თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2019, 21:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2587,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" კიდევ სამ ტრანსფერს გეგმავს
კლუბი სულ ხუთ შენაძენს განახორციელებს.
"კრისტალ პალასიდან" აარონ ვან-ბისაკას გადაბირების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ სამი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

მომდევნო კვირაში წინასასეზონო ტურნეს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე "წითელ ეშმაკებმა" ორი ფეხბურთელი დაიმატეს. "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა რიგებს "სუონსიდან" ვინგერი დენიელ ჯეიმსი შეემატა 18 მლნ. ფუნტად, ხოლო "პალასიდან" ვან-ბისაკა 50 მლნ. ფუნტად.

მაგრამ "იუნაიტედი" ამაზე გაჩერებას არ აპირებს. როგორც გამოცემა Evening Standard-ი იტყობინება, პრემიერ ლიგის მეექვსე ადგილოსანი გუნდი "ნიუკასლის" 21 წლის ნახევარმცველის, შონ ლონგსტაფის შეძენაშიც დარწმუნებულია.

ასევე "ეშმაკები" "სპორტინგიდან" ბრუნუ ფერნანდეშის გადაბირების კარგ შანსს ფლობენ, თუმცა მათ კონკურენციას "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული" და "ტოტენჰემი" უწევენ.

რამდენიმე დღის წინ ფერნანდეშის აგენტი ინგლისში იმყოფებოდა და როგორც ვარაუდობენ, საგრძნობლად წაიწია წინ "იუნაიტედში" მოლაპარაკებებთან, რომელიც თავის მხრივ ოფიციალური წინადადების გაკეთებაზე ფიქრობს.

"იუნაიტედის" ყოყმანი იმითაა გამოწვეული, რომ ბრუნუს ალტერნატივის სახით ისინი "ლესტერიდან" ჯეიმს მედისონს, "ტოტენჰემიდან" კრისტიან ერიქსენსა და "მონაკოდან" იური ტილემანსს განიხილავენ.

გარდა ამისა, "იუნაიტედისთვის" პრიორიტეტული საკითხია ცენტრალური მცველის დამატება, რის შესაძლო ვარიანტსაც "ლესტერის" ფეხბურთელი ჰარი მაგუაიერი წარმოადგენს.
ახალი ამბები, ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
28 ივნისი 2019 21:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბრუნო უნდა იყიდონ აუცილებლად, ცენტრალური მცველი რო საჭიროა ორი აზრი არაა. სავარაუდოდ მესამე ფორვარდი იქნება, თუ ლუკაკუ წავიდა.
1
№2
ავტორი: ikeoni
28 ივნისი 2019 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
აუ ბრუნო გვინდა მაგრად რაა
1
№3
ავტორი: PaLoMo
28 ივნისი 2019 22:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
და თუ პოგბაც და ლუკაკუც წავიდა მერე არ დაამატებენ 1 ნახევარმცველს კიდე?
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Malboro463
28 ივნისი 2019 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ლონგსტაფით რატო უნდა დაინტერესდე ყიდვას თავი რო დანებო
1
№5
ავტორი: Chesterman
28 ივნისი 2019 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ბიჯო რა ჯანდაბათ უნდათ ეს ლონგსტაფია თუ ვიღაცა როცა მასეთი მაკტომინეი გყავს და შეიძლება უკეთესიც კიდე დაცვითი და მორბენალი თუ გინდა იყიდე ნდომბელე თუ მაინცდამაინც რაისი რა ჯანდაბაა ეს დარწმუნებული ვარ მწვრთნელის მოთხივნაა ეგ და ძაან მაღიზიენბს თორე ვუდვორდდი ან რომელიმე სკაუტი ისეთები გვყავს აზრზე არ იქნება ვინა ეგ ლონგსტაფი
1
№6
ავტორი: mishiko1
28 ივნისი 2019 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ბრუნო გვჭირდება მაგრად, ეს ტრანსფერი არ უნდა გავმაზოთ.
1
№7
ავტორი: datasta25
29 ივნისი 2019 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ლონგსტაფი არარის ცუდი ბიჭი მეგობრებო, მაკტომინეის 10ჯერ ჯობია, სასწაული შორეული პასიაქვს და ძალიან მაგარი დრიბლინგი, დამიჯერეთ ლონგსტაფი ცენტრში ბურთის დასაჭერად დაგვემარება ძაან
1
№8
ავტორი: stepno
29 ივნისი 2019 02:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოკლედ ორი კარგი ტრანსფერიი ესე შევაფაებდი მე ჯეიმსის და ბასიკას გადმობირებას. რათქმაუნდა კიდევ საჭიროა რამოდენიმე ფეხბურთელი,ცენტრალური მცველი,ნახევარმცველი და ერთი კარგი თავდამსხმელიც არ გვაწყენდა მაგრამ ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი სასწაულად გვჭირდება და თანაც მაღალი დონის მანდ ახალგაზრდა ნჭიერი არ გამოგვადგება დაცვა უნდა გავამყაროთ სმოლინგი ჯონსი როხო მოსაშორებელია მაგათ იმედად ვერ ვიქნებით გამორიცხულია. ლინდელოფს ვინმე გამოცდილი ვიში კლასის მცველი უნდა შეუწყვილონ.
1
№9
ავტორი: giorgi_mg
29 ივნისი 2019 02:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბრუნოზეც იწერება და რაბიოზეც გადავწყდი ინფოებს, ეს ორი ტრანსფერი რომ დაიდოს ძაან მაგარი ნახევარდაცვა იჩითება და სერიოზული განაცხადი იქნება
1
№10
29 ივნისი 2019 02:37
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ბრუნო ჰაერივით გვჭირდება... ეგ კაცი ლივერპულს, სიტის და ტოტენჰემს აუცილებლად უნდა ავახიოთ. უპირატესობა გვაქვს, რაც გამოსაყენებელია ^^
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top