თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2019, 22:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2310,
კომენტარები: 11
რუნი: "რონალდუ, მესი, რამოსი და ბეილი "იუნაიტედს" ვერ უშველიან"
რუნიმ "იუნაიტედს" რჩევა მისცა.
რუნი:
"იუნაიტედის" ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა უეინ რუნიმ, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მის ყოფილ კლუბზე ისაუბრა და გულშემატკივრებს მოთმინებისაკენ მოუწოდა.

"პირველი რაც ოლე გუნარ სოლსკიაერმა უნდა გააკეთოს ეს გუნდის ახლიდან აშენებაა. არ ვფიქრობ, რომ თუ ისინი ერთ ან ორ ფეხბურთელში მინიმუმ 100 მილიონს დახარჯავენ ეს გუნდს დაეხმარება.

ოლემ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გააკეთოს, ფეხბურთელი რომელიც 30-45 მილიონი ჯდება, ეს საშუალებას მისცემს კლუბის შენება 5-6 ფეხბურთელის ირგვლივ დაიწყოს.

მათ შეუძლიათ იყიდონ: რონალდუ, მესი, რამოსი და ბეილი, ეს ტრანსფერები კი დაახლოებით 400 მილიონს მოითხოვს, რა იქნება შემდეგ? ამ ფეხბურთელებით ფონს მინიმუმ 2 წელი შეიძლება გახვიდე, ხოლო ფულს უბრალოდ გადაყრით.

ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებმა უნდა გაითავისონ ფაქტი - "იუნაიტედი" მომავალი სეზონისთვის პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს.

მიეცით ოლეს 2-3 წელი იმისთვის რათა ახალი გუნდი ააშენოს, გუნდი რომელიც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებს".
- განაცხადა რუნიმ BBC Radio 5 Live's Sportsweek- ის ეთერში.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივნისი 2019 16:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ის ახალგაზრდებიც ხო პერსპექტიულები უნდა იყვნენ და არა უბრალოდ ახალგაზრდები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top