თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2019, 18:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1742,
კომენტარები: 15
"იუნაიტედმა" მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერისთვის თანხა გამოყო
იტალიელებს შეთავაზება არ მოეწონათ.
იტალიური "ლაციოს" სერბი ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ოლე გუნარ სოლსკიაერის ერთ ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა სერბი ფეხბურთელის შესაძენად ნორვეგიელ სპეციალისტს თანხაც გამოუყო. ედ ვუდვორდს სურს, რომ მილინკოვიჩ სავიჩმა "იუნაიტედის" მაისური 72 მილიონი ფუნტი-სტერლინგის სანაცვლოდ მოირგოს.

რომაული კლუბის წარმომადგენლებს ეს წინადადება არ მოსწონთ. მათ სურთ, რომ ნახევარმცველის გადასაბირებლად "იუნაიტედმა" არანაკლებ 90 მილიონი ფუნტი-სტერლინგი გადაიხადოს. იუწყება - Sky Italia.

თავად მილინკოვიჩი "ლაციოს" დატოვების წინააღმდეგი არ გახლავთ, თუმცა არც იმაზე გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ იტალიში მინიმუმ ერთი სეზონი დარჩეს.

მილინკოვიჩის ტრანსფერისთვის ასევე აქტიურად იბრძვის ტომას ტუხელის "პსჟ". გასულ სეზონში სავიჩმა "ლაციოს მაისურით 31 მატჩი ჩაატარა სერია ა-ში, საკუთარ აქტივს ფეხბურთელმა 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შემატა.
ჭორები
15 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
11 ივლისი 2019 18:19
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
კაი რაა რაამბავია მართლა უნამუსობაა
მერე გამოვლიან პოგბაში 150 რაამბავიაო angry
0
№2
ავტორი: Svanchester
11 ივლისი 2019 18:19
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
არმგონია, რომ პოგბამ "იუნაიტედი" დატოვოს. სოლსკიაერი დიდ როლს ითამაშებს ამ ყველაფერში და მინიმუმ ერთი სეზონი მაინც გაჩერდება სავარაუდოდ. გინდ უხასიათობაში დავადანაშაულოთ პოგბა და გინდ არაერთგულებაში მაგრამ მისი ყოფნა გუნდში მაინც საჭიროა. ამ რთულ დროს გუნდის დატოვება არანაირ ზნეობრივ საქციელში არ ჯდება, არ არის ხანში შესული იგროკი რომ ბევრს უწყვიტავდეს ერთი წელი, არც ის არუნდა გავაკეთოთ რომ ვეხვეწოთ, მაგრამ ეხლა ტოპ მოთამაშეები გუნდს ისე სჭირდება როგორც არასდროს, აი ცენტრში სავიჩის დამატება იქნება იდეალური თუ არა იდეალურთან ძაან მიახლოებული და 90 მილიონი თუ არა ცოტა მოუმატონ და დაიყოლიონ ლაციო 80- ზე მაინც.
1
№3
ავტორი: datasta25
11 ივლისი 2019 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მოდი ვაღიაროთ რო სავიჩი ბრუნოზე ერთი თავით მაღლა დგას და ისიც ვაღიაროთ რო პოგბა სავიჩის დუეტი ცენტრში მსოფლიო დონის ცენტრია ჩვეულებრივი
2
№4
ავტორი: Svanchester
11 ივლისი 2019 18:27
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: datasta25
მოდი ვაღიაროთ რო სავიჩი ბრუნოზე ერთი თავით მაღლა დგას და ისიც ვაღიაროთ რო პოგბა სავიჩის დუეტი ცენტრში მსოფლიო დონის ცენტრია ჩვეულებრივი

+1 გეთანხმები. მსოფლიო დონის ცენტრი გვეყოლება.
0
№5
ავტორი: PaLoMo
11 ივლისი 2019 18:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Svani
ციტატა: datasta25
მოდი ვაღიაროთ რო სავიჩი ბრუნოზე ერთი თავით მაღლა დგას და ისიც ვაღიაროთ რო პოგბა სავიჩის დუეტი ცენტრში მსოფლიო დონის ცენტრია ჩვეულებრივი

+1 გეთანხმები. მსოფლიო დონის ცენტრი გვეყოლება.

მაგრამ ბრუნოც მოიყვანონ ეგ ვაბშე მაგარი იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Svanchester
11 ივლისი 2019 18:45
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svani
ციტატა: datasta25
მოდი ვაღიაროთ რო სავიჩი ბრუნოზე ერთი თავით მაღლა დგას და ისიც ვაღიაროთ რო პოგბა სავიჩის დუეტი ცენტრში მსოფლიო დონის ცენტრია ჩვეულებრივი

+1 გეთანხმები. მსოფლიო დონის ცენტრი გვეყოლება.

მაგრამ ბრუნოც მოიყვანონ ეგ ვაბშე მაგარი იქნება.

ან ბრუნო ან სავიჩი, ერთ ერთი აუცილებლად უნდა მოიყვანონ, ცენტრში სიახლეები ჰაერივით გვჭირდება ისევე როგორც მარჯვენა ფლანგზე.
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივლისი 2019 18:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მე პირადად ბრუნო მირჩევნია სავიჩს და რა კომპონენტში, უფრო მობილური და მოძრავი ფეხბურთელია, შემქმნელია, მეპასეა, კარგი დარტყმა აქვს... სავიჩი ჩვეული სტილია, პოგბასნაირი, მარა უფრო დამდგარი და მძიმე ცენტრი, კარგი ფეხბურთელია მარა პოგბა თუ დარჩა, ჩემი აზრით ბრუნო უფრო საჭირო იქნება გუნდში, ველოდები ამდენი ხანია და არ დააღირსეს მოყვანა.
0
№8
ავტორი: ikeoni
11 ივლისი 2019 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Rogor minda amis mosvla
0
№9
ავტორი: 100%Red
11 ივლისი 2019 19:06
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ლუკაკუ მიდის მემგონიი no
ფორვარდზე საჩალიჩოა
0
№10
ავტორი: bziki
11 ივლისი 2019 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ბრუნოს ძალიან მაგრად აღემატება, ყველაფრით ჯობია მოქნილობითაც დარტყმითაც და ზოგადად თამაშის წაკითხვის უნარითაც.
არც ცენტრი დამძიმდება და არც ზედმეტად შემტევი იქნება, ერთი ტიპიური ჩამშლელი მოუნდება მაგალითად ევერტონის გაიე(ასაკში კია მარა 3-4 წელი მინიმუმ გაქაჩავს) .
ფრედი, მაკტომინეი სკამზე.
სავიჩი რო დაითრიონ არანაირი ბრუნო არაა საჭირო, პოგბაც დარჩება ალბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top