თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2019, 21:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2584,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" კიდევ სამ ტრანსფერს გეგმავს
კლუბი სულ ხუთ შენაძენს განახორციელებს.
"კრისტალ პალასიდან" აარონ ვან-ბისაკას გადაბირების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ სამი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

მომდევნო კვირაში წინასასეზონო ტურნეს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე "წითელ ეშმაკებმა" ორი ფეხბურთელი დაიმატეს. "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა რიგებს "სუონსიდან" ვინგერი დენიელ ჯეიმსი შეემატა 18 მლნ. ფუნტად, ხოლო "პალასიდან" ვან-ბისაკა 50 მლნ. ფუნტად.

მაგრამ "იუნაიტედი" ამაზე გაჩერებას არ აპირებს. როგორც გამოცემა Evening Standard-ი იტყობინება, პრემიერ ლიგის მეექვსე ადგილოსანი გუნდი "ნიუკასლის" 21 წლის ნახევარმცველის, შონ ლონგსტაფის შეძენაშიც დარწმუნებულია.

ასევე "ეშმაკები" "სპორტინგიდან" ბრუნუ ფერნანდეშის გადაბირების კარგ შანსს ფლობენ, თუმცა მათ კონკურენციას "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული" და "ტოტენჰემი" უწევენ.

რამდენიმე დღის წინ ფერნანდეშის აგენტი ინგლისში იმყოფებოდა და როგორც ვარაუდობენ, საგრძნობლად წაიწია წინ "იუნაიტედში" მოლაპარაკებებთან, რომელიც თავის მხრივ ოფიციალური წინადადების გაკეთებაზე ფიქრობს.

"იუნაიტედის" ყოყმანი იმითაა გამოწვეული, რომ ბრუნუს ალტერნატივის სახით ისინი "ლესტერიდან" ჯეიმს მედისონს, "ტოტენჰემიდან" კრისტიან ერიქსენსა და "მონაკოდან" იური ტილემანსს განიხილავენ.

გარდა ამისა, "იუნაიტედისთვის" პრიორიტეტული საკითხია ცენტრალური მცველის დამატება, რის შესაძლო ვარიანტსაც "ლესტერის" ფეხბურთელი ჰარი მაგუაიერი წარმოადგენს.
ახალი ამბები, ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: vale222
29 ივნისი 2019 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
Ras elodebian am transperebs pulis meti ra sris iyidon normaluri pexburtelbi,erti centr mcveli gvinda ori naxevar mcveli da erti tavdamsxmeli da erti marjvena vingeri

ციტატა: ლუკა ბერაია
ბრუნო ჰაერივით გვჭირდება... ეგ კაცი ლივერპულს, სიტის და ტოტენჰემს აუცილებლად უნდა ავახიოთ. უპირატესობა გვაქვს, რაც გამოსაყენებელია ^^

Ra tqma unda 5transperi gvinda kidev minimum sami mainc
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top