თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2013, 21:56
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2796,
კომენტარები: 19
"წითლებმა" "რეინჯერებსაც" მოუგეს - ჯერი "სიტიზეა"
"იუნაიტედმა" მორიგი გამარჯვება პრემიერ ლიგის აუტსაიდერთან მოიპოვა და "სიტის" 15 ქულით გადაუსწრო!
პრემიერ ლიგის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 27-ე ტურში "ქუინზ პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ.
მატჩში ანგარიში ბრაზილიელმა რაფაელმა ულამაზესი გოლით 23-ე წუთზე გახსნა. საჯარიმოს გარედან მოჭრილად დარტყმულ ბურთზე ჟულიო სეზარმა რეაგირება ვერ მოახდინა. შეხვედრის მეორე გოლი ვეტერანი რაიან გიგზის ანგარიშზეა - ნანის ზუსტი პასის შედეგად რაიანმა მახვილი პოზიციიდან მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა და 80-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მანჩესტერელი გულშემატკივრისთვის მატჩის ერთადერთი უარყოფითი ფაქტი რობინ ვან პერსის ტრავმაა. პირველი გოლის გატანის მომენტში ჰოლანდიელმა თავი ვერ შეიკავა და კამერას შეეჯახა. რამდენიმე წუთიანი კოჭლობის შემდეგ ის 41-ე წუთზე უელბეკმა შეცვალა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა.
"რობინმა ბარძაყი იტკინა, ის ერთ-ერთ მომენტში კამერას შეეჯახა. ტრავმის სერიოზულობა ხვალ შეფასდება." - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფერგიუსონმა.
შოტლანდიელმა "რედინგთან" მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში 7 ცვლილება განახორციელა. სერ ალექსის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე დღეს არავინ ელოდა მოედანზე უეინ რუნის გამოჩენას. ინგლისელმა 61-ე წუთზე ერნანდესი შეცვალა და შეხვედრის დასრულებამდე რამოდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა.
მომენტები ჰქონდა ჩიჩარიტოსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ დანი უელბეკზე. ხავიერის შანსებიდან გამორჩეული იანგის პასის შედეგად დარტყმული თავური იყო. ურთულესი პოზიციიდან გაგზავნილი ბურთი ჟულიომ კუთხურზე მოიგერია. მოგვიანებით სულ ცოტა დააკლდა ნანის ჩაწოდებულის შედეგად ბურთის მეტოქის კარისკენ გასაგზავნად.
რაც შეეხება უელბეკს, მატჩის მეორე ნახევარში საჯარიმოში ორი შანსიდან ვერცერთი გამოიყენა, მას ორჯერ შეეძლო ჟულიო სეზარის კარისკენ ბურთის უპრობლემოდ გაგზავნა.
რაფაელთან ერთად შეხვედრის მეორე გმირმა, 39 წლის ვეტერანმა რაიან გიგზმა პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში უკვე მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი. გატანილი ბურთის შემდეგ, უელსელმა მალევე მორიგი სანახაობრივი გულშემატკივარი გვიჩვენა - საჯარიმოს ხაზიდან "პარაშუტის სტილში" დარტყმული ხარიხამ იხსნა. გამოვარდნილი ბურთი ნანიმ ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
პირველი გოლის შემდეგ ლონდონელები ოდნავ გააქტიურდნენ, ბურთს დაეუფლნენ მაგრამ რეალური საგოლე მომენტები მეორე ტაიმამდე ვერ შექმნეს.
დე ხეას მატჩში ჩართვა ერთადერთხელ, 64-ე წუთზე ლოის რემის უძლიერესი დარტყმულის შედეგად მოუწია. მშვენიერი სეივის შედეგად მოგერიებული ბურთი კუთხურზე გადავიდა.
მიუხედავად გაკეთებული საგოლე გადაცემისა, უნდა აღინიშნოს ნანის პასიურობა. "რედინგთან" ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ გულშემატკივარი და ალბათ მწვრთნელიც, მისგან დღეს ბევრად მეტს მოელოდა.
კარგი და უშეცდომო თამაში აჩვენა "წითლების" დაცვამაც, ფერდინანდი-ვიდიჩის წყვილმა მეტოქეს ტრადიციულად რამდენიმე კარგი მომენტი ჩაუშალეს. "რეინჯერების" შეტევებისას აქტიურო არ ყოფილა ევრას ფლანგი და ფრანგსაც შესაბამისად ნაკლები გარჯა მოუწია. ძნელად შესაფასებელია ულამაზესი გოლის ავტორი რაფაელი. ბრაზილიელი თავს მოვალეობებს დაცვაშიც ართმევდა შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა.
მოპოვებული მორიგი სამი ქულის შედეგად "წითლებმა" თანაქალაქელებს, რომლებიც ხვალ საკუთარ სტადიონზე "ჩელსის" უმასპინძლებენ, 15 ქულით გადაუსწრეს. "იუნაიტედი" მომდევნო შეხვედრას 2 მარტს, "ოლდ ტრაფორდზე" "ნორვიჩთან" გამართავს.

"წითლებმა" "რეინჯერებსაც" მოუგეს - ჯერი "სიტიზეა"

დარჩენილი თამაშები პრემიერ ლიგაში

იუნაიტედი: ნორვიჩი (გასვლა), ვესთ ჰემი (სახლში), რედინგი (სახლში), სანდერლენდი (გასვლა), სიტი (სახლში), სტოკი (გასვლა), ასტონ ვილა (სახლში), არსენალი (გასვლა), ჩელსი (სახლში), სუონსი (სახლში), ვესთ ბრომვიჩი (გასვლა)

სიტი: ჩელსი (სახლში), ასტონ ვილა (გასვლა), უიგანი (სახლში), ევერტონი (გასვლა), ნიუკასლი (სახლში), იუნაიტედი (გასვლა), ვესთ ბრომვიჩი (სახლში), ტოტენჰემი (გასვლა), ვესთ ჰემი (სახლში), სუონსი (გასვლა), რედინგი (გასვლა), ნორვიჩი (სახლში)
სტატიები
19 კომენტარი
№1
ავტორი: don_vini
23 თებერვალი 2013 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
კიდევ ერთი ნაბიჯი მე-20 ე ტიტულისთვის.და კიდევ ერთი შედევრი რაფაელის შესრულებით.გიგზი ისევ აოცებს მსოფლიოსს.39 წლსი ასაკში ამდნეი გააკეთო ეს ენით აღუცწერელიაა.დაცვაა მოწოდების სიმაღლეზე იყო.იმედია პერის არაფერი სერიოზული არ ექნებაააა და რეალთან იქნება ძირითად შემადგენლობაში.მთლიანობაში კარიგ იყო.რაც მთავარიაა +15 ქულაა :)))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№2
ავტორი: love united
23 თებერვალი 2013 22:15
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ადვილად მოვიგეთ,რასაც არ ველოდი...
0
№3
ავტორი: VaRdo
23 თებერვალი 2013 22:20
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
სიტიში დიდი გამყინვარება სუფევს. ტემპერატურა მინუს 15 გრადუს აღწევს უკვე ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: GENIUS
23 თებერვალი 2013 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
საღოლ ბიჭები წელს ის შეცდომები არ უნდა გავიმაოროთ რაც წინა წელს და მთავარია წელს სიტის პირწმინდად მოვუგოთ სახლში
0
№5
ავტორი: RVP (20)
23 თებერვალი 2013 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
საღოლ ძალიან კარგი თამაში იყო, რაფა და ნანი განსაკუთრებით კარგები იყვნენ love ეგრე უნდაა გააგრძელოთ არცერთი თამაში არ უნდა წააგოთ am GGMU!
0
№6
ავტორი: don_vini
23 თებერვალი 2013 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
VaRdo,
მარტო სიტისთვის მოდის ზამთარი wink ( პატარა ანანოო დავით ) wink wink wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№7
ავტორი: Amerigo
23 თებერვალი 2013 22:43
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კაია სიტი წააგებს გული მიგრძნობს
0
№8
ავტორი: Malboro463
23 თებერვალი 2013 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ჩელსიმ მინდა რო წაგოს
0
№9
ავტორი: Amerigo
23 თებერვალი 2013 22:55
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Middlesbro,
არა ფრეა კაი
0
№10
ავტორი: VaRdo
23 თებერვალი 2013 23:07
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: don_vini
( პატარა ანანოო დავით )


ხოო თან მიწაში უფრო ცივა ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top