატელევიზიო არხი გააკეთა ძმა თუ ინტერნეტში
0
№5
ავტორი: Chaxrux
9 აგვისტო 2019 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
adjarasport.ge ამ საიტზე?
0
№6
ავტორი: Malboro463
9 აგვისტო 2019 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5866
ჩელსის არავინ დაუმატებია მარა მაინც შემორჩა კაი სასტავი ოთხეულისთვის რო იბრძოლოს. ვილიანი,ჟირუ,ოდოი,ბატშტუაი,ჟორჟინო,კანტე,პულისიჩი,კოვაჩიჩი,ბარკლი,ოდოი.... ლამპარდზეა ბევრი რამე დამოკიდებული
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
9 აგვისტო 2019 19:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნახევარმცველი მაინც უნდა მოეყვანა ჩემი აზრით, ფორვარდი კიდე გასაგებია.
0
№8
ავტორი: 100%Red
9 აგვისტო 2019 20:56
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
მარსიალი ამ სეზონზე 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს am
0
№9
ავტორი: makaveli
9 აგვისტო 2019 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: 100%Red
მარსიალი ამ სეზონზე 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს am

ოფიციალურად?
0
№10
ავტორი: PaLoMo
9 აგვისტო 2019 21:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4064
ციტატა: makaveli
ციტატა: 100%Red
მარსიალი ამ სეზონზე 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს am

ოფიციალურად?

კი ოფიციალურად დაბეჭდეს უკვე მისი მაისური 9ნომრით

ვნახოთ,ვნახოთ როგორ დაიწყებს.მე ვფიქრობ ერიკსენი თუ სადმე არ წავიდა ზამთრის შედეგებიდან გაკომდინარე მოიყვანენ და მოვა თვითონაც თუ იგრძნო,ეომ იუნაიტედს შეუძლი რაღაცის მოგება და სწორ გზას ადგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top