თბილისი:
მანჩესტერი:
3-08-2019, 12:54
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2176,
კომენტარები: 25
"ინტერის" უკანასკნელი მცდელობა
იტალიელებს რომელუს მიმართ ინტერესი არ დაუკარგავთ.
მას შემდეგ რაც ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და სხვადასხვა შეთავაზებების შემდეგ, ანტონიო კონტეს "ინტერმა" გლეიზერების "მანჩესტერ იუნაიტედთან" კლუბის ბელგიელი თავდამსხმელის თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დაასრულა, საქმეში ტურინის "იუვენტუსი" თავისი არგენტინელი ფეხბურთელით პაულო დიბალათი ჩაერთო.

როგორც ჩანს აღნიშნული "ნერაძურის" არ მოეწონა და მზად არის, "წითელ ეშმაკებს" საბოლოო წინადადებით მიმართოს. "ნერაძურიმ" შესათავაზებელ თანხას მოუმატა და ისინი ლუკაკუსთვის ამჯერად 80 მილიონ ევროს გამოყოფენ ბონუსების ჩათვლით. ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გარკვეული ხნის უკან, ოლე გუნარ სოლსკიაერის 26- წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ იტალიურ "ინტერში" თამაში სურდა, ხოლო მათი ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეს მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი უწოდა.

თუმცა, პრესაში ასევე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ლუკაკუ ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის წინააღმდეგიც არ არის. როგორც ჩანს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, ბელგიელის "მანჩესტერული" კარიერა დასრულდება.
ჭორები
25 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
3 აგვისტო 2019 12:55
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ვიწვი "ინტერის" საცოდაობით. )) მაგრად შეუსრულა ვუდვორდმა, გაახსენა პერიშიჩის ამბები :)
1
№2
ავტორი: PaLoMo
3 აგვისტო 2019 13:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svani
ვიწვი "ინტერის" საცოდაობით. )) მაგრად შეუსრულა ვუდვორდმა, გაახსენა პერიშიჩის ამბები :)

ძალიანაც კარგი
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: levionok
3 აგვისტო 2019 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ახლა რომ იხდიან 80 ს აქამდე რას წუწუნებდნენ ფული არ გვაქვსო და რას კარგავდნენ დროს სასაცილო შეფავაზებებით?! მანჩესტერს რამდენი ამ გუნდიდან ფეხბურთელი დაჭირდა იმდენი ცეცხლი წაუკიდეს და ნავთი ასხეს ზედ! ღირსები არიან მიყიდო მაგათ კონკურენტს და მაგათმა ისევ ლიგის ზონაში შესასვლელად იბრძოლონ!სომხები რო ც კლასს ყიდულობენ ხოლმე ასე ვაჭრობენ
0
№4
ავტორი: datasta25
3 აგვისტო 2019 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ესე ხდება როდესაც მსოფლიოში ყველაზე დიდი რესურსის მქონე გუნდთან გაიფუჭებ ურთიერთობას, პერიშიჩის ამბავი გარასხოდებულია
1
№5
ავტორი: Lalana
3 აგვისტო 2019 13:28
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svani
ვიწვი "ინტერის" საცოდაობით. )) მაგრად შეუსრულა ვუდვორდმა, გაახსენა პერიშიჩის ამბები :)

ღირსებიც არიან.ჩვენ რომ გვინდოდა მაგათი მცველი და ერთი ხორვატი გარემარბი კრგად დაიფასეს თავი,არაფრის დიდებით გამოგვატანეს და თურმე ჩვენ 60 მილიონდ უნდა მიგვეყიდა ლუკაკუ.კრიჟანები არიან.უნდა ამოხადო მაგათ სული თხოვნა-თხოვნებში.
1
№6
ავტორი: Old Red Devil
3 აგვისტო 2019 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
გამოდის ლუკაკუ გაგვიცვლია მაგუაირში
1
№7
ავტორი: Lalana
3 აგვისტო 2019 13:54
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ამ მანჯუკიჩზე ნამეტანი ბევრი იწერება და დიდი იმედი მავს რომ მაგას არ მოიყვანენ.მაგაში ფულის გადაყრა ნამდვიად არ ღირს.
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
3 აგვისტო 2019 14:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3201
ციტატა: Lalana
ამ მანჯუკიჩზე ნამეტანი ბევრი იწერება და დიდი იმედი მავს რომ მაგას არ მოიყვანენ.მაგაში ფულის გადაყრა ნამდვიად არ ღირს.

აუ არ თქვა ეგ არადა დიბალა იყოს
0
№9
ავტორი: Vaskaa
3 აგვისტო 2019 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
მე პირადად დიბალას 80 მილიონი მირჩევნია.
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
3 აგვისტო 2019 14:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თუ მართალია 80 მილიონად გაუშვებენ ალბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top