თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2019, 16:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2840,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" პეპეს ტრანსფერს ათანხმებს
კლუბი მესამე ტრანსფერის ზღვარზეა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლილთან" მოლაპარაკებებში წინ მიიწევს და ნიკოლა პეპეს ტრასნფერს ათანხმებს.

ბრწყინვალედ ჩატარებული გასული სეზონის შემდეგ პეპე ევროპის უდიდესი კლუბების სამიზნე გახდა ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის მასშტაბით.

როგორც გამოცემა The Times იტყობინება, პეპეთი დაინტერესებული ერთ-ერთი კლუბი "ლივერპული" კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს მხოლოდ დაუკავშირდა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს, ხოლო "იუნაიტედმა" სხვა გზა აირჩია და უკვე "ლილთან" ათანხმებს ტრანსფერს.

გამოცემისვე ცნობით, "წითელი ეშმაკები" 24 წლის პეპეს შეძენას რომელუ ლუკაკუს "ინტერში" გაყიდვის შედეგად ასაღები თანხით აპირებენ, მაგრამ ბელგიელის თაობაზე ჯერ არავითარი კომპრომისი არ არის მიღწეული.

ნიკოლა, რომელმაც წინა სეზონში 22 გოლი გაიტანა, "ლილის" შეფასებით 70 მლნ. ფუნტი ღირს, მაგრამ "იუნაიტედში" სჯერათ, რომ მის სატრანსფერო ფასს დააგდებენ - ფრანგულმა კლუბმა ადრე ცხადყო, რომ პეპეს გაყიდვით მიღებული შემოსავლის შემადგენლობის გაძლიერებაში გამოყენება სურს.

აღსანიშნავია, რომ პეპეს შეძენას პირადად "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ითხოვს, რომელიც ცაცია კოტ დ'ივუარელს თავისი გუნდის შეტევის გაძლიერების ზედგამოჭრილ საშუალებად მიიჩნევს.
ახალი ამბები, ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: bero123
21 ივლისი 2019 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: bziki
bero123
ბრუნოზე ფასის დაგდებას ჩალიჩობენ,სხვა კანდიდატებიც არიან თუ რამე შეილება დაიკიდონ კიდეც, ნახევარმცველს სადღაც ბოლო კვირაში დახურავენ მგონია.მანამდე მცველს დაიმატებენ
3 კაცს დაიმატებენ მგონია კიდე,ოლემაც თქვა ვმუშაობთ ტრანსფერებზეო
მაინც მგონია ლუკაკუში გადაიხდის ინტერი იმდენს რამდენსაც ვითხოვთ სხვა გზა არ აქ:D და დედლაინზე წავა ოფერები ფორვარდებზე

არა ტო ბრუნო ამ მომენტში დასაკარგი ნაგდად არაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top