მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერული დერბი" მოედნიდან მის ფარგლებს გარეთაც გაიმართება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, "ლესტერის" ინგლისელი ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაიერი "მანჩესტერ სიტისაც" მოუნდა. იუწყება Manchester Evening News.
26 წლის ფეხბურთელის მომავალი ამდრომდე ბურუსით მოცულია. "ლესტერი" მაგუაიერის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვს. ისინი მცველის სანაცვლოდ 90 მილიონს ითხოვენ.
ცნობისთვის აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედი" მაგუაიერის სანაცვლოდ 45 მილიონზე მეტს არ გადაიხდის. რა აზრისაა ამ ყველაფერზე გვარდიოლას "სიტი", უცნობია. ტრანსფემარკეტი ჰარი მაგუაიერს 50 მილიონ ევროდ აფასებს.