თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2019, 18:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1733,
კომენტარები: 15
"იუნაიტედმა" მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერისთვის თანხა გამოყო
იტალიელებს შეთავაზება არ მოეწონათ.
იტალიური "ლაციოს" სერბი ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ოლე გუნარ სოლსკიაერის ერთ ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა სერბი ფეხბურთელის შესაძენად ნორვეგიელ სპეციალისტს თანხაც გამოუყო. ედ ვუდვორდს სურს, რომ მილინკოვიჩ სავიჩმა "იუნაიტედის" მაისური 72 მილიონი ფუნტი-სტერლინგის სანაცვლოდ მოირგოს.

რომაული კლუბის წარმომადგენლებს ეს წინადადება არ მოსწონთ. მათ სურთ, რომ ნახევარმცველის გადასაბირებლად "იუნაიტედმა" არანაკლებ 90 მილიონი ფუნტი-სტერლინგი გადაიხადოს. იუწყება - Sky Italia.

თავად მილინკოვიჩი "ლაციოს" დატოვების წინააღმდეგი არ გახლავთ, თუმცა არც იმაზე გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ იტალიში მინიმუმ ერთი სეზონი დარჩეს.

მილინკოვიჩის ტრანსფერისთვის ასევე აქტიურად იბრძვის ტომას ტუხელის "პსჟ". გასულ სეზონში სავიჩმა "ლაციოს მაისურით 31 მატჩი ჩაატარა სერია ა-ში, საკუთარ აქტივს ფეხბურთელმა 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შემატა.
ჭორები
15 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
11 ივლისი 2019 19:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი ძაან მგონა რო არც ლუკაკუ არ წავა წელს და არც პოგბა პოგბა უფრო მგონია დაჟე რო დარჩება კიარადა დატოვებენ ალბათ ძალით და სწორიც იქნება კი, აი ცენტრალური ნახევარდაცვის გაძლიერება არის ამ ეტაპზე უმნისვნელობანესი, დაცვის ფლანგები უკვე გვყავს და საკმაოდ კარგიც მეკარეც მსვენიერია დაცვის ცენტრს რაც სეეხება მანდ მინიმუმ 5 ცენტრალური მცველი გვყავს და ევროპა ლიგის დონეზე და ინგლისში შიდა თასების დონეზე თავისუფლად გაქაჩავენ და თუ უნდათ შემდეგ წელს დაიმატონ ცენტრალური მცველი ოღონდ ეხლა გააძლიერონ ნახევარდაცვის ცენტრი , ალბათ სანჩესიც დარჩება და ისევ იმედი უნდა გვქონდეს რო ათამაშდება ფლანგზე და მეორე ფლანგზე რეშფორდის იმედად უნდა ვიყოთ არაფერს არ ვცივი წელს უკვე არც ცენტრალურ კაი მცველს და არც ნომინალურ ტიპიურ 7 იანს ფლანგზე ოღონდ ცენტრალური ნახევარდაცვა გააძლიერონ ერერა ისედაც წავიდა და უხასიათო პოგბა როგორ ითამაშებს კაცმა არიცის
0
№12
ავტორი: David_Beckham7
11 ივლისი 2019 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
2 ნახევარდმცველი გავუშვით ფელაინი და ჰერერა. კაი ფელაინი სკამის თუ იყო ჰერერა ძირითადის უდავოდ. ამიტომ სულ.მცირე ბრუნო მაიმც გვინდა. მე ლუკაკუც რო წავიდეს მირჩ3ვნია 2 ნახევარმცველი იყიდოს გუნდმა და მერე როცა ცენტრი მოძლოერდება პოგბას თამაშიც უკეთესი გახდება და ცენტრი რო სულ ჩავარდნილი იყო და ბირთი ვერ აგვქონდა შემტ3ვებამდე ბებრად ეფექტურები იქნებიან
0
№13
ავტორი: LASHQARA
11 ივლისი 2019 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ძალიან მაგარია სერბი, სერიოზული ძალა იქნება, ერთი ეს მანახა წითელ მაისურში love am
0
№14
ავტორი: giorgi_mg
12 ივლისი 2019 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მაგრად გაასწორებს ამია მოსვლა, ბრუნოზე საერთოდ არაფერი იწერება ალბათ ფასზე ვერ შეთანხმდნენსა იქნებ ჭირი მარგელი დაგვემართოს და ეს მოვიდეს.
ზემოთ დაიწერა მცველი არ გვინდა 2 ნახევარმცველი ჯობიაო და მეც მანდ ვარ ოღონდ ერთი სავიჩი და ერთი კარგი 10იანი მაგალითად გრიზმანი
0
№15
12 ივლისი 2019 14:36
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ბრუნო და სავიჩი ორივე ერთად ^^ ერთ-ერთი მაინც მოიყვანონ, თორემ ყველაფერი იქითკენ მიდის მხოლოდ ჯეიმსი და ბისაკა შეგვრჩება :((((
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top