თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2019, 16:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2843,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" პეპეს ტრანსფერს ათანხმებს
კლუბი მესამე ტრანსფერის ზღვარზეა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლილთან" მოლაპარაკებებში წინ მიიწევს და ნიკოლა პეპეს ტრასნფერს ათანხმებს.

ბრწყინვალედ ჩატარებული გასული სეზონის შემდეგ პეპე ევროპის უდიდესი კლუბების სამიზნე გახდა ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის მასშტაბით.

როგორც გამოცემა The Times იტყობინება, პეპეთი დაინტერესებული ერთ-ერთი კლუბი "ლივერპული" კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს მხოლოდ დაუკავშირდა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს, ხოლო "იუნაიტედმა" სხვა გზა აირჩია და უკვე "ლილთან" ათანხმებს ტრანსფერს.

გამოცემისვე ცნობით, "წითელი ეშმაკები" 24 წლის პეპეს შეძენას რომელუ ლუკაკუს "ინტერში" გაყიდვის შედეგად ასაღები თანხით აპირებენ, მაგრამ ბელგიელის თაობაზე ჯერ არავითარი კომპრომისი არ არის მიღწეული.

ნიკოლა, რომელმაც წინა სეზონში 22 გოლი გაიტანა, "ლილის" შეფასებით 70 მლნ. ფუნტი ღირს, მაგრამ "იუნაიტედში" სჯერათ, რომ მის სატრანსფერო ფასს დააგდებენ - ფრანგულმა კლუბმა ადრე ცხადყო, რომ პეპეს გაყიდვით მიღებული შემოსავლის შემადგენლობის გაძლიერებაში გამოყენება სურს.

აღსანიშნავია, რომ პეპეს შეძენას პირადად "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ითხოვს, რომელიც ცაცია კოტ დ'ივუარელს თავისი გუნდის შეტევის გაძლიერების ზედგამოჭრილ საშუალებად მიიჩნევს.
ახალი ამბები, ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
21 ივლისი 2019 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
არ ვარ ამ ტრანსფერის მომხრე

1)გრინვუდი მინდა ამ სეზონში მარჯვნივ
2)მომავალ წელს სანჩო აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ
3)ცენტრალურ მცველზე გვაქ ამ მომენტში ყველაზე მეტი საფიქრალი
1
№2
ავტორი: bero123
21 ივლისი 2019 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: datasta25
არ ვარ ამ ტრანსფერის მომხრე

1)გრინვუდი მინდა ამ სეზონში მარჯვნივ
2)მომავალ წელს სანჩო აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ
3)ცენტრალურ მცველზე გვაქ ამ მომენტში ყველაზე მეტი საფიქრალი

სანჩო კაია მაგრამ არამგონია სიტის აკადემიელი ჩვენთან წამოვიდეს. მე მაგრად გამისეორდება ამის მოყვანა. გრინვუდს ისედაც მიეცემა დრო
2
№3
ავტორი: vitali60
21 ივლისი 2019 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
ამისი არ შეძენა უდიდესი დანაშაული იქნება. ამან რაც ლილში გააკეთა სასწაულია მე მოვკვდე ნეიმარს ჯობია........
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
21 ივლისი 2019 17:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არც ისე სანდო წყაროებმა დაწერეს, ესე იგი სერიოზული არაფერია, ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში.
1
№5
ავტორი: bziki
21 ივლისი 2019 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
უფრო სანდო წყრო რო იყოს გაასწორებდა.
ფორვარდათ დადგება სანჩო და გრინვუდს ხელს არ შეუშლის,სანჩოც ან წამოვა აქ ან არა ეს სეზონიც თუ იფრინა ბევრი გრანდი ჩაერევა და ან მოვა ან არა.
სტილით კი ჯდება ოლეს გეგმებში მარა ჯერ ლუკაკუ უნდა წავიდეს მერე ლივერს უნდა აჯობონ.მაგარი სამომავლო გეგმებია მანამდე როგორმე მაგუაერი მაღირსონ და დაცვა მაინც იქნება ცოტა შემდგარი.
კონტრებზე რო თამაშობ დაცვა თუ არ გყავს განწირულია ყველანაირი გეგმა,ვითომ ტანმაღალი მცველები გვყავს მარა ნებისმიერი სტანდარტი პოტენციური გოლია დეხეაც გას...და გამოსვლებზე ბურთი აფრინდება თავზე ან ხელიდან უვარდება მაგუაერი მოაგვარებდა მაგ პრობლემას და ჩვენ სტანდარტებზეც მაგარი უპირატესობა გვექნება
0
№6
ავტორი: kobinio
21 ივლისი 2019 17:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
სტატიის შინაარსიდან გამომდინარე არარეალურია,ლუკაკუს თუ გავყიდით და დოლარი კურსი თუ დაიწევს საქართველოში და ათასი სლეობა. ამდენი ხანია გომეშI ვერ დაითრიეს და ესენი არამგონია კიდე ვინმეს კიდვას აპირებდნენ.შარშანდელი სატრანსფერო მოვლენები გძელდება. ისე დაიხურება რომ კიდე იჩალიჩებენ.არაფრის იმედი არ მაქვს .
0
№7
ავტორი: bero123
21 ივლისი 2019 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: bziki
უფრო სანდო წყრო რო იყოს გაასწორებდა.
ფორვარდათ დადგება სანჩო და გრინვუდს ხელს არ შეუშლის,სანჩოც ან წამოვა აქ ან არა ეს სეზონიც თუ იფრინა ბევრი გრანდი ჩაერევა და ან მოვა ან არა.
სტილით კი ჯდება ოლეს გეგმებში მარა ჯერ ლუკაკუ უნდა წავიდეს მერე ლივერს უნდა აჯობონ.მაგარი სამომავლო გეგმებია მანამდე როგორმე მაგუაერი მაღირსონ და დაცვა მაინც იქნება ცოტა შემდგარი.
კონტრებზე რო თამაშობ დაცვა თუ არ გყავს განწირულია ყველანაირი გეგმა,ვითომ ტანმაღალი მცველები გვყავს მარა ნებისმიერი სტანდარტი პოტენციური გოლია დეხეაც გას...და გამოსვლებზე ბურთი აფრინდება თავზე ან ხელიდან უვარდება მაგუაერი მოაგვარებდა მაგ პრობლემას და ჩვენ სტანდარტებზეც მაგარი უპირატესობა გვექნება

ბრუნოზე სანდო წყარო კიარა ყველა წერდა მაგრამ რათ გინდა ისეთი თავი უჩანს სხვა გუნდი წაიყვანს მაგას
0
№8
ავტორი: bziki
21 ივლისი 2019 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
bero123
ბრუნოზე ფასის დაგდებას ჩალიჩობენ,სხვა კანდიდატებიც არიან თუ რამე შეილება დაიკიდონ კიდეც, ნახევარმცველს სადღაც ბოლო კვირაში დახურავენ მგონია.მანამდე მცველს დაიმატებენ
3 კაცს დაიმატებენ მგონია კიდე,ოლემაც თქვა ვმუშაობთ ტრანსფერებზეო
მაინც მგონია ლუკაკუში გადაიხდის ინტერი იმდენს რამდენსაც ვითხოვთ სხვა გზა არ აქ:D და დედლაინზე წავა ოფერები ფორვარდებზე
0
№9
ავტორი: Malboro463
21 ივლისი 2019 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
არამგონია ვინგერი მოიყვანონ წელს. ერთ ც.ნახევარმცველს და მცველს დაიმატებენ და თან დახურავენ ფანჯარასაც. მატას,ჯესიკას და მარსიალს ტყულად არ დატოვებდნენ პლიუს ჯეიმსიც მოიყვანეს აქეთ გრინვუდს და ჩონგს გადმოიყვანებენ
პირველ გუნდში.
0
№10
ავტორი: ikeoni
21 ივლისი 2019 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
DZaan magari bichia imedia gadmova
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top