თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2019, 15:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1792,
კომენტარები: 11
Sky: "ინტერს" ლუკაკუს შესაძენად ფული არ აქვს
იტალიელები "იუნაიტედის" ფეხბურთელზე უარს იტყვიან.
Sky:
მილანის "ინტერი" არ არის დარწმუნებული, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ბელგიელი შემტევის რომელუ ლუკაკუს გამოსყიდვას შეძლებს, "წიტელი ეშმაკები" ფეხბურთელის სანაცვლოდ არანაკლებ 79 მილიონ ფუნტ-სტერლინგს ითხოვენ და ბლოკავენ ყველა წინადადებას რომელიც "ნერაძური" მათ სთავაზობს. ინგლისელებს შეთავაზებული ფასები არ მოსწონთ.

"ინტერი" გამოსავალს საკუთარი ფეხბურთელის გაყიდვაში ხედავს. საქმე ეხება მაურო იკარდის რომელიც გუნდს წინასასეზონო ტურნეზე არ გაყოლია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათ არგენტინელის თაობაზე ჯერ კიდევ არცერთი წინადადება არ მიუღიათ. კონტეს გუნდი კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელს აყენებს ტრანსფეზე, ჟოაო მარიო, რაჯა ნაინგოლანი და ენრიკე დალბერტი - თუმცა იკარდის მსგავსად არც ზემოჩამოთვლილ ფეხბურთელებს ჰყავთ შესაფერისი ფასის გადამხდელი მსურველები.

ლუკაკუს გამოსყიდვა კიდევ ერთ იტალიურ გრანდს სურს, მისთვის ბრძოლას ტურინის "იუვენტუსი" გეგმავდა თუმცა "ინტერის" მსგავსად მათაც არ მოეწონათ "იუნაიტედის" მიერ რომელუ ლუკაკუზე დადებული სატრანსფერო თანხა.

როგორც Sky Sports-ი იუწყება, "ინტერმა" გადაიფიქრა რომელუ ლუკაკუს არენდის წესით გადაბირება რომელიც გულისხმობდა ფეხბურთელში 60 მილიონი ევროს გადახდას + ბონუსების სისტემით, მათ ასევე სურთ რომ რაც შეიძლება მალე იპოვონ გამოსავალი რადგან ლუკაკუს ყიდვის შემთხვევაში დრო "იუნაიტედსაც" სჭირდება მისი შემცვლელის მოსაყვანად. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა სამ კვირაში იხურება, ლუკაკუს ტრანსფერი იტალიელებისთვის კი ყოველდრიურად მძიმედ შესასრულებელი ხდება.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
18 ივლისი 2019 15:43
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
თავდამსხმელის ყიდვა უნდათ და ფულის გადახდა არა, როგორი ხელმომჭირნე ტიპები არიან და სათავისოდ ჭკვიანები, გაიკრან ჯიბეზე ხელი და იყიდონ თუ უნდათ თუ არადა დააყენონ იკარდი და იარონ იკარდის ცოლის ხუშტურებზე.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
18 ივლისი 2019 16:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იტალიური ფეხბურთი ვერ აყვა თანამედროვე სატრანსფერო ტენდენციებს, გასაგებია რო ძაან არაადეკვატური და გაბერილი ფასები ტრიალებს მარა ყველა წამყვანი ჩემპიონატების გუნდები იხდიან მაინც ამ არარეალურ ფასებს.
იტალიელებს გონიათ ისევ 2010 წელია wink
0
№3
ავტორი: Lev
18 ივლისი 2019 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
რავი ჩინელი მილიარდელი თუ ეგეთი ღარიბი იყო რო ლუკაკუს დონის ფეხბურთელს ვერ იყიდდა ამხელა გუნდი რას ვიფიქრებდი? მაგრამ მე უფრო სიძუნწის ბრალი მგონია.
რაც შეეხება იკარდის, ადამიანურად მეცოდება ყველა ბო//ზი ცოლის ჭკუაზე მოსიარულე კაცი. ასი პროცენტით ვიცი რომ რომ არა მაგის ცოლი, ძაან დიდ წარმატებებს მიაღწევდა ფეხბურთში და გრანდიდან გრანდში ტიტულებით ივლიდა მაგრამ რა ქნას, აყვა ბო//ანდარა ვანდას, ჯერ სად არი, არათუ არავის უნდა მაგის ყიდვა, ვერავინ ვერ რისკავს. იმიტომ რო ცოლის ჭკუაზე მოსიარულე ტრიაპკა აღმოჩნდა და დაინგრევს კარიერას და ბოლოს დაამთავრებს სადღაც ჭ კლასის გუნდში და ვანდაც მიაგდებს როცა იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: shotkin
18 ივლისი 2019 16:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სათაურზე ბევრი ვიცინე :დდდდდდდდდდდდდდდდდდდ
0
№5
ავტორი: Svanchester
18 ივლისი 2019 16:33
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: shotkin
სათაურზე ბევრი ვიცინე :დდდდდდდდდდდდდდდდდდდ

ვეცადე იტალიელებისთვის შესაფერისი სათაური მომეძებნა :))) ირონიაშეპარული სათაურია, იცანი ხო? ))
2
№6
ავტორი: datasta25
18 ივლისი 2019 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ინტერზე დაჯმა ძაან მიხარია და მაგათი წვალებაც ძაან მიხარია, აწი უკვე რომც გაყიდონ მაინც ნასიამოვნები ვარ მაგათი ტანჯვით :დდ
0
№7
ავტორი: shotkin
18 ივლისი 2019 16:51
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Svani
ციტატა: shotkin
სათაურზე ბევრი ვიცინე :დდდდდდდდდდდდდდდდდდდ

ვეცადე იტალიელებისთვის შესაფერისი სათაური მომეძებნა :))) ირონიაშეპარული სათაურია, იცანი ხო? ))

კაი იყო :დ
0
№8
ავტორი: ikeoni
18 ივლისი 2019 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
იმედია დარჩება
0
№9
ავტორი: PaLoMo
18 ივლისი 2019 20:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Svani
თავდამსხმელის ყიდვა უნდათ და ფულის გადახდა არა, როგორი ხელმომჭირნე ტიპები არიან და სათავისოდ ჭკვიანები, გაიკრან ჯიბეზე ხელი და იყიდონ თუ უნდათ თუ არადა დააყენონ იკარდი და იარონ იკარდის ცოლის ხუშტურებზე.

ჩემი მეზობელივითაა.ტიპს იაფად უნდა შენგან რამის დათრევა და მას ძვირად უნდა,რომ გაასაღოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: Svanchester
18 ივლისი 2019 20:57
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svani
თავდამსხმელის ყიდვა უნდათ და ფულის გადახდა არა, როგორი ხელმომჭირნე ტიპები არიან და სათავისოდ ჭკვიანები, გაიკრან ჯიბეზე ხელი და იყიდონ თუ უნდათ თუ არადა დააყენონ იკარდი და იარონ იკარდის ცოლის ხუშტურებზე.

ჩემი მეზობელივითაა.ტიპს იაფად უნდა შენგან რამის დათრევა და მას ძვირად უნდა,რომ გაასაღოს

:)))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top