თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2019, 23:38
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1922,
კომენტარები: 16
"მანჩესტერული დერბი" მაგუაიერისთვის
"იუნაიტედი" მაგუაერისთვის სერიოზულად იბრძვის.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერული დერბი" მოედნიდან მის ფარგლებს გარეთაც გაიმართება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, "ლესტერის" ინგლისელი ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაიერი "მანჩესტერ სიტისაც" მოუნდა. იუწყება Manchester Evening News.

26 წლის ფეხბურთელის მომავალი ამდრომდე ბურუსით მოცულია. "ლესტერი" მაგუაიერის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვს. ისინი მცველის სანაცვლოდ 90 მილიონს ითხოვენ.

ცნობისთვის აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედი" მაგუაიერის სანაცვლოდ 45 მილიონზე მეტს არ გადაიხდის. რა აზრისაა ამ ყველაფერზე გვარდიოლას "სიტი", უცნობია. ტრანსფემარკეტი ჰარი მაგუაიერს 50 მილიონ ევროდ აფასებს.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
20 ივნისი 2019 01:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არანაირი ტრანსფერის აღარ მჯერა უკვე რა დავიტანჯე
0
№12
ავტორი: ikeoni
20 ივნისი 2019 01:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Karoche Ra:)))
0
№13
ავტორი: dybbuk
20 ივნისი 2019 03:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: bziki
dybbuk
ტერი და ფერდინანდი რო არაა მაგას შენამდე ოლეც მიხვდებოდა მარა ვერ იპოვა ვერც ტერის და ვერც ფერდინანდის დონის მცველები ბაზარზე.
ზულეს გამო ბავარიამ ჰუმელსი-ბოატენგი სათითაოდ დასვა სკამზე ვუდვორდი რო დაურეკავს რამდენს აფასებთო იქიდან ეტყვიან 40 ად წაიყვანეთო?
უმტიტს აგერ არსენალი ეჩალიჩება თვითონ უმტიტი ტირის არ გამაგდოთ ბარსადან გთხოვთ ეს წელიც მაცადეთო,თუ იყიდა ვნახავთ რამდენად გაიყიდება,ერთ წლიანი ტრამვის მერე ეპლს როგორ მოერგება მაგასაც ვნახავთ,შენ შეიძლება დიაშიც გერჩივნოს და ვინმე შახტარის 19 წლის მცველიც ოდესღაც შეილება დიაშმა მაგუაერზე კი არა ფერდინანდზე დიდი ფეხბურთი ითამაშოს მარა დღეს და 2 წლის მერეც მაგუაერი დიაშზე მაგარი იქნება,2 წლის მერე დიაშის გვარი შეილება ვერ გაიგო

ჩემამდე ვინ რას ხვდება ეგ არც შენ იცი და არც არავინ და საერთოდ თუ მე მპასუხობ ისეთი არგუმენტი მაინც მოიყვანე რეალობას რომ შეეფერებოდეს, შენ რა იცი დიაში 2 წლის მერე რა იქნება და რა არა? რახან შენ გევასება საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ მაგარია, ჩემი აზრი გამოვთქვი და გიმეორებ თუ ვერ გაიგე რომ არ მომწონს ეს ღლეობა კუნთავიკი ხისთავიანი მცველები როგორიც ესაა და შენ თუ გევასება არც არავინ გიშლის და ვერც დაგიშლის, უბრალოდ ვიზეც დავწერე რო ჯობიათქო თუ საპირისპიროს თქმა გინდა რეალური არგუმენტები მოიყვანე და ისე გამოეხმაურე ჩემს პოსტს და არა რაღაც შენი სურვილებით და სარბიელში დაწერილი სტატიებით რო უმტიტი იხვეწება და რაღაც მსგავსი ტექსტები. ზულეს რაც შეეხება ბაიერნის დაკერვა ჩანს ცოტა არარეალური თორე 90ზე მეტი ნამდვილად არღირს და საერთოდ არცერთი მცველი არ ღირს დღეს ის ფასი რასაც ლესტერი ითხოვს
0
№14
ავტორი: bziki
20 ივნისი 2019 09:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Dybbuk
მაგას გეუბნები რო 2 წლის მერე ეგ დიაშები და ნიაშები ვინ რას ითამაშებს ვერ გაიგებ, ზულე ჯერ თვითონ არ წავა ბავარიადან მითუმეტეს ამ დაქცეულ გუნდში, გერმანელი ოღონდ ბავარიაში ათამაშე მეტი ამბიცია არ აქ და ბავარია რო არ გაუშვებს ეგ მეორე ამბავია, უმტიტი რო თავის ნებით ბარსადან არ წავა თუ არ დააპანღურეს ეგ ასავალ დასავალის ინფოა?
კაი ეგენი კარგი სხვა ვინაა ბაზარზე მაგუაერზე უკეთესი? დელიხტი-კულიბალის თემაც ამოწურულია არ უნდათ ეს მანჩესტერი და რა ქნან დაუჩოქონ?
0
№15
ავტორი: dybbuk
20 ივნისი 2019 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: bziki
Dybbuk
მაგას გეუბნები რო 2 წლის მერე ეგ დიაშები და ნიაშები ვინ რას ითამაშებს ვერ გაიგებ, ზულე ჯერ თვითონ არ წავა ბავარიადან მითუმეტეს ამ დაქცეულ გუნდში, გერმანელი ოღონდ ბავარიაში ათამაშე მეტი ამბიცია არ აქ და ბავარია რო არ გაუშვებს ეგ მეორე ამბავია, უმტიტი რო თავის ნებით ბარსადან არ წავა თუ არ დააპანღურეს ეგ ასავალ დასავალის ინფოა?
კაი ეგენი კარგი სხვა ვინაა ბაზარზე მაგუაერზე უკეთესი? დელიხტი-კულიბალის თემაც ამოწურულია არ უნდათ ეს მანჩესტერი და რა ქნან დაუჩოქონ?

ძალიამ მაგარი მცველია დიაში და სულ ტყუილად დასცინი, კაი მაგას თავი დავანებოთ, ხიმენესზე დაჩალიჩდნენ ატლეტიკოსთან, მარკინიოსზეც შეიძლება შეთავაზების გაკეთება თუ დელიხტი მანდ გადავა. კულიბალი რომ ახსენესენე, 10 მილიონით მეტს ითხოვს ნაპოლი მაგუაიერთან შედარებით და თუ შედარებაზეა გვერდითაც არ დავუყენებ იმდენად ძლიერია ინგლისელთან შედარებით ყველა კომპონენტში. რა მაგუაიერი თუ ჩემი ძმა ხარ მოიცა რა
0
№16
ავტორი: GIOMU
24 ივნისი 2019 02:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ძალიან გაიწელა მეორე ტრანსფერი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top