თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2019, 15:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1800,
კომენტარები: 11
Sky: "ინტერს" ლუკაკუს შესაძენად ფული არ აქვს
იტალიელები "იუნაიტედის" ფეხბურთელზე უარს იტყვიან.
Sky:
მილანის "ინტერი" არ არის დარწმუნებული, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ბელგიელი შემტევის რომელუ ლუკაკუს გამოსყიდვას შეძლებს, "წიტელი ეშმაკები" ფეხბურთელის სანაცვლოდ არანაკლებ 79 მილიონ ფუნტ-სტერლინგს ითხოვენ და ბლოკავენ ყველა წინადადებას რომელიც "ნერაძური" მათ სთავაზობს. ინგლისელებს შეთავაზებული ფასები არ მოსწონთ.

"ინტერი" გამოსავალს საკუთარი ფეხბურთელის გაყიდვაში ხედავს. საქმე ეხება მაურო იკარდის რომელიც გუნდს წინასასეზონო ტურნეზე არ გაყოლია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათ არგენტინელის თაობაზე ჯერ კიდევ არცერთი წინადადება არ მიუღიათ. კონტეს გუნდი კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელს აყენებს ტრანსფეზე, ჟოაო მარიო, რაჯა ნაინგოლანი და ენრიკე დალბერტი - თუმცა იკარდის მსგავსად არც ზემოჩამოთვლილ ფეხბურთელებს ჰყავთ შესაფერისი ფასის გადამხდელი მსურველები.

ლუკაკუს გამოსყიდვა კიდევ ერთ იტალიურ გრანდს სურს, მისთვის ბრძოლას ტურინის "იუვენტუსი" გეგმავდა თუმცა "ინტერის" მსგავსად მათაც არ მოეწონათ "იუნაიტედის" მიერ რომელუ ლუკაკუზე დადებული სატრანსფერო თანხა.

როგორც Sky Sports-ი იუწყება, "ინტერმა" გადაიფიქრა რომელუ ლუკაკუს არენდის წესით გადაბირება რომელიც გულისხმობდა ფეხბურთელში 60 მილიონი ევროს გადახდას + ბონუსების სისტემით, მათ ასევე სურთ რომ რაც შეიძლება მალე იპოვონ გამოსავალი რადგან ლუკაკუს ყიდვის შემთხვევაში დრო "იუნაიტედსაც" სჭირდება მისი შემცვლელის მოსაყვანად. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა სამ კვირაში იხურება, ლუკაკუს ტრანსფერი იტალიელებისთვის კი ყოველდრიურად მძიმედ შესასრულებელი ხდება.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: The Special One
18 ივლისი 2019 22:33
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
პერისიშს არ გვატანდნენ 60 ში და ამათ ლუკაკუ უნდათ მაგ ფასში ;დდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top