თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2019, 23:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2435,
კომენტარები: 17
პერიშიჩი "ინტერის" ხარჯების შემცირების ფუნქციის შესასრულებლად ემზადება
ხორვატი ფეხბურთელი ტრანსფერში საკუთარ ჩართვას დათანხმდა.
პერიშიჩი
მილანის "ინტერის" ვინგერი ივან პერიშიც მზად არის, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" რომელუ ლუკაკუს "ინტერში" გადასვლას საკუთარი მონაწილეობით შეუწყოს ხელი.

როგორც ცნობილია, ბელგიელ ფორვარდს "იუნაიტედის" დატოვება და სერია A-ს გრანდში გადასვლა აქვს გადაწყვეტილი, რისი წინააღმდეგიც არ არის კლუბის ხელმძღვანელობა მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ განაცხადა მილანელთა ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან მუშაობის სურვილის შესახებ.

თუმცა ტრანსფერის განხორციელებას ის უშლის ხელს, რომ "წითელი ეშმაკები" ლუკაკუში 75 მლნ. ფუნტს ითხოვენ, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვს "ინტერს" ფინანსური ფეირ-პლეის წესებიდან გამომდინარე.

სწორედ ამიტომ გეგმავს "სან სიროს" მკვიდრი გუნდი რამდენიმე ფეხბურთელთან განშორებას და მათი საშუალებით კლუბში სახსრების მოძიებას, რათა კონტემ სასურველ მიზანს ამჯერად მაინც მიაღწიოს 2017 წლისგან განსხვავებით და ლუკაკუ თავის გუნდში გადაიბიროს.

მაგრამ "ინტერში" განიხილავენ სხვა ვარიანტსაც, რაც ტრანსფერში პერიშიჩის ჩართვას გულისხმობს, რისი წინააღმდეგიც არ არის თავად ფეხბურთელი.

თავის დროზე "იუნაიტედში" ივანის გადაყვანა ყოფილ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სურდა, მაგრამ მაშინ ინგლისური და იტალიური კლუბი ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ და ხორვატმა კლუბი არ შეიცვალა.

ამჯერად კი მას ძალიან სურს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა და ამისთვის "ინტერს" ლუკაკუს შეძენაში დახმარებას სთავაზობს, რაც "ინტერის" ფინანსურ უსუსურობას გადაფარავს და კლუბს არც ფეირ-პლეის დარღვევა მოუხდება.

მაგრამ ხორვატი ფეხბურთელი უკვე 30 წლის გახლავთ, ოლე გუნარ სოლსკიაერს კი ახალგაზრდების შეძენის გეზი აქვს აღებული, ამიტომ რამდენად საინტერესო იქნება "იუნაიტედისთვის" ეს წინადადება, საეჭვოა.

წყარო: gazzeta dello sport
ახალი ამბები, ჭორები
17 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
1 ივლისი 2019 15:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: vale222
Zamenistvis kaia

ღადაობ? ეს რად გვინდა მითხარი? ამის სკამზე ჯდომას ახალგაზრდამ დაიკაოს მისი ადგილი არ სჯობს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: ALEXFERGUSON
1 ივლისი 2019 15:58
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
რაშფორდმა ახალ კონტაქტს მოაწერა ხელი. კვირაში 300000. ვინმემ იცის რა დამსახურებისთვის?
0
№13
ავტორი: bero123
1 ივლისი 2019 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
kai gadaobt razemogwont es? trakshi gairchon tavisi perishichi inters agarafersbi unda da chven rasvi gvinda
0
№14
ავტორი: shotkin
1 ივლისი 2019 16:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ტიპი 30 წლისაა და 31 წლის ხდება კარგით რა :) დიდი ალბათობით მაგრა კიდია მანჩესტერს იმედია ეს და ჭორიცაა
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
1 ივლისი 2019 16:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: ALEXFERGUSON
რაშფორდმა ახალ კონტაქტს მოაწერა ხელი. კვირაში 300000. ვინმემ იცის რა დამსახურებისთვის?

თუ მართალია ეგ ინფო,ძალიანაც მიუქარავს გუნდს.130 იყო მაქსიმუმი რაც უნდა მიეცათ.რა გააკეთა იმის ფასი რო თვეში მილიონს იღებდეს არ ვიცი.ორი კაცი გვყავს რომელიც ტყუილად იღებს ამხელა ხელფასს და მერე დეხეას ეწუწუნებიან გაგიჟდები კაცი
0
№16
ავტორი: PaLoMo
1 ივლისი 2019 18:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ALEXFERGUSON
რაშფორდმა ახალ კონტაქტს მოაწერა ხელი. კვირაში 300000. ვინმემ იცის რა დამსახურებისთვის?

თუ მართალია ეგ ინფო,ძალიანაც მიუქარავს გუნდს.130 იყო მაქსიმუმი რაც უნდა მიეცათ.რა გააკეთა იმის ფასი რო თვეში მილიონს იღებდეს არ ვიცი.ორი კაცი გვყავს რომელიც ტყუილად იღებს ამხელა ხელფასს და მერე დეხეას ეწუწუნებიან გაგიჟდები კაცი

ეს იმის ბრალია ყოველ სეზონზე რო იწერებოდა მოუმატეს რეასფორდს ხელფასიო.ტიპი რო გამოჩნდა კვირაში 1500 ფუნტინქონდა მერე 10ჯერ გაუზარდეს მეტე 75,000მისცეს მერე 150,000 და ახლა 300,000იო ამათ შიგ ხომ პლაიერ?

იუვეში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა რაბიომ.მალე დე ლიხტს გაიფორმებენ და ჩვენ ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№17
ავტორი: Dato kutaisi
1 ივლისი 2019 19:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ALEXFERGUSON
რაშფორდმა ახალ კონტაქტს მოაწერა ხელი. კვირაში 300000. ვინმემ იცის რა დამსახურებისთვის?

თუ მართალია ეგ ინფო,ძალიანაც მიუქარავს გუნდს.130 იყო მაქსიმუმი რაც უნდა მიეცათ.რა გააკეთა იმის ფასი რო თვეში მილიონს იღებდეს არ ვიცი.ორი კაცი გვყავს რომელიც ტყუილად იღებს ამხელა ხელფასს და მერე დეხეას ეწუწუნებიან გაგიჟდები კაცი

ეს იმის ბრალია ყოველ სეზონზე რო იწერებოდა მოუმატეს რეასფორდს ხელფასიო.ტიპი რო გამოჩნდა კვირაში 1500 ფუნტინქონდა მერე 10ჯერ გაუზარდეს მეტე 75,000მისცეს მერე 150,000 და ახლა 300,000იო ამათ შიგ ხომ პლაიერ?

იუვეში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა რაბიომ.მალე დე ლიხტს გაიფორმებენ და ჩვენ ?

ჩვენ ზატო შევინარჩუნებთ დარმიანს.როხოს,იანგს.გადავუხდით მილიონებს რეშს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top