თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2019, 23:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2436,
კომენტარები: 17
პერიშიჩი "ინტერის" ხარჯების შემცირების ფუნქციის შესასრულებლად ემზადება
ხორვატი ფეხბურთელი ტრანსფერში საკუთარ ჩართვას დათანხმდა.
პერიშიჩი
მილანის "ინტერის" ვინგერი ივან პერიშიც მზად არის, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" რომელუ ლუკაკუს "ინტერში" გადასვლას საკუთარი მონაწილეობით შეუწყოს ხელი.

როგორც ცნობილია, ბელგიელ ფორვარდს "იუნაიტედის" დატოვება და სერია A-ს გრანდში გადასვლა აქვს გადაწყვეტილი, რისი წინააღმდეგიც არ არის კლუბის ხელმძღვანელობა მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ განაცხადა მილანელთა ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან მუშაობის სურვილის შესახებ.

თუმცა ტრანსფერის განხორციელებას ის უშლის ხელს, რომ "წითელი ეშმაკები" ლუკაკუში 75 მლნ. ფუნტს ითხოვენ, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვს "ინტერს" ფინანსური ფეირ-პლეის წესებიდან გამომდინარე.

სწორედ ამიტომ გეგმავს "სან სიროს" მკვიდრი გუნდი რამდენიმე ფეხბურთელთან განშორებას და მათი საშუალებით კლუბში სახსრების მოძიებას, რათა კონტემ სასურველ მიზანს ამჯერად მაინც მიაღწიოს 2017 წლისგან განსხვავებით და ლუკაკუ თავის გუნდში გადაიბიროს.

მაგრამ "ინტერში" განიხილავენ სხვა ვარიანტსაც, რაც ტრანსფერში პერიშიჩის ჩართვას გულისხმობს, რისი წინააღმდეგიც არ არის თავად ფეხბურთელი.

თავის დროზე "იუნაიტედში" ივანის გადაყვანა ყოფილ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სურდა, მაგრამ მაშინ ინგლისური და იტალიური კლუბი ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ და ხორვატმა კლუბი არ შეიცვალა.

ამჯერად კი მას ძალიან სურს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა და ამისთვის "ინტერს" ლუკაკუს შეძენაში დახმარებას სთავაზობს, რაც "ინტერის" ფინანსურ უსუსურობას გადაფარავს და კლუბს არც ფეირ-პლეის დარღვევა მოუხდება.

მაგრამ ხორვატი ფეხბურთელი უკვე 30 წლის გახლავთ, ოლე გუნარ სოლსკიაერს კი ახალგაზრდების შეძენის გეზი აქვს აღებული, ამიტომ რამდენად საინტერესო იქნება "იუნაიტედისთვის" ეს წინადადება, საეჭვოა.

წყარო: gazzeta dello sport
ახალი ამბები, ჭორები
17 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
30 ივნისი 2019 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
იდი ნა ხ უით, იმედია ძაან აწვალებენ და ბოლოს მაინც არ გაუშვებენ 80 მილიონზე ნაკლებად, როგორც პერიშიჩზე გვაწვალეს ჩვენ :))
0
№2
ავტორი: Chaqucha
30 ივნისი 2019 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
შეგვეშვან რა ეს ჩემის ტრამპაცუმპებიი.ლუკენცო ამას ჯობია ასი თავით იმედია არ წავააა..ადმინებს კიდე ძაან დიდი მადლობას ვუხდი ასეთი აქტიურობისთვის ...გულს უხაარია ამდენი სიაახლების მახვა
3
№3
ავტორი: mishiko1
30 ივნისი 2019 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
პერიშიჩი ვის ტა ფეხებად უნდს, 85 მილიონი დადონ და ლუკაკუ მშვიდობაში მოიხმარონ.
0
№4
ავტორი: PaLoMo
1 ივლისი 2019 01:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
უფ ჭორი კაცო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: vale222
1 ივლისი 2019 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
Perishichi da 50milioni cudi ar iqneba

Gamocdili pexburtelebic gvchirdba
0
№6
ავტორი: Malboro463
1 ივლისი 2019 06:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ეს საჩუქრადაც არ უნდა მიღონ.
ინტერიც ხვდება რო პერიშიჩებით ერთ ადგილს ტკეპნის და წინ ვერ მიდიან
ამის ტრანსფერით გაძლიერებული გრანდის დე დად შევ,,,,ი
0
№7
ავტორი: bziki
1 ივლისი 2019 08:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
თვითონ უნდა წასვლა კონტრაქტსაც არ ახანგრძლივებს, მაგიტოა ეხლა ინტერიც მოშორებაზე, ესეც ბეილივით შეეტენათ, 22-25 მილიონად თუ გაყიდიან
0
№8
ავტორი: ikeoni
1 ივლისი 2019 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ნაცენზურა რაა
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
1 ივლისი 2019 12:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როცა უნდა გამოეშვათ მაშინ არ იკადრეს და
0
№10
ავტორი: vale222
1 ივლისი 2019 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
Zamenistvis kaia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top