თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2019, 19:39
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1874,
კომენტარები: 12
ოფიციალურად: ხუან მატამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
ესპანელი კლუბში 2021 წლის ივნისამდე დარჩება.
ოფიციალურად: ხუან მატამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
ხუან მატამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ესპანელი კლუბში 2021 წლის ივნისის ბოლომდე დარჩება. კონტრაქტი გახანგძლივების ერთწლიან შესაძლებლობასაც მოიცავს.

"იუნაიტედში" გატარებული დროის განმავლობაში მატამ ინგლისის თასის, ლიგის თასის, ევროპის ლიგისა და ქომუნითი შილდის ტიტულები მოიგო.

"ჩემთვის დიდი პატივია ახალი კონტრაქტის გაფორმება. მიხარია, რომ ამ ბრწყინვალე კლუბში განვაგრძობ ასპარეზობას, ასეთი დაუჯერებელი გულშემატკივრების წინ. "იუნაიტედში" უკვე ხუთი წელია ვთამაშობ და "ოლდ ტრაფორდი" ჩემი სახლია. ამით ძალიან ვამაყობ."

"ოლე ფანტასტიკური მწრთვნელია, ფანტასტიკური სამწრთვნელო შტაბით. მიხარია და მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას. მათ საოცარი ხედვა აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს ძველ დიდებას ერთად დავუბრუნებთ,"
- განაცხადა ხუან მატამ.

"ხუანი ნამდვილი პროფესიონალია და ის ერთ-ერთი ყველაზე ინტელიგენტი ფეხბურთელია, ვისთანაც როდესმე მითამაშია. ის ახალგაზრდებისთვის იდეალური ვარიანტია. კარგად ესმის რას ნიშნავს ამ კლუბში თამაში და ყველაფერი კარგად აქვს გაცნობიერებული. მას მთლიანად აქვს გათავისებული "მანჩესტერ იუნაიტედი". მიხარია, რომ მან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ კლუბისთვის მისი ტალანტი და მენტალიტეტი შეუფასებელია," - განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
19 ივნისი 2019 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მატას დარჩენა არ არის პრობლემა, პრობლემა ის არის რომ არავის არ ვიფორმებთ, საერთოდ არავის, ყოველ წელს ერთიდაიგივე იმედები და ყოველ წელს ერთიდაიგივე იმედგაცრუება როგორც სატრანსფერო ფანჯარაზე ისე სეზონში, უკვე ვხვდები რო ყველა ვის გამოც მანჩესტერი მიყვარდა აქ აღარ არის და ყველაფერი რის გამოც ეს გუნდი მიყვარდა არაფერი შემორჩა, ვის და რას ვგულშემატკივრობ უკვე ვეღარც ვხვდები, ძაან გული მწყდება ესეთი დონის გუნდს რო გვინადგურებენ მერამდენე წელია უკვე თვალწინ
0
№2
ავტორი: ikeoni
19 ივნისი 2019 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მაგრად მიყვარს ეს კაცი და გამიხარდა რო დარჩა❤️
0
№3
ავტორი: Chaqucha
19 ივნისი 2019 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ძმებოო თქვენ გენაცვალეთ ..კაი ამმბავიაა ბასიკაა დავითრიეთ გილოცავთ ყველას
1
№4
ავტორი: glory28
19 ივნისი 2019 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
დავიღალე რაა ამ უაზრო გახანგრძლივებებით რააა მატა კი არაა ვინმე იყიდეთ !!!1
0
№5
ავტორი: datasta25
19 ივნისი 2019 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ბისაკაზე კი დაიწერამარა არც ისე სანდო წყარომ გააბაზრა ეგ ინფო, მარა იმედი მაინც მაქვს რო მართალია
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
19 ივნისი 2019 22:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია ასეთი გამოცდილების მქონდე ფეხბურთელი საჭიროა გუნდში
0
№7
ავტორი: Old Red Devil
19 ივნისი 2019 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მახსოვს ერერა გულზე ხელს იცემდა და ეგრევე მოქესტა პსჟს დასტვენაზე.ხუანმა კი ვაღიაროთ რომ მანჩესტერში გადმოსვლით მაგრად მიქარა და კარიერა დაისამარა.არადა მისნაირი ტეხნარი გუნდში რონალდოს მერე არ ყოფილა.ეს რო ფერგის ყოლოდაა ჰაიმეეე რა.ვერცერთმა მწვრთნელმა
ვერ გამოიყენა.მატა იმ კლასის და პოზიციის იგროკია რომელიც თავისუფლად 33 წლამდე სარგებელს მოუტანდა გუნდს შეტევაში მაგრამ კაცს ხან ვინგერობა აბარია ხან მატიჩის საქმის კეთება.
1
№8
ავტორი: dybbuk
20 ივნისი 2019 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Old Red Devil
მახსოვს ერერა გულზე ხელს იცემდა და ეგრევე მოქესტა პსჟს დასტვენაზე.ხუანმა კი ვაღიაროთ რომ მანჩესტერში გადმოსვლით მაგრად მიქარა და კარიერა დაისამარა.არადა მისნაირი ტეხნარი გუნდში რონალდოს მერე არ ყოფილა.ეს რო ფერგის ყოლოდაა ჰაიმეეე რა.ვერცერთმა მწვრთნელმა
ვერ გამოიყენა.მატა იმ კლასის და პოზიციის იგროკია რომელიც თავისუფლად 33 წლამდე სარგებელს მოუტანდა გუნდს შეტევაში მაგრამ კაცს ხან ვინგერობა აბარია ხან მატიჩის საქმის კეთება.

ბაზარი არაა, ისე მენანება ამ ბიჭის კარიერა რო მეტი არ შეიძლება, თან პიროვნულადაც მაგარი ადამიანია, ტიპს 6 წელია თავის პოზიციაზე არ უთამაშია, ამხელა პოტენციალი ამდენმა მწვრთნელმა როგორ არ გამოიყენა ვერ ვხვდები და საერთოდ ამ ბოლო წლების მანჩესტერში ბევრ რამეს ვერ ვხვდები იმიტომ რომ სრულიად აბსურდულ და უაზრო გადაწყვეტილებებს იღებენ ყველანაირი გაგებით, იქნება ეს სატრანსფერო, სახელფასო პოლიტიკის თუ საფეხბურთო სტილის გათვალისწინებით. 6 წელია გუნდს ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობა არ გააჩნია, რაზე უნდა ილაპარაკო ამის მერე
0
№9
ავტორი: PaLoMo
20 ივნისი 2019 01:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: dybbuk

ლინგარდი,რომ ლინგარდია მაგასც 10პოზიციაზხე მოუნდა თამაში და ამდენი 10პოზიციაზე კოთამაშე სად დააყენო ?მოიყვანონ ნორმალური მარჯვენა ვინგერი და მატა თაბის პოზიციაზე დასვან ტუ არ იქნება სარგებლიანი ნახავენ.იმედია ჯეიმსი გაამაართლებს მარჯვენა ვინგერად.

ისე მინდა რო 4-4-2 ვითამაშოდ და რამდენად შეძლებს ამას ოლე არ ვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: stepno
20 ივნისი 2019 01:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აღარ ვიცი გამიხარდეს თუ მეწყინოს. ისეთი გრძნობა მაქ რომ წინა წელს ვინც მანჩესტერში იყო არავის დანახვა არ გამიხარდება ყველა რო გაყიდონ არ მეწყინება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top