თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2019, 22:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3480,
კომენტარები: 13
"იუნაიტედმა" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
კლუბის მომდევნო შენაძენი თავდამსხმელი იქნება.
ესპანურ მედიაში იტყობინებიან, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველაფერი შეათანხმა "სევილიას" ვარსკვლავის, ვისამ ბენ იედერის ტრანსფერის თაობაზე.

ლუკაკუ მთელი გულით წასვლას ითხოვს და მისი აგენტი უკვე გაფრინდა იტალიაში სერია A-ს ერთ-ერთ გრანდთან, "ინტერთან" მოლაპარაკებების გასამართად.

"იუნაიტედმა" ბელგიელის შემცვლელად ბენ იედერი მოიაზრა და ესპანური გამოცემა La Colina de Nervion იუწყება, რომ პსჟ-სა და "ბარსელონას" მხრიდან მისადმი გამოჩენილი ინტერესის მიუხედავად, ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას ამჯობინებს.

28 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია თავდამსხმელია ლა ლიგის მცველებისთვის - ყველა ტურნირზე ჩატარებულ 51 მატჩში მან წინა სეზონში 30 გოლი გაიტანა.

სწორედ ამიტომ, თუ ლუკაკუ ზაფხულში კლუბს დატოვებს, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მას ფრანგით ჩაანაცვლებს და მისთვის გამოსასყიდ 36 მლნ. ფუნტს უყოყმანოდ გადაიხდის.

"ინტერის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ბელგიელი ფორვარდის შეძენა ჯერ კიდევ 2017 წელს "ჩელსიში" მუშაობისას სცადა, მაგრამ მაშინ "იუნაიტედთან" ბრძოლაში დამარცხდა.

ამჯერად კი "ინტერში" ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს და 26 წლის ფეხბურთელის მისაღებად ორ ვარსკვლავსაც განშორდება.

"ინტერს" ფინანსების მოძიება სჭირდება იმისათვის, რომ "იუნაიტედის" მიერ მოთხოვნილი 75 მლნ. ფუნტის გადახდა მოახერხოს, ამიტომ ჟოაო მარიოსა და დალბერტის გასხვისებას გეგმავს.

მაგრამ, როგორც მოსალოდნელია, "ინტერი" პირველ ფორმალურ შეთავაზებას მიმდინარე უქმე დღეებზე გააკეთებს და ეს მხოლოდ 9 მლნ. ფუნტის ოდენობით გაკეთებული საიჯარო შეთანხმება იქნება, რის შემდეგაც 2021 წელს მისი 53 მლნ. ფუნტად შეძენა შეეძლება.

თუმცა, იტალიელები შესანიშნავად აცნობიერებენ, რომ ამ წინადადებას "იუნაიტედი" მაშინვე უარყოფს, ვინაიდან "წითლებს" სრულყოფილი შეთანხმების მიღწევა სურთ.

წყარო: the sun
ახალი ამბები, ჭორები
13 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
30 ივნისი 2019 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ოღონდ ესარა და თუ გინდათ ჩიჩარიტო დააბრუნეთ
0
№2
ავტორი: vale222
30 ივნისი 2019 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
Obameangi jobia amas
0
№3
ავტორი: datasta25
30 ივნისი 2019 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
არ ვიცი ამ კაცის თამაში მარა კაიაო ამბობენ, ნუ რეშის შემცვლელად რო გამოდგება დარწმუნებული ვარ
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
30 ივნისი 2019 23:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: datasta25
არ ვიცი ამ კაცის თამაში მარა კაიაო ამბობენ, ნუ რეშის შემცვლელად რო გამოდგება დარწმუნებული ვარ

მაგის შემცვლელად ოღონდ 9ანზე ნებისმიერი წავა
0
№5
ავტორი: PaLoMo
30 ივნისი 2019 23:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ბიჭო ვერნერზე რატო არ ჩალიჩობენ მიივირს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: GIOMU
1 ივლისი 2019 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ცუდი არაა მაგრამ თუ შესაძლებელია ამას ისევ სხვა ვარიანტები ვნახოთ ჯობს. თუნდაც ობამეიანგი.
1
№7
ავტორი: vale222
1 ივლისი 2019 01:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ციტატა: GIOMU
ცუდი არაა მაგრამ თუ შესაძლებელია ამას ისევ სხვა ვარიანტები ვნახოთ ჯობს. თუნდაც ობამეიანგი.

Getanxmebi amas oba jobia
0
№8
ავტორი: bziki
1 ივლისი 2019 09:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ობამეიანგს მაგრა მირჩევნია, მარტო ფულის კეთებაზე მაინც არაა,ზოგადად არაა ცუდი ფორვარდი მუშა შემგდები საჯარიმოს კაცია სკამზეც დაჯდება.
0
№9
ავტორი: ikeoni
1 ივლისი 2019 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
არადა საერთოდ არაა სკამის კაცი იმენა მაგარი ბიჭია ძააან:))
1
№10
ავტორი: bero123
1 ივლისი 2019 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
am tipis tamashi erti orjer maq nanaxi da erterti chventan ro gamoisira tai isaa:D skamis kacma 50 tamashi tu 30 goli gaitana magari yofila dzmao ras erschit
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top