თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2019, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1958,
კომენტარები: 11
მარადონა: "იუნაიტედში" ტიტულებს მე მოვიგებ"
დიეგო მარადონა საკუთარ კანდიდატურას გვთავაზობს.
მარადონა:
არგენტინელი საფეხბურთო ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა "მანჩესტერ იუნაიტედს" საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

მარადონა ამჟამად მექსის მეორე დივიზიონში "დორადოსს" წვრთნის, მაგრამ მიაჩნია, რომ "წითელი ეშმაკების" მწვერვალზე დაბრუნება მას შეუძლია.

არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბოლო წლებში არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მუშაობდა, გასულ წელს კი თავისი ამჟამინდელი სამუშაო ჩაიბარა.

FourFourTwo-ს ჟურნალის მორიგი სერიის მზადებისას ჟურნალისტი ენდი მიტენი მექსიკაში ეწვია არგენტინელ მწვრთნელს, სადაც მარადონამ თავისი ამბიციები გაამხილა:

"თუ მანჩესტერს მწვრთნელი სჭირდება, მე შემიძლია მუშაობა. ვიცი, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბევრ მაისურს ყიდიან, მაგრამ მათ ტიტულების მოგებაც სჭირდებათ. მე შემიძლია ამის გაკეთება".

მან ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ "წითლებისადმი" თბილი დამოკიდებულება აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისურ ფეხბურთში დიდი ხანი იყო ჩემი საყვარელი კლუბია. რამდენმა დიდებულმა ფეხბურთელმა და შემადგენლობამ გაიარა ალექს ფერგიუსონის ხელში! მაგრამ ახლა "მან სიტი" უფრო მომწონს. ვიცი, რომ ამგვარი ცვლილება დაუშვებელია, მაგრამ ყველაფერი კუნ აგუეროს გამოა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობ და ის ძალიან კარგ გუნდში თამაშობს".

"იუნაიტედში" ანდერ ერერა მომწონდა. პოლ პოგბა? საკმარისად არ შრომობს. "ოლდ ტრაფორდზე" 1983/84 წლების მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ვითამაშე. რა ხმაური იყო, ლა ბომბონერას მაგონებდა"


წყარო: fourfourtwo
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: GIOMU
6 ივნისი 2019 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
მდა...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top