თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2019, 12:36
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2129,
კომენტარები: 11
ვან-ბისაკამ საკუთარ მიზნებზე ისაუბრა
ბისაკამ "იუნაიტედის" გულშემატკივრების სიმპათიები დაიმსახურა.
ვან-ბისაკამ საკუთარ მიზნებზე ისაუბრა
"კრისტალ პალასის" მარჯვენა მცველმა აარონ ვან-ბისაკამ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" სულ მალე ოფიციალურად შეუერთდება, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მომავალი სეზონის მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შემდეგ სეზონში მისი მიზანი შეტევაში აქტიური თამაში იქნება.

"ჩემი მიზანი მომავალ სეზონში? ვიტყოდი, რომ პირველი რაც არის იქნება, რომ რაც შეიძლება მეტ საგოლე გადაცემებზე ვიმუშავებ, ასევე ვეცდები დასარტყმელ პოზიციებზე ხშირად გავიდე.

მარჯვენა მცველად თამაში ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე როდესაც 11 წლის ვიყავი. 18 წლამდე ვინგერად აქტიურად ვთამაშობდი. ამის შემდეგ შეიცვალა სქემა და გავხდი "ვინგბექი".

მომეწონა ეს პოზიცია, შევძელი საკუთარი დაცვითი შესაძლებლობების გამოვლენა, მწვრთნელმა კი ეს შეამჩნია. ამის შემდეგ დავბრუნდი ოთხმცველიან ტაქტიკაში. ჩემი ადგილი კი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვიპოვე. ასე დაიწყო ყველაფერი.

ჩემი უპირატესობა არის ის, რომ ვიყავი ვინგერი. ვიცი რას უნდა ველოდო მოწინააღმდეგისგან".
- ციტირებს Manchester Evening News- ი ბისაკას სიტყვებს.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2019 15:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია გაამართლებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top