თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2019, 22:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2486,
კომენტარები: 20
"იუნაიტედი" ბეილის იჯარით აყვანას აპირებს
გარეთ ბეილი "ოლდ ტრაფორდზე" დროებითი მკვიდრის როლში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოულოდნელი სვლის განხორციელებას და გარეთ ბეილის იჯარით აყვანას გეგმავს.

მას შემდეგ, რაც "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ბეილს "ბერნაბეუზე" მომავალი არ აქვს, კლუბი მასთან განშორებას აქტიურად ცდილობს. მაგრამ მსურველები ჯერჯერობით არ ჩანან, ვინაიდან არც "იუნაიტედი" და არც ბეილის ყოფილი კლუბი "ტოტენჰემი" აპირებს მასში მოთხოვნილი 75 მლნ. ფუნტის გადახდას.

თუმცა, "იუნაიტედმა" სხვა გზა აირჩია და აპირებს, 29 წლის უელსელი ერთი წლის ვადით იჯარით აიყვანოს. ეს კი "რეალს" საშუალებას მისცემს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 50 მლნ. ფუნტი დაზოგოს ბეილისთვის გადასახდელი ხელფასის არ გაცემის სახით.

გარდა ამისა, "იუნაიტედი" მადრიდულ გრანდს საიჯარო შეთანხმების საფასურსაც გადაუხდის, რაც მათთვის დამატებითი შემოსავალი იქნება.

ზიდანმა უკვე შეიძინა "ჩელსიდან" ედენ აზარი და აპირებს, რომ "საუთჰემპტონის" ყოფილ ფეხბურთელს განშორდეს, რათა სრულიად ახალი გუნდი შექმნას. მაგრამ ბეილი ჯიუტად დგება თავისაზე და კლუბიდან წასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, ამიტომ საკითხავია, მოისურვებს თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას, სადაც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთს ვერ იხილავს.

"იუნაიტედი" ბეილის დიდი ხნის მსურველია, მაგრამ არ აპირებს უდიდესი ნაწილი გადაუხადოს "რეალს" იმ თანხისა, რაც მადრიდელებმა 6 წლის წინ "ტოტენჰემს" გადაუხადეს.

ბეილმა "რეალთან" ერთად ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ასევე ლა ლიგაც, მაგრამ ტრავმებისადმი მისი მიდრეკილების გამო "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მისი დაბრუნებისთვის დიდი თანხის გადახდის წინააღმდეგია.

თუმცა, "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობა საკუთარი გულშემატკივრების გასახარად დიდი შენაძენის განხორციელებას აპირებენ, რასაც ბეილი იდეალურად ერგება.

"იუნაიტედი" ასევე აპირებს, ბეილს კვირაში 480 ათასი ფუნტის ოდენობით მოთხოვნილი ხელფასი დაუკმაყოფილოს.

წყარო: mirror
ახალი ამბები, ჭორები
20 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
9 ივნისი 2019 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ხო აი ბოლოს რაც წერია ხელფასზე არ ვიცი მაგრამ ჩემ აზრს დავწერ,

მიუხედავად იმისა რო დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი ვისაც ბეილი ჩემზე მეტად ეზიზღება, ეს კაცი იჯარით მაინც უნდა მოვიყვანოთ, და ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ჯერერთი ჯანმრთელი ბეილი კაცმა არიცის როგორ დაბრუნდება პრემიერ ლიგაში, შეიძლება მოვიდეს და 20+ გოლი გაიტანოს, მეორე, უდიდესი გამოცდილება, 4 ჩემპიონთა ლიგა არის უდიდესი გამოცდილება, რომელსაც გაუზიარებს ჩვენ პატარა ბიჭებს, თუნდაც დანიელს თუნდაც რეშფორდ მარსიალს, რომც არ გაამართლოს, ერთ წელში მიუგდებ ისევ რეალს, და ერთი მთავარი მიზეზი, მომავალ წელს 100% დარწმუნებული ვარ სანჩოს მოსაყვანად შუაზე გავიხევით, კაკრას მომავალ წლამდე გვჭირდება ვინმე, სხვა ვარიანტი 1 წლით მოსაყვანად არ არსებობს, ისევ ცარიელი გვექნება მარჯვენა ფლანგი, ამიტომ ჯობია ბეილი მოვიდეს 1 წლით, გაამართლებს გაამართლებს, არა და წავა 1 წელში სახლში და ჩვენ სანჩოსთვის ვიბრძოლებთ. მოკლედ იჯარით ამის მოყვანა მგონია რო ყველა პონტში გვაწყობს
3
№2
ავტორი: Old Red Devil
9 ივნისი 2019 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
სადაც ფალკაო ეგდო ნაკელივით იქნებ ეს უთავმოყვარეოც გაცოცხლდეს.მამენტ სახელია და მარკეტინგულად მომგებიანი იქნება
1
№3
ავტორი: ikeoni
9 ივნისი 2019 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Udzvreba relas trakshi da Ravi aba
0
№4
ავტორი: PaLoMo
9 ივნისი 2019 23:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: datasta25
ხო აი ბოლოს რაც წერია ხელფასზე არ ვიცი მაგრამ ჩემ აზრს დავწერ,

მიუხედავად იმისა რო დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი ვისაც ბეილი ჩემზე მეტად ეზიზღება, ეს კაცი იჯარით მაინც უნდა მოვიყვანოთ, და ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ჯერერთი ჯანმრთელი ბეილი კაცმა არიცის როგორ დაბრუნდება პრემიერ ლიგაში, შეიძლება მოვიდეს და 20+ გოლი გაიტანოს, მეორე, უდიდესი გამოცდილება, 4 ჩემპიონთა ლიგა არის უდიდესი გამოცდილება, რომელსაც გაუზიარებს ჩვენ პატარა ბიჭებს, თუნდაც დანიელს თუნდაც რეშფორდ მარსიალს, რომც არ გაამართლოს, ერთ წელში მიუგდებ ისევ რეალს, და ერთი მთავარი მიზეზი, მომავალ წელს 100% დარწმუნებული ვარ სანჩოს მოსაყვანად შუაზე გავიხევით, კაკრას მომავალ წლამდე გვჭირდება ვინმე, სხვა ვარიანტი 1 წლით მოსაყვანად არ არსებობს, ისევ ცარიელი გვექნება მარჯვენა ფლანგი, ამიტომ ჯობია ბეილი მოვიდეს 1 წლით, გაამართლებს გაამართლებს, არა და წავა 1 წელში სახლში და ჩვენ სანჩოსთვის ვიბრძოლებთ. მოკლედ იჯარით ამის მოყვანა მგონია რო ყველა პონტში გვაწყობს

იჯარა კარგი იქნება,მაგრამ ხელფასი ბევრი უნდა ნამეტნავად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: bero123
10 ივნისი 2019 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
karocbe sanam edvurds naxuize ar gaiahveben araferi gveshveleba. roca manchesteri xar da transferebi ese chirdeba vunda am dros minimim ori transferi inda qondesshetanxmebuli amati siri dadac mov***

ციტატა: Old Red Devil
სადაც ფალკაო ეგდო ნაკელივით იქნებ ეს უთავმოყვარეოც გაცოცხლდეს.მამენტ სახელია და მარკეტინგულად მომგებიანი იქნება

saxeli dzma sanchesis gvyas da ras aketebs? igive iqneba egac
0
№6
ავტორი: Malboro463
10 ივნისი 2019 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სანჩესზე ბევრად კარგი ფეხბურთელია
თან ბრიტანელია და ინგლისშჲ თამაში არ უნდა შეეზაროს წესით. იჯარით დამატება ყველაზე კარგი ვარიანტია.
და კიდევ პირველ რიგში ფერნანდეშის ტრასფერს უნდა მიაწვენ არაეგ კაცი დასაკარგი.

და როდრი იყიდონ მეორე ბუსკეტსი იზრდება მატიჩის შეცვლელად. მაიც ახალგაზრდებზე კეთდება აქცენტი
0
№7
ავტორი: Old Red Devil
10 ივნისი 2019 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ბრუნო ფერნანდეშზე იწერება რო არის მისი დათრევის ვარიანტიო.ლივერპული და ტოტენჰემია კონკურენტი.კლოპმა თქვა მაქსიმუმ 3 პაცანა ვიყუდოთო გუნდს გაძლიერება არ უნდაო.ტოტენჰემს რაც შეეხება ალბათ ერიქსენის სიტუაციას დააკვირდებიან.დავრჩით ჩვენ
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
10 ივნისი 2019 10:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Old Red Devil
ბრუნო ფერნანდეშზე იწერება რო არის მისი დათრევის ვარიანტიო.ლივერპული და ტოტენჰემია კონკურენტი.კლოპმა თქვა მაქსიმუმ 3 პაცანა ვიყუდოთო გუნდს გაძლიერება არ უნდაო.ტოტენჰემს რაც შეეხება ალბათ ერიქსენის სიტუაციას დააკვირდებიან.დავრჩით ჩვენ

ხო ფერნანდეშზე ბევრი იწერება და იმედია გადმოიყვანენ, გუშინაც კარგი იყო ჰოლანდიასთან.
0
№9
ავტორი: JuanMata
10 ივნისი 2019 11:35
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Old Red Devil
ბრუნო ფერნანდეშზე იწერება რო არის მისი დათრევის ვარიანტიო.ლივერპული და ტოტენჰემია კონკურენტი.კლოპმა თქვა მაქსიმუმ 3 პაცანა ვიყუდოთო გუნდს გაძლიერება არ უნდაო.ტოტენჰემს რაც შეეხება ალბათ ერიქსენის სიტუაციას დააკვირდებიან.დავრჩით ჩვენ

ვიღაც მილანელი ჟურნალისტი წერს ტვიტერზე, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და ბოლო დეტალები დარჩა მოსაგვარებელიო.

იმედია მართალია, მომეწონა გუშინდელ მატჩში. აი დელიხტი კი კარგია ძაან, მაგრამ ეპიზოდებში პიზიციას უაზროს ტოვებს, ვოფშემ ინგლისთანაც და პორტუგალიასთანაც ორივე გოლში დაიდო წვლილი. ჰოლანდიის ნაკრებიდან ყველაზე მეტად ვან დე ბეეკი მომწონს.

და დელიხტთან თუ არაფერი გამოვა, პორტუგალიის მცველი დიაში გუშინ მაგრად თამაშობდა.
1
№10
ავტორი: bero123
10 ივნისი 2019 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: JuanMata
ციტატა: Old Red Devil
ბრუნო ფერნანდეშზე იწერება რო არის მისი დათრევის ვარიანტიო.ლივერპული და ტოტენჰემია კონკურენტი.კლოპმა თქვა მაქსიმუმ 3 პაცანა ვიყუდოთო გუნდს გაძლიერება არ უნდაო.ტოტენჰემს რაც შეეხება ალბათ ერიქსენის სიტუაციას დააკვირდებიან.დავრჩით ჩვენ

ვიღაც მილანელი ჟურნალისტი წერს ტვიტერზე, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და ბოლო დეტალები დარჩა მოსაგვარებელიო.

იმედია მართალია, მომეწონა გუშინდელ მატჩში. აი დელიხტი კი კარგია ძაან, მაგრამ ეპიზოდებში პიზიციას უაზროს ტოვებს, ვოფშემ ინგლისთანაც და პორტუგალიასთანაც ორივე გოლში დაიდო წვლილი. ჰოლანდიის ნაკრებიდან ყველაზე მეტად ვან დე ბეეკი მომწონს.

და დელიხტთან თუ არაფერი გამოვა, პორტუგალიის მცველი დიაში გუშინ მაგრად თამაშობდა.

van de beekma rials uari utxra mancheshi an totemhemshi minda karieris gagrdzelebao

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top