თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2019, 20:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2173,
კომენტარები: 13
დე ლიხტის პასუხის მოლოდინში
საგა უახლოეს დღეებში დასრულდება.
დე ლიხტის პასუხის მოლოდინში
"მანჩესტერ იუნაიტედს" აცნობეს, რომ "აიაქსის" ცენტრალური მცველისგან, მატეის დე ლიხტისგან პასუხს უახლოეს დღეებში უნდა ელოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" წყაროსთვის უკვე თვეზე მეტია ცნობილია 19 წლის ჰოლანდიელსა და "ბარსელონას" შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ, პრემიერ ლიგის გუნდი ახალგაზრდა მცველის შეძენის იმედს არ კარგავს და უკანასკნელ შანსებს იყენებს მის გადასაბირებლად.

თუ დარწმუნებული ხარ, რომ შენმა ერთ-ერთმა სატრანსფერო სამიზნემ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ის შენს სულაც არ მეტყველებს, რატომ უნდა ფლანგო დრო შენი შეთავაზებების კეთებაზე?

Telegraph Sport-მა წინა თვეში შეიტყო, რომ დე ლიხტს ჯერ კიდევ მოსწონს "იუნაიტედში" გადასვლის იდეა მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენისა და ჰოლანდიის ჩემპიონატისა და თასის მოგების შემდეგ მისი პოზიცია არ შეცვლილა.

არსებობს მიზეზი, თუ რატომ არის "იუნაიტედში" თამაში მისთვის უკეთესი. "აიაქსის" აკადემიაში ექვსი წლის ასაკში მისული დე ლიხტის მთავარ მიზანს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩამოყალიბება წარმოადგენდა და ინგლისში გადასვლა მას უფრო სრულყოფილ მცველად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" ამ ზაფხულს დიდი გარდაქმნის პროცესში იქნება, დე ლიხტის წარმომადგენლები მის მიმართ იმავე დამოკიდებულას ითხოვენ კლუბისგან, რასაც ორი წლის "აიაქსს" სთხოვდნენ.

უფრო სწრაფი და უფრო ფიზიკური ინგლისური საფეხბურთო სტილი მატეისს სრულიად სხვა თამაშს შესთავაზებს, ვიდრე ჰოლანდიაშია. გარდა ამისა, ის საკმარისად ახალგაზრდაა იმისათვის, რომ 5-6 წელი გაატაროს ინგლისში და შემდეგ გადავიდეს ესპანეთში, თუ ეს ასე ძალიან სურს.

"ბარსელონა" დე ლიხტს ჟერარ პიკეს გრძელვადიან შემცვლელად მოიაზრებს, მაგრამ თავად ჰოლანდიელი მცველი შესანიშნავად აცნობიერებს, რომ პიკემაც რამდენიმე წელი გაატარა "იუნაიტედში" და ამით მხოლოდ მოიგო, სანამ ესპანეთში დაბრუნდებოდა.

ასევე დიდი ეჭვის ქვეშ დადგება დე ლიხტის სათამაშო პრაქტიკაც "კამპ ნოუზე", რაც "აიაქსის" კაპიტნობიდან ლა ლიგის კლუბის სათადარიგოთა სკამზე ჯდომამდე გზის გავლის მომხიბლველი პერსპექტივა ნამდვილად ვერ იქნება.

"იუნაიტედი" კი პირიქით, მას ულიმიტო სათამაშო დროს შესთავაზებს, ვინაიდან გუნდის რეორგანიზაციის პროცესში დაცვის ხაზის გაძლიერება უმთავრეს მიზნად იქცა.

დე ლიხტი წელიწადზე მეტი ხანი ესპანურ ენას სწავლობდა, მაგრამ ახალგაზრდა პესპექტიული მოთამაშე ესპანეთში გადასვლის შესახებ საკუთარ თავს ჯერ კიდევ უსვამს ეჭვის სავსე შეკითხვებს.

მისი საჯაროდ გამოხატული პოზიცია კი ასეთია: "აღფრთოვანებული ვა რიმით, რაც უახლოეს მომავალში მელოდება წინ. მაგრამ ასევე მშვიდადაც ვუყურებ ყოველივეს. ჩემთვის ეს მხოლოდ გამოწვევაა და ეს არის მთავარი. რამდენიმე შემოთავაზება არსებობს, მე კი მათგან საუკეთესოს არჩევას ვაპირებ".

წყარო: telegraph
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
3 ივნისი 2019 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ძაან ნერვები მეშლება რო ერთი მოსაგები თამაშის ვერ მოგების და მერე ნუ იქ მიყოლებული ჰადერფილდებთან დაკარგული ქულების გამო სატრანსფერო ფანჯარამ ბევრად ცუდად უნდა ჩაიაროს, ჩვენ რო გავსულიყავით ჩემპიონთა ლიგაზე, 1-2 მაგარი ინგლისელი უკვე გაფორმებულიც გვეყოლებოდა და ყველაფერს რო თავი დავანებოთ დელიხტზე ამდენი კითხვაც არიქნებოდა და უფრო მარტივად მიიღებდა გადაწყვეტილებას, არც სანჩო დაგვადებდა ესე სირულად, ტიპმა ისე გვიუარა გეგონება მანჩესტერი კიარა რავიცი უესკა ვიყოთ, მოკლედ ვეღარ ვიზიდავთ ტოპ ფეხბურთელებს და ძაან გაგვიჭირდება ამ სატრანსფერო ფანჯარაზე მნიშვნელოვანი ტიპების დამატება, მხოლოდ იმის იმედი უნდა ვიქონიოთ რომ შემდეგ წელს თავისუფლად გავალთ 4ულში
0
№2
ავტორი: David_Beckham7
3 ივნისი 2019 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
შ3მდეგ წელს აზარის გარეშე თან ტრანსფერებიც თუ ვერ განახორციელა ჩელსიმ ჩამოსაწერი იქნება. ასევე არსენალიც. სიტი ლივერპული იუნაიტედი და ტოტენჰემი ეს 4 იქნება ლიგის ბადეში და ამას ვერ აცნობიერებენ თვითონ. მართლა 19 წლისაა ჯერ 29 ს ხო არა. უნდა იფიქროს რო როგორც ვან დეიკს უმღერიან და ხატად აქციეს ტიპი ისე იქნება ესაც ჩვენ ჩამყაყებულ დაცვაში სულ რო ვანდეიკის მეხუთედო ფეხბირთი ითამაშოს. დაჟე ეს თუ წლები გაჩერდება აქ აქაც კაპიტანო გახდებოდა ისეთი ხასიათის ტიპია
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
4 ივნისი 2019 10:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: David_Beckham7

მეც მაგ აზრზე ვარ ნაგრან ეს ახალგაზრდები ვერ აცნობიერებენ და სწორად ვერ საზღვრავენ პრიორიტეტებს.წავა ბარსაში ახეხინებენ სკამს და ჩაკვდება იქ როგორც არაერთს მოსვლია ესპანეთში.პიკეს ამომგდები არაა ეგ და უმტიტის როცა ფორმაშია.ხოდა ამ სიტუაციაში ზუსტად მის ასაკს აქცევს ყველა ყურადღებას.ახლაგაზრდაა და გამოუცდელიო და დააყენებენ გამოცდიკებს მნიშვნელოვან თამაშებში.ერთადერთი რაც მეიმედება ახლა ეს რაიოლას ფაქტორია და იქნებ შეკეროს
0
№4
ავტორი: ikeoni
4 ივნისი 2019 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Yvela variantshi chventan gadmosvla jobia
0
№5
ავტორი: David_Beckham7
4 ივნისი 2019 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: David_Beckham7
შ3მდეგ წელს აზარის გარეშე თან ტრანსფერებიც თუ ვერ განახორციელა ჩელსიმ ჩამოსაწერი იქნება. ასევე არსენალიც. სიტი ლივერპული იუნაიტედი და ტოტენჰემი ეს 4 იქნება ლიგის ბადეში და ამას ვერ აცნობიერებენ თვითონ. მართლა 19 წლისაა ჯერ 29 ს ხო არა. უნდა იფიქროს რო როგორც ვან დეიკს უმღერიან და ხატად აქციეს ტიპი ისე იქნება ესაც ჩვენ ჩამყაყებულ დაცვაში სულ რო ვანდეიკის მეხუთედო ფეხბირთი ითამაშოს. დაჟე ეს თუ წლები გაჩერდება აქ აქაც კაპიტანო გახდებოდა ისეთი ხასიათის ტიპია

მეც მაგ აზრზე ვარ ნაგრან ეს ახალგაზრდები ვერ აცნობიერებენ და სწორად ვერ საზღვრავენ პრიორიტეტებს.წავა ბარსაში ახეხინებენ სკამს და ჩაკვდება იქ როგორც არაერთს მოსვლია ესპანეთში.პიკეს ამომგდები არაა ეგ და უმტიტის როცა ფორმაშია.ხოდა ამ სიტუაციაში ზუსტად მის ასაკს აქცევს ყველა ყურადღებას.ახლაგაზრდაა და გამოუცდელიო და დააყენებენ გამოცდიკებს მნიშვნელოვან თამაშებში.ერთადერთი რაც მეიმედება ახლა ეს რაიოლას ფაქტორია და იქნებ შეკეროს

რაიოლაც და უნდ აგამოვიყენოთ ფინანსური რესურსი, მარტო ფულისტი რაიოლას მიმართ კი არა თვითონ დელიხტის მიმართ. ვეთანხმები იმ.აზრს ზოგადად რო ფულის გამო არ უნდა გადმოვიყვანოთ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც ბეილი და სანჩესი არიან. მაგრამ 19 წლის დელიხტი რომელიც მაგატი ბიჭია და ყველა ტიტულისთვის თავდაუზოგავად იშრომებს. პლიუს ამას ეს რო გავჩარხოთ პირველი ტრანსფერი სხვა ფეხბირთელებთანაც უფრო გაიოლდება საუბარი რო ნახავენ რა დონის ფეხბირთელები გადმოდის ჩვენთან იმედის მომცემი გუნდი ვიქნებით ისევ და ყველას მოუნდება აქ თამაში. ასე რომ 1 მაღალი დონის ტრანსფერი მწინც საჭიროა
0
№6
ავტორი: JuanMata
4 ივნისი 2019 10:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დელიხტის ამბავი ალბათ ერთა ლიგის მერე გაირკვევა, ტვინი წაიღეს უკვე ერთი და იგივეს ღეჭვით.

ფაბრიციო რომანომ დაწერა იუნაიტედის გულშემატკივრებს, სულ მალე კარგი სიახლე ელითო და იმედია, ამ ტრანსფერზე საუბრობდა.

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი წავიკითხე, ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს უკვე 60 ფეხბურთელი დაუკავშირეს იუნაიტედის სახელს. wink
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
4 ივნისი 2019 10:55

გეთანხმები.ფონი თავად გუნდმა უნდა შექმნას და არა განცხადებები აკეთოს ფულს არ დავხარჯავთ და ახალგაზრდებით ვაშენებ გუნდსო,ან კიდევ 3-4 წელი ტიტული არ იქნება და ეგეთები.პირიქით უნდა აბრეხვო რო სასწაულებს აპირებ და დააბოლო მაინც ხალხი.აბა უამბიციო გუნდში მოსვლა არავის უნდა.თან ტოპ კლასის ფეხბურთელების გარეშე ესენიც ვერაფერს ისწავლიან და ვიქნებით ევერტონის დონეზე
0
№8
ავტორი: datasta25
4 ივნისი 2019 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: JuanMata
დელიხტის ამბავი ალბათ ერთა ლიგის მერე გაირკვევა, ტვინი წაიღეს უკვე ერთი და იგივეს ღეჭვით.

ფაბრიციო რომანომ დაწერა იუნაიტედის გულშემატკივრებს, სულ მალე კარგი სიახლე ელითო და იმედია, ამ ტრანსფერზე საუბრობდა.

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი წავიკითხე, ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს უკვე 60 ფეხბურთელი დაუკავშირეს იუნაიტედის სახელს. wink

ხო წეღან დავწერე სადღაც კომენტარში ეგ :დდ წარმოიდგინე პროსტა 60 ფეხბურთელი რა მარაზმი რაოდენობაა :დდ ერთა ლიგა როდის მთავრდება ისე ?
0
№9
ავტორი: David_Beckham7
4 ივნისი 2019 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
გეთქნხმები, მარტო იბრას გვერდით თამაში რამდენს ნიშნავდ არაშვორდისთვის და მისი აღზრდისთვის. მერე რა რო აკადემიელია და არ გადმოგვიყვანია. დე ლიხტს რო კითხეს რაშვორდი დაასახელა ახალგაზრდებში თუ არ ვცდები ყველაზე სახიფათო შემტევად და სასიამოვნო იქნება მის გვერდით ყოველდღიურად ვარჯიშიო. პლიუს პოგბას ფოლოვერია და სურათებს ულაიქრბს პოგბას შენარჩუნებაც მარტო ამად ღირს რო სხვა ტოპიც იოლად მოიზიდო. მოკლედ მაღლა ახსენეს და მეც ერთა ლიგის მერე ველოდები და იმედია რაშვორდი მაგრად ითამაშებს უფრო რო გაუძლიეროს მოს გვერდზე ვარჯიშის სურვილი დე ლიხტს :D
0
№10
ავტორი: The Special One
4 ივნისი 2019 14:03
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
5-6 წელში გგონიათ რომ ბარსაში კიდე ვინმე წავა ?ბარსას ტრანსფერებში 80% როლი მესის აკისრია,უმეტეს შემთხვევაში მასთან სათამაშოდ უფრო გადადიან,5-6 წელში კიდე მესი აღარ იქნება,დე ლიხტი კიდე თუ მართლა ვიყიდეთ და ამდენი ხანი დარჩა მერე მეეჭვება კიდე სადმე წავიდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top