თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2013, 21:56
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2802,
კომენტარები: 19
"წითლებმა" "რეინჯერებსაც" მოუგეს - ჯერი "სიტიზეა"
"იუნაიტედმა" მორიგი გამარჯვება პრემიერ ლიგის აუტსაიდერთან მოიპოვა და "სიტის" 15 ქულით გადაუსწრო!
პრემიერ ლიგის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 27-ე ტურში "ქუინზ პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ.
მატჩში ანგარიში ბრაზილიელმა რაფაელმა ულამაზესი გოლით 23-ე წუთზე გახსნა. საჯარიმოს გარედან მოჭრილად დარტყმულ ბურთზე ჟულიო სეზარმა რეაგირება ვერ მოახდინა. შეხვედრის მეორე გოლი ვეტერანი რაიან გიგზის ანგარიშზეა - ნანის ზუსტი პასის შედეგად რაიანმა მახვილი პოზიციიდან მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა და 80-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მანჩესტერელი გულშემატკივრისთვის მატჩის ერთადერთი უარყოფითი ფაქტი რობინ ვან პერსის ტრავმაა. პირველი გოლის გატანის მომენტში ჰოლანდიელმა თავი ვერ შეიკავა და კამერას შეეჯახა. რამდენიმე წუთიანი კოჭლობის შემდეგ ის 41-ე წუთზე უელბეკმა შეცვალა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა.
"რობინმა ბარძაყი იტკინა, ის ერთ-ერთ მომენტში კამერას შეეჯახა. ტრავმის სერიოზულობა ხვალ შეფასდება." - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფერგიუსონმა.
შოტლანდიელმა "რედინგთან" მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში 7 ცვლილება განახორციელა. სერ ალექსის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე დღეს არავინ ელოდა მოედანზე უეინ რუნის გამოჩენას. ინგლისელმა 61-ე წუთზე ერნანდესი შეცვალა და შეხვედრის დასრულებამდე რამოდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა.
მომენტები ჰქონდა ჩიჩარიტოსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ დანი უელბეკზე. ხავიერის შანსებიდან გამორჩეული იანგის პასის შედეგად დარტყმული თავური იყო. ურთულესი პოზიციიდან გაგზავნილი ბურთი ჟულიომ კუთხურზე მოიგერია. მოგვიანებით სულ ცოტა დააკლდა ნანის ჩაწოდებულის შედეგად ბურთის მეტოქის კარისკენ გასაგზავნად.
რაც შეეხება უელბეკს, მატჩის მეორე ნახევარში საჯარიმოში ორი შანსიდან ვერცერთი გამოიყენა, მას ორჯერ შეეძლო ჟულიო სეზარის კარისკენ ბურთის უპრობლემოდ გაგზავნა.
რაფაელთან ერთად შეხვედრის მეორე გმირმა, 39 წლის ვეტერანმა რაიან გიგზმა პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში უკვე მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი. გატანილი ბურთის შემდეგ, უელსელმა მალევე მორიგი სანახაობრივი გულშემატკივარი გვიჩვენა - საჯარიმოს ხაზიდან "პარაშუტის სტილში" დარტყმული ხარიხამ იხსნა. გამოვარდნილი ბურთი ნანიმ ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
პირველი გოლის შემდეგ ლონდონელები ოდნავ გააქტიურდნენ, ბურთს დაეუფლნენ მაგრამ რეალური საგოლე მომენტები მეორე ტაიმამდე ვერ შექმნეს.
დე ხეას მატჩში ჩართვა ერთადერთხელ, 64-ე წუთზე ლოის რემის უძლიერესი დარტყმულის შედეგად მოუწია. მშვენიერი სეივის შედეგად მოგერიებული ბურთი კუთხურზე გადავიდა.
მიუხედავად გაკეთებული საგოლე გადაცემისა, უნდა აღინიშნოს ნანის პასიურობა. "რედინგთან" ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ გულშემატკივარი და ალბათ მწვრთნელიც, მისგან დღეს ბევრად მეტს მოელოდა.
კარგი და უშეცდომო თამაში აჩვენა "წითლების" დაცვამაც, ფერდინანდი-ვიდიჩის წყვილმა მეტოქეს ტრადიციულად რამდენიმე კარგი მომენტი ჩაუშალეს. "რეინჯერების" შეტევებისას აქტიურო არ ყოფილა ევრას ფლანგი და ფრანგსაც შესაბამისად ნაკლები გარჯა მოუწია. ძნელად შესაფასებელია ულამაზესი გოლის ავტორი რაფაელი. ბრაზილიელი თავს მოვალეობებს დაცვაშიც ართმევდა შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა.
მოპოვებული მორიგი სამი ქულის შედეგად "წითლებმა" თანაქალაქელებს, რომლებიც ხვალ საკუთარ სტადიონზე "ჩელსის" უმასპინძლებენ, 15 ქულით გადაუსწრეს. "იუნაიტედი" მომდევნო შეხვედრას 2 მარტს, "ოლდ ტრაფორდზე" "ნორვიჩთან" გამართავს.

"წითლებმა" "რეინჯერებსაც" მოუგეს - ჯერი "სიტიზეა"

დარჩენილი თამაშები პრემიერ ლიგაში

იუნაიტედი: ნორვიჩი (გასვლა), ვესთ ჰემი (სახლში), რედინგი (სახლში), სანდერლენდი (გასვლა), სიტი (სახლში), სტოკი (გასვლა), ასტონ ვილა (სახლში), არსენალი (გასვლა), ჩელსი (სახლში), სუონსი (სახლში), ვესთ ბრომვიჩი (გასვლა)

სიტი: ჩელსი (სახლში), ასტონ ვილა (გასვლა), უიგანი (სახლში), ევერტონი (გასვლა), ნიუკასლი (სახლში), იუნაიტედი (გასვლა), ვესთ ბრომვიჩი (სახლში), ტოტენჰემი (გასვლა), ვესთ ჰემი (სახლში), სუონსი (გასვლა), რედინგი (გასვლა), ნორვიჩი (სახლში)
სტატიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: don_vini
23 თებერვალი 2013 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
VaRdo,
wink wink xoo da iyinebaaaaa .patara anano emartebaa :D:D:D:D:D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№12
ავტორი: buka oboladze
23 თებერვალი 2013 23:24
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
100 გოლიან ბარიერს არამგონია ავცდეთ, მაგრამ მთავარი ტიტულია love
0
№13
ავტორი: ლადო
24 თებერვალი 2013 10:02
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია სიტი დამარცხდებაა ჩელსისთან
0
№14
ავტორი: dachi_mu
24 თებერვალი 2013 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
კარგი მიმოხილვაა ავტორ,უბრალოდ არ ვეთანხმები რო ნანისგან მეტს ველოდითო,მველი პირველი ტაიმი უკან იყო ჩამოწეული და დაცვას ეხმარებოდა,მაგრამ მიუხედავად ამისა რამდენიმე ბრწყინვალე პასი გაჭრა,მარტო გიგზს რო ჩაუტეხა პასი მეორე გოლის დროს ეგ რად ღირს.:)
0
№15
ავტორი: UTD-Rule
24 თებერვალი 2013 10:29
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ეხლა მშვიდად დაველოდები სიტი - ჩელსის თამაშსს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№16
ავტორი: Amerigo
24 თებერვალი 2013 13:54
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
UTD-Rule,
მეც
0
№17
ავტორი: VaRdo
24 თებერვალი 2013 15:58
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
dachi_mu,

მართალ იხარ. ნანიმ საუცხოო თამაში ჩაატარა იმის გათავალისწინებით, რომ გუნდზე ითამაშა და არაა საკუთარ თავზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№18
ავტორი: buka oboladze
24 თებერვალი 2013 21:50
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
VaRdo,
+1
0
№19
ავტორი: Degea1
27 თებერვალი 2013 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top