თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2019, 19:39
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1875,
კომენტარები: 12
ოფიციალურად: ხუან მატამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
ესპანელი კლუბში 2021 წლის ივნისამდე დარჩება.
ოფიციალურად: ხუან მატამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
ხუან მატამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ესპანელი კლუბში 2021 წლის ივნისის ბოლომდე დარჩება. კონტრაქტი გახანგძლივების ერთწლიან შესაძლებლობასაც მოიცავს.

"იუნაიტედში" გატარებული დროის განმავლობაში მატამ ინგლისის თასის, ლიგის თასის, ევროპის ლიგისა და ქომუნითი შილდის ტიტულები მოიგო.

"ჩემთვის დიდი პატივია ახალი კონტრაქტის გაფორმება. მიხარია, რომ ამ ბრწყინვალე კლუბში განვაგრძობ ასპარეზობას, ასეთი დაუჯერებელი გულშემატკივრების წინ. "იუნაიტედში" უკვე ხუთი წელია ვთამაშობ და "ოლდ ტრაფორდი" ჩემი სახლია. ამით ძალიან ვამაყობ."

"ოლე ფანტასტიკური მწრთვნელია, ფანტასტიკური სამწრთვნელო შტაბით. მიხარია და მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას. მათ საოცარი ხედვა აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს ძველ დიდებას ერთად დავუბრუნებთ,"
- განაცხადა ხუან მატამ.

"ხუანი ნამდვილი პროფესიონალია და ის ერთ-ერთი ყველაზე ინტელიგენტი ფეხბურთელია, ვისთანაც როდესმე მითამაშია. ის ახალგაზრდებისთვის იდეალური ვარიანტია. კარგად ესმის რას ნიშნავს ამ კლუბში თამაში და ყველაფერი კარგად აქვს გაცნობიერებული. მას მთლიანად აქვს გათავისებული "მანჩესტერ იუნაიტედი". მიხარია, რომ მან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ კლუბისთვის მისი ტალანტი და მენტალიტეტი შეუფასებელია," - განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
22 ივნისი 2019 09:04
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ინტელიგენტი ფეხბურთელია love ძირითადის კაცი ეს არ არის და სკამიდან მატას მსგავსი პროფესიონალები ბევრი გვყავს?... ძალიან კარგი თუ დარჩა, გამიხარდა ^___^ ყველაფერთან ერთად ახალგაზრდებისთვის როგორი პლიუსია, მატას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.
0
№12
ავტორი: GIOMU
24 ივნისი 2019 02:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
კარგია რომ დარჩა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top