თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2019, 22:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3481,
კომენტარები: 13
"იუნაიტედმა" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
კლუბის მომდევნო შენაძენი თავდამსხმელი იქნება.
ესპანურ მედიაში იტყობინებიან, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველაფერი შეათანხმა "სევილიას" ვარსკვლავის, ვისამ ბენ იედერის ტრანსფერის თაობაზე.

ლუკაკუ მთელი გულით წასვლას ითხოვს და მისი აგენტი უკვე გაფრინდა იტალიაში სერია A-ს ერთ-ერთ გრანდთან, "ინტერთან" მოლაპარაკებების გასამართად.

"იუნაიტედმა" ბელგიელის შემცვლელად ბენ იედერი მოიაზრა და ესპანური გამოცემა La Colina de Nervion იუწყება, რომ პსჟ-სა და "ბარსელონას" მხრიდან მისადმი გამოჩენილი ინტერესის მიუხედავად, ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას ამჯობინებს.

28 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია თავდამსხმელია ლა ლიგის მცველებისთვის - ყველა ტურნირზე ჩატარებულ 51 მატჩში მან წინა სეზონში 30 გოლი გაიტანა.

სწორედ ამიტომ, თუ ლუკაკუ ზაფხულში კლუბს დატოვებს, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მას ფრანგით ჩაანაცვლებს და მისთვის გამოსასყიდ 36 მლნ. ფუნტს უყოყმანოდ გადაიხდის.

"ინტერის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ბელგიელი ფორვარდის შეძენა ჯერ კიდევ 2017 წელს "ჩელსიში" მუშაობისას სცადა, მაგრამ მაშინ "იუნაიტედთან" ბრძოლაში დამარცხდა.

ამჯერად კი "ინტერში" ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს და 26 წლის ფეხბურთელის მისაღებად ორ ვარსკვლავსაც განშორდება.

"ინტერს" ფინანსების მოძიება სჭირდება იმისათვის, რომ "იუნაიტედის" მიერ მოთხოვნილი 75 მლნ. ფუნტის გადახდა მოახერხოს, ამიტომ ჟოაო მარიოსა და დალბერტის გასხვისებას გეგმავს.

მაგრამ, როგორც მოსალოდნელია, "ინტერი" პირველ ფორმალურ შეთავაზებას მიმდინარე უქმე დღეებზე გააკეთებს და ეს მხოლოდ 9 მლნ. ფუნტის ოდენობით გაკეთებული საიჯარო შეთანხმება იქნება, რის შემდეგაც 2021 წელს მისი 53 მლნ. ფუნტად შეძენა შეეძლება.

თუმცა, იტალიელები შესანიშნავად აცნობიერებენ, რომ ამ წინადადებას "იუნაიტედი" მაშინვე უარყოფს, ვინაიდან "წითლებს" სრულყოფილი შეთანხმების მიღწევა სურთ.

წყარო: the sun
ახალი ამბები, ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
1 ივლისი 2019 12:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლუკაკუ თუ წავიდა ალბათ იყიდიან
0
№12
ავტორი: giorgi_mg
1 ივლისი 2019 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ლუკაკუ რომც არ წავიდეს მაინც მოსაყვანია ჩემი აზრით, ჯერ ერთი იმიტომ რომ წელს თუ არ წავიდა მომავალ წელს მაინც წავა და მეორე კონკურენციის გამო, მე რეშფორდის და მარსიალის ფორვარდობის არ მჯერა თქვენი არ ვიცი
0
№13
ავტორი: vale222
1 ივლისი 2019 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
Obameiangi jobia reshfords da marsials
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top