თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2019, 22:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2309,
კომენტარები: 11
რუნი: "რონალდუ, მესი, რამოსი და ბეილი "იუნაიტედს" ვერ უშველიან"
რუნიმ "იუნაიტედს" რჩევა მისცა.
რუნი:
"იუნაიტედის" ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა უეინ რუნიმ, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მის ყოფილ კლუბზე ისაუბრა და გულშემატკივრებს მოთმინებისაკენ მოუწოდა.

"პირველი რაც ოლე გუნარ სოლსკიაერმა უნდა გააკეთოს ეს გუნდის ახლიდან აშენებაა. არ ვფიქრობ, რომ თუ ისინი ერთ ან ორ ფეხბურთელში მინიმუმ 100 მილიონს დახარჯავენ ეს გუნდს დაეხმარება.

ოლემ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გააკეთოს, ფეხბურთელი რომელიც 30-45 მილიონი ჯდება, ეს საშუალებას მისცემს კლუბის შენება 5-6 ფეხბურთელის ირგვლივ დაიწყოს.

მათ შეუძლიათ იყიდონ: რონალდუ, მესი, რამოსი და ბეილი, ეს ტრანსფერები კი დაახლოებით 400 მილიონს მოითხოვს, რა იქნება შემდეგ? ამ ფეხბურთელებით ფონს მინიმუმ 2 წელი შეიძლება გახვიდე, ხოლო ფულს უბრალოდ გადაყრით.

ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებმა უნდა გაითავისონ ფაქტი - "იუნაიტედი" მომავალი სეზონისთვის პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს.

მიეცით ოლეს 2-3 წელი იმისთვის რათა ახალი გუნდი ააშენოს, გუნდი რომელიც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებს".
- განაცხადა რუნიმ BBC Radio 5 Live's Sportsweek- ის ეთერში.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
10 ივნისი 2019 22:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ზუსტად მაგას აკეთებს მერე ოლე დაიწყო დანიელ ჯეიმსით და ვნახოთ ილუზიებს არავინ იქმნის რო მომავალ წელს პრემიერლიგა დაიდება , მომავალ წელს ოთხეულიც წარმატებაა და+რამე პატარა შიდა თასი რო წამოაყოლონ თუ გაგვიმარტლა ევროპა ლიგაზეც შეიძლება ფიქსრი
1
№2
ავტორი: ikeoni
10 ივნისი 2019 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ცვეტში ბაზრობ ბებერო❤️
0
№3
ავტორი: datasta25
10 ივნისი 2019 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ბისაკა, სანჩო, ფერნანდეში, ფართი, ყველა მეტ ნაკლებად ძვირი ღირს მარა 2 წელი კიარა თუ მოინდომებენ 10 წელი ითამაშებენ, ამიტომ მართალია მესი და რონალდუ არ გვინდა, გვინდა ახალგაზრდები , უბრალოდ კარგი ახალგაზრდები, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს, ვინმემ მართლა არ დაიჯეროს რო დანიელ ჯეიმსი ჩვენი ვარსკვლავი იქნება, და თუ იქნება ეგეც მინიმუმ რამდენიმე წელიწადში
0
№4
ავტორი: Malboro463
10 ივნისი 2019 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
2-3 წელი მიეცითო რო იძახის
წელს გუნდი წინ თუ ვერ დაძრა
უკომბინაციო ფეხბურთი ათამაშა გუნდს 3 წლის მერე რას მივიღებთ? მერე მართლა მესიც ვერ გვიშველის. ჯეიმსის ბისაკას რისეს ლინგარდის და ამისთანებით აწყობილ გუნდს შვეცი მაგათ უკლასობას და დაბალ დონეს უნდა ვუყურო? კონკურენტრბი რომ გაძლიერდება მერე მაგათ როდის ან რითი უნდა გავუთანაბრდეთ? გავუცვალეთ ლივერპულს პოზიცია როგორც ჩანს. პარდიუს დროინდელ ნიუკასლს დავემსგავსებით თუ ვინმე წესიერს არ მოიყვანენ და პრემიერ ლიგიდან ან ჩემპიონშიბიდან დაკომპლექტებენ გუნდს ვითომ ტალანტებით
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
11 ივნისი 2019 00:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Malboro463

მართლა ვერ ვხვდები რა ტენდენციაა ეს რო ჭ კლასის ფეხბურთელებით ავაწყოთ გუნდიო.იმ ახალგაზრდამ ვისგან უნდა ისწავლოს ნეტა ტელევიზორში რო უყურებს თუ სიტის და ლივერს რო შეხვდება მაშინ დააკვირდეს იმათ?მაშინ როცა ასტრონომიულ თანხებს ხარჯავს ყველა ჩვენ ჯეიმსი გვყავს ნაყიდი.ამ ბიჭს საერთოდ რა პოზიციაზე უპირებს თამაშს მე ვერ ვხვდები მაგრამ იმედი მაქვს საერთოდ ათამაშებენ მაინც.სიტის 3 კამანდა რო ყავს ის არასწორი მიდგომა ყოფილა თურმე.სალაჰი და მანე რო იყიდებოდა მაშინ რომა და სოტონის დონის ფეხბურთელები რად გვინდაო,მერე ვან დაიკზე ცენზურა არ გაარყიეს და ამ დროს ფრედი წაართვეს სიტის.ბერნარდო სილვა ფაბინიო ესენი რო იყიდებოდა ჩვენ პოგბას ვატენეთ უკან მილიონები.
პრობლემა არის გუნდის მენეჯმენტი სრულად თავის ოლესთან ერთად.ტიპი ტრენერია თუ დამლაგებელი გუნდში ვერ ვხვდები.ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო როა ნათქვამი.შე დალოცვილო ფუ ახალ გუნდს აშენებ ამას იძახი და ამ დროს ერერას გარდა გუბდიდან არავის უშვებ და ჯეიმსს იმატებ ამიხსნას ვინმემ რა იცვლება?მარჯვენა ვინგერის პრობლემას რითი აგვარებენ ჯეიმსით.კაი რა,ბალამუტია ეს ყველაფერი და მეტი არაფერი
0
№6
ავტორი: stepno
11 ივნისი 2019 01:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აბაა რაა სრული სიმართლეა. მე პირადად ბეილის ყიდვას მირჩევნია ვინმე ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი იყიდონ,რომელსაც სირბილი არ დაეზარება, ტიტულებზე მოწყურებული იქნება და რაც მთავარია ნიჭიერი და პერსპექტიული უნდა იყოს.
0
№7
ავტორი: ALEXFERGUSON
11 ივნისი 2019 02:11
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
რა ბეილი,რა რონალდო,რა მოდრიჩი და ა.შ. კანტონა და ბობი ჩარტონი დააბრუნეთ კიდე. სწორს შვება რასაც აკეთებს, არა მიეცით ბეილს 400000 კვირაში და ერთ თამაშს რო ითამაშებს,მერე 2 კვირა ლაზარეთში წავიდეს. სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა მოიყვანო და მონსტრებათ უნდა აქციო. სად გინახავთ უნაიტედში მოყვანილი ვარსკვლავები. აქ პატარა ბიჭები მოდიოდნენ და ვარსკვლავდბად ყალიბდებოდნენ. არ უყუროთ 1-2 წელი თქვენ უნაიტედის თამაშებს. აბა გაიხსენეთ,საიდან მოვიდნენ,ფერდინანდი,ვიდიჩი,ვინები იყვნენ სქოულზი,გიგზი,ბექემი,ბატი. ვინ იყო რუნი,რონალდუ. ფლეტჩერი. რომელი ერთი იყო ვარსკვლავი? ამ გუნდმა,მისმა ფილოსოფიამ,სწორმა მიდგომება შექმნეს ესენი ვარსკვლავებად. ვერ ითამაშებს ამ გუნდში ვერცერთი ვარსკვლავი,ვისაც ეს გუნდი სულით-ხორცამდე არ ეყვარება. ვისაც ოცნებათ არ აქვს აქ თამაში. ეს ბეილები,ხამეაები,გრიზმანები და ა.შ. აქ დიდი ხელფასის გამო მოვლენ და არა გუნდისთვის სათამაშოდ. ფეხბურთელისთვის გუნდში თამაში.მხოლოდ სამსახური არუნდა იყოს,სადაც უბრალოდ დიდ ხელფასს გიხდიან. გუნდისთვის უნდა იბრძოდე,მოედანზე უნდა ჭამდეს მოწინააღმდეგეს. 3 გოლს თუ გაუშვებ,4-ის გატანაზე უნდა იწევდე და დაგეშილი ძაღლივით სულ წინ უნდა მიიწევდე. მოიყვანეთ მაშინ ქეთინო ფეხბურთელები და უყურეთ როგორ გორაობენ მინდორზე.
1
№8
ავტორი: Dato kutaisi
11 ივნისი 2019 09:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: ALEXFERGUSON

მეგობარო რაც შეეხება იმას ვარსკვლავებს არ ყიდულობდაო ამაში ნაღდსდ ვერ დაგეთანხმები.როცა ფერგის ფული გაუჩნდა კიდეც დაიწყო ფუკის ხარჯვა.უბრალოდ მაშინ სხვა ფეხბურთი იყო ძმა და ახლა სხვაა.მაშინ როცა სიტი ლივერი რეალი პსჯ ბაიერნი წაგართმევს უნიჭიერეს ახალგაზრდებს ნამდვილ ტალანტებს ,ხოდა მერე სუონსის და ჩემპიონშიპის ტიპებით შევივსოთ ჩვენ და აშკარად წინ წავალთ.პროსტა ფელიში ბრუნო სანჩო პეპე აი ტალანტები რომლებიც ახალგაზრდები არიან და დიდ ფეხბურთს ითამაშებენ.ხოდა რომელი ვიყიდეთ?ვერცერთი.რატომ?არ უნდა აქ არავის.ახლა რაც შეეხება იმას რომ მანჩესტერი უნდა უყვარდეს ამ თემას.თუ მთლად აკადემიის აღზრდილი არაა ამ გუბდზე რო აბოდებდეს მასეთი შეიძლება 3 კაცი ნახო მოქმედ ფეხბურთელებში.ისინიც რა დონის იქნებიან კაცმა არ იცის.სიყვარული კი არ ჭირდება გუნდს და გულზე მღიჯის ცემა,გუბდს უნდა მართვა და მენეჯმენტი.ის რომ შენი თანამშრომელი არ აკეთებს საქმეს,შენი ბრალია როცა ბოსი ხარ.ხალხიც შენ მოგყავს და გაშვებითაც შენ უშვებ ასე რომ რაც ოლე დაინიშნა ამ ადგილზე ისიც ამ ყველაფრის მონაწილეა.ნეტა რამეს თუ უსმენენ ოლეს ვაფშე
0
№9
ავტორი: mishiko1
11 ივნისი 2019 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
უნდა ვიყიდოთ ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭები როგორებიცაა: ვან დე ბეკი, ფერნანდეში, ნდობელე და ასეთი კარგი პერსპექტიული ფეხბურთელები და არა ვიღაც ვინც გაამართლებს ან არა.
0
№10
ავტორი: ALEXFERGUSON
11 ივნისი 2019 12:36
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
დავით მეგობარო,მე არ მითქვამს რომ. ჭ კლასის ფეხბურთელები უნდა მოიყვანო . ეგრე მეც მიყვარს უნაიტედი და რო მივიდე რა მერე ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top