თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2019, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1958,
კომენტარები: 11
მარადონა: "იუნაიტედში" ტიტულებს მე მოვიგებ"
დიეგო მარადონა საკუთარ კანდიდატურას გვთავაზობს.
მარადონა:
არგენტინელი საფეხბურთო ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა "მანჩესტერ იუნაიტედს" საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

მარადონა ამჟამად მექსის მეორე დივიზიონში "დორადოსს" წვრთნის, მაგრამ მიაჩნია, რომ "წითელი ეშმაკების" მწვერვალზე დაბრუნება მას შეუძლია.

არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბოლო წლებში არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მუშაობდა, გასულ წელს კი თავისი ამჟამინდელი სამუშაო ჩაიბარა.

FourFourTwo-ს ჟურნალის მორიგი სერიის მზადებისას ჟურნალისტი ენდი მიტენი მექსიკაში ეწვია არგენტინელ მწვრთნელს, სადაც მარადონამ თავისი ამბიციები გაამხილა:

"თუ მანჩესტერს მწვრთნელი სჭირდება, მე შემიძლია მუშაობა. ვიცი, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბევრ მაისურს ყიდიან, მაგრამ მათ ტიტულების მოგებაც სჭირდებათ. მე შემიძლია ამის გაკეთება".

მან ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ "წითლებისადმი" თბილი დამოკიდებულება აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისურ ფეხბურთში დიდი ხანი იყო ჩემი საყვარელი კლუბია. რამდენმა დიდებულმა ფეხბურთელმა და შემადგენლობამ გაიარა ალექს ფერგიუსონის ხელში! მაგრამ ახლა "მან სიტი" უფრო მომწონს. ვიცი, რომ ამგვარი ცვლილება დაუშვებელია, მაგრამ ყველაფერი კუნ აგუეროს გამოა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობ და ის ძალიან კარგ გუნდში თამაშობს".

"იუნაიტედში" ანდერ ერერა მომწონდა. პოლ პოგბა? საკმარისად არ შრომობს. "ოლდ ტრაფორდზე" 1983/84 წლების მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ვითამაშე. რა ხმაური იყო, ლა ბომბონერას მაგონებდა"


წყარო: fourfourtwo
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
5 ივნისი 2019 11:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
პოგბა საკმარისად არ შრომობს.ნეტა ამას პოგბას პირში თუ ეუბნება ოლე?
მარადონა გვაკლდა რა.ჯოჯოხეთს მუგუზალი აკლდა და ისიც დაემატაო ამაზეა ნათქვამი.60 ფეხბურთელი რო დაგვაკავშირეს ახლა ესენი კიდე
0
№2
ავტორი: datasta25
5 ივნისი 2019 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მარადონა არა გატუზო გატუზო
0
№3
ავტორი: davv
5 ივნისი 2019 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
სრული ბედნიერებისთვის ეს გვაკლდა ზუსტად lol
0
№4
5 ივნისი 2019 13:54
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
შესაძლოა ბურთის საჯარიმოში ჩაკიდება ვერ ასწავლოს, მაგრამ ჩაკიდებას ნაღდად ასწავლის :))) თავს დავდებ გადაწოდებაც ეცოდინება გუნდს, ოღონდ ბურთის არა am

კაი რა... რა განცხადებებს აკეთებს, ტრუხა შეხვდა ალბათ... feel
0
№5
ავტორი: shotkin
5 ივნისი 2019 14:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ჩემი აზრით ყოფილი სპორცმენი თუ მოქმედი როცა ნარკოტიკებთან დაიწერს საქმეს ის არასერიოზული კაცია უკვე სპორტისთვის მითუმეტეს როცა ასეთ ადამიანს ზოგადად მწვრთნელობა სურს ძაან არასერიოზულად მეჩვენება ეგ მე))
0
№6
ავტორი: ikeoni
5 ივნისი 2019 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
კაი ეხლა კაიი:)))
0
№7
ავტორი: mishiko1
5 ივნისი 2019 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ეს თი გვიშველის

ეს თუ გვიშველის ეს პუტინის ძმაკაცი, წადი ზენიტი ჩაიბარე შე ჩემისა.
0
№8
ავტორი: Svanchester
5 ივნისი 2019 16:30
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დიეგო დატკბი ცხოვრებით, ზედმეტად ბევრსაც ნუ გაიყნოსავ ))
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2019 19:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კაი დიეგო :)
0
№10
ავტორი: Malboro463
5 ივნისი 2019 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ეგ უფრო რეალურია ვიდრე ოლეს წარმატება )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top