თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2019, 18:32
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 3611,
კომენტარები: 22
ოლე გუნარ სოლსკიაერის მატჩის წინა პრესკონფერენცია
ოლე "ჩელსისთან" გასამართ მატჩზე.
ოლე გუნარ სოლსკიაერის მატჩის წინა პრესკონფერენცია
კვირას 11 აგვისტოს, "მანჩესტერ იუნაიტედი" 2019/2020 წლის პრემიერ ლიგის, გახსნით შეხვედრას "ოლდ ტრაფორდზე" ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავს. მოახლოვებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ოლემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამოდენიმე თემას შეეხო, რასაც ჩვენი საიტი უცვლელად გთავაზობთ.

სატრანსფერო ფანჯრის შესახებ

"მე ვფიქრობ, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა იხურება ყველაფერი უფრო გასაგები ხდება. ვინაიდან ჩვენ უკვე დაზუსტებით ვიცით, გუნდის სრული შემადგენლობა. მე ბედნიერი ვარ იმ სამი ფეხბურთელის დამატებით, რომელიც კლუბმა ზაფხულში დაიმატა. ყოველთვის იქენება გულშემატკივართა ისეთი კატეგორია, რომელთაც სურთ გუნდმა რაც შეიძელბა მეტი ფეხბურთელი დაიმატოს, მაგრამ ჩვენ გუნდში ირიცხებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ და მათ უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ გვჯერა მათი და წარმატებსიკენ სწრაფვა მათთან ერთად გვსურს."

ლუკაკუს გაშვების შესახებ

"ვფიქრობ ყველაფერი კარგად დასრულდა და ტრანსფერში მონაწილე ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა, იგი მისი გადაწყვეტილებით ბედნიერია, მას მის ახალ გუნდთან ერთად ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. რომელუ შესანიშნავი ადამიანი და დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მისი ჩანაცვლება ჩვენთვის არამგონია პრობლემას წარმოადგენდეს, რადგან ჩვენ შეტევის წინა ხაზში: მარსიალი, რეშფორდი და ლინგარდი გყვავს, დარწუნებული ვარ ეს სეზონი, ჯესისთვის შარშანდელ სეზონთან შედარებით ბევრად ნაყოფიერი იქნება. გარდა ამისა ჯეიმსის სახით კლუბი შეტევაში გაძლიერდა."

პოლ პოგბას შესახებ

"პოლის შესახებ როდესაც მეკითხებიან, მე მუდმივად ერთს ვაპასუხობ, ის შესანისნავი ფეხბურთელია, ვარჯიშებზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, რაც მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

გუნდის პოტენციალის გაუმჯობესება შეტევაში

"გასული სეზონის ბოლოს, ჩვენ გოლის გატანა გვიჭირდა, პრობლემის აღმოსაფხვრელად რატომ არ დაიმატა გუნდმა ახალო ფორვარდი?, ვფიქრობ ახალი თავდამსხმელის შეძენის შემთხვევაში, მესიონ გრინვუდის როლი კლუბში შემცირდებოდა. მე ნდობას ვუცხადებ მეისონს, დარწმუნებული ვარ მისთვის ეს სეზონი გამორჩეული იქნება და ვფიქრობ იგი ხშირად გაგვახარებს გოლებით"

გულშემატკივრების ნეგატიურ განწყობაზე

"რა თქმა უნდა გასული სეზონის შემდეგ, ჩვენ გვსურს შეცდომების გამოსწორება და "იუნაიტედის" მილიონობით გულშემატკვირის გახარება, რომლებიც მთელ მსოფლიოში მრავლად არიან. თუ ისინი ჩვენგან იგრძნობენ და დავანახებტ მათ, რომ კლუბი განვითარებას განაგრძობს, ისინი ამითაც ბედნიერი იქნებიან."

მომავალი სატრანსფერო ფანჯრის შესახებ

"მე უკვე ადრეც ვთქვი და ახლაც იგივეს გავიმეორებ. შეუძლებელია ჩვენი პრობლემების ერთი ხელის მოსმით გადაჭრა. ამას გარკვეული დრო სჭირდება, უბრალოდ საჭიროა ქმედითი ნაბიჯების სწორად გადადგმა და ყველაფრის გამოსწორებაა შესალებელი. ჩვენს კლუბში ისეთი ფეხბურთელების მოწვევა გვსურს, რომლებიც ჩვენი კლუბის ფილოსოფიას და იდეოლოგიას იდელაურად შეეფერებიან. გუნდი ფულს მაშინ დახარჯავს, როდესაც შესაბამისი ფეხბურთელი იქნება ხელ მისაწვდომი.

შეხვედრა ფრენკ ლამპარდთან

"მიხარია რომ ის აღარაა ფეხბურთელი, რადგან ვფიქრობ ის აუცილებლად გაგვიტანდა გოლს (იცინის). ჩვენ აღარ ვართ ფეხბურთელები, ახლა ჩვენ უკვე მწვრთნელები ვართ. მე მას ისე ვუყურებ როგორც სხვა ნებისმიერ მწვრთნელს, ფრენკი შესანიშნავი ადამიანია, მე ის გასულ ოთხშბათს მწვრთნელთა შეკრებაზე ვნახე. ჩვენ ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ იგი ძალიან სასიამოვნო პიროვენბაა."

ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე

"ალექსისი დაგვიბრუნდა, ის თვას კარგად გრძნობს და გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს, მას ტრამვა აწუხებდა და ბუნებრივია ოთხი - ხუთი კვირის გამოტოვება მოუწია. ვფიქრობ სანჩესს შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა, მან კარგად იცის ჩემი მისადმი დამოკიდებულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ იგი კლუბს არ დატოვებს და მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის მაისურით ბევრ გოლს გაიტანს."

შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" ვინმემ დატოვოს?

"შესაძლებელია, დაზუსტებით ვერ გეტყვით."

VAR - ის შესახებ

"მე მივესალმები ამ სისტემის დანერგვას, თუ ის სწორად და სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია რაც ნაკლები მცადრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ლიგაში, მით უფრო სამართლიანი იქნება ყველაფერი."

წყარო: manutd.one
პრესკონფერენცია
22 კომენტარი
№21
ავტორი: stepno
10 აგვისტო 2019 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ცდები ოლე მარსიალი ლინგარდის რეშფორდის იმედად როხარ
0
№22
ავტორი: David_Beckham7
10 აგვისტო 2019 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ვინ იცის იქნებ არც ცდება. ახალგაზრდები არიან ბევრი სირბილი შეუძლოათ. მომატებული აქვს საპრესინგოდ მთელ გუნდს. ყველაზე მეტად ის ვამიხარდა მეისონის ფაქტორს რო გაუსვა ხაზი. მალე 18 წლის ხდება და უნდა მიეცეს შანსები. ტიპს მარცენითაც და მარჯვენითაც ჯატიმები გააქვს. მაგარი ალღო აქვს გოლის. ამან თუ მოუმა ისეთი ცენტრი გახდება მანიუს ისტორიაში რო კაშკაშა ასოებით ჩაეწერება. მე ცენტრში უფრო ვხედავ რადგან ერთი ფეხიდან მეორე ფეხზე ბურთის გადმოტანა არ სჭირდება მიირებს ცენტრში რომელო ფეხითაც უნდა იმით დაარტყავს სიტუაციიდან გამომდინარე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top