თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2019, 12:36
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2110,
კომენტარები: 11
ვან-ბისაკამ საკუთარ მიზნებზე ისაუბრა
ბისაკამ "იუნაიტედის" გულშემატკივრების სიმპათიები დაიმსახურა.
ვან-ბისაკამ საკუთარ მიზნებზე ისაუბრა
"კრისტალ პალასის" მარჯვენა მცველმა აარონ ვან-ბისაკამ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" სულ მალე ოფიციალურად შეუერთდება, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მომავალი სეზონის მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შემდეგ სეზონში მისი მიზანი შეტევაში აქტიური თამაში იქნება.

"ჩემი მიზანი მომავალ სეზონში? ვიტყოდი, რომ პირველი რაც არის იქნება, რომ რაც შეიძლება მეტ საგოლე გადაცემებზე ვიმუშავებ, ასევე ვეცდები დასარტყმელ პოზიციებზე ხშირად გავიდე.

მარჯვენა მცველად თამაში ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე როდესაც 11 წლის ვიყავი. 18 წლამდე ვინგერად აქტიურად ვთამაშობდი. ამის შემდეგ შეიცვალა სქემა და გავხდი "ვინგბექი".

მომეწონა ეს პოზიცია, შევძელი საკუთარი დაცვითი შესაძლებლობების გამოვლენა, მწვრთნელმა კი ეს შეამჩნია. ამის შემდეგ დავბრუნდი ოთხმცველიან ტაქტიკაში. ჩემი ადგილი კი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვიპოვე. ასე დაიწყო ყველაფერი.

ჩემი უპირატესობა არის ის, რომ ვიყავი ვინგერი. ვიცი რას უნდა ველოდო მოწინააღმდეგისგან".
- ციტირებს Manchester Evening News- ი ბისაკას სიტყვებს.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
27 ივნისი 2019 12:39
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
პოზიტივი კაცი manutd
0
№2
ავტორი: datasta25
27 ივნისი 2019 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მიდი შეტევაშიც მოიხოდე და ტრენტი აღარავის ემახსოვრება შენს ფონზე
0
№3
27 ივნისი 2019 12:53
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ვინმე ძლიერი ცენტრალური მცველია მოსაყვანი და დაცვის პრობლემა მოგვარდება...

ბისაკა --- XXXXXXX ---- ლინდელოფი ---- ლუკ შოუ

დე ლიხტის იუვენტუსში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია ხო??? :///
0
№4
ავტორი: datasta25
27 ივნისი 2019 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: ლუკა ბერაია
ვინმე ძლიერი ცენტრალური მცველია მოსაყვანი და დაცვის პრობლემა მოგვარდება...

ბისაკა --- XXXXXXX ---- ლინდელოფი ---- ლუკ შოუ

დე ლიხტის იუვენტუსში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია ხო??? :///

გადაწყვეტილი არ არის მარა ერთ-ერთმა ყველაზე სსანდო ჟურნალისტმა დაწერა რო, 2 კვირის წინ დელიხტის მაგიდაზე მხოლოდ მანჩესტერის შეთავაზება იდოო სარფიანი ანაზღაურებითო, მაგრამ მისი გადაწყვეტილება იყო რო მანჩესსტერში არ წასულიყოო. მოკლედ არუნდა მაგ ტიპს აქ მოსვლა, მარა არის შანსი სხვა ვინმეს დამატების, მაგუაერზე იწერება, კულიბალიზე, დიოპზე, დღეს უმტიტზეც დაიწერა, რავი მოკლედ მგონია რო ცენტრალურ მცველს უეჭველი იყიდიან და დაცვის პრობლემა უკვე მართლა მოგვარდება თუ შოუმ არ ჩააკუკა როგორც იცის ხოლმე
1
№5
ავტორი: ikeoni
27 ივნისი 2019 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
იმედია დღეს გაოფიციალურდება ეს ტრანსფერი
0
№6
ავტორი: PaLoMo
27 ივნისი 2019 13:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მშვენიერია,ახლა ჩაწოდებაზე იმიშავე და ეგაა რა.
ისე იმდენ ხანს გაიქელა დე ლიხტის ტრანსფერი ვითომ ჩვენ ხო აე ვჩალიჩობთ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: bero123
27 ივნისი 2019 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: PaLoMo
მშვენიერია,ახლა ჩაწოდებაზე იმიშავე და ეგაა რა.
ისე იმდენ ხანს გაიქელა დე ლიხტის ტრანსფერი ვითომ ჩვენ ხო აე ვჩალიჩობთ?

bisakaze erti tve ro chalichob tan konkurenti roca ar gyavs de lixts albat momaval zafxulistvis dakeraven.:D
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
27 ივნისი 2019 15:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: bero123
ციტატა: PaLoMo
მშვენიერია,ახლა ჩაწოდებაზე იმიშავე და ეგაა რა.
ისე იმდენ ხანს გაიქელა დე ლიხტის ტრანსფერი ვითომ ჩვენ ხო აე ვჩალიჩობთ?

bisakaze erti tve ro chalichob tan konkurenti roca ar gyavs de lixts albat momaval zafxulistvis dakeraven.:D

wink
0
№9
ავტორი: sandroo
27 ივნისი 2019 15:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
მემგონია რო პოგბას ვარანში გაცვლა და პლიუს ფულის აღება მშვენიერი ვარიანტია
0
№10
ავტორი: The Special One
27 ივნისი 2019 15:34
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ვუდვორდის რო ვიცი რამე ბომბა ტრანსფერს უნდა ველოდოთ,თუ მოაგდო დე ლიხტი მერე ნახეთ თქვენ ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top