თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2019, 20:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2170,
კომენტარები: 13
დე ლიხტის პასუხის მოლოდინში
საგა უახლოეს დღეებში დასრულდება.
დე ლიხტის პასუხის მოლოდინში
"მანჩესტერ იუნაიტედს" აცნობეს, რომ "აიაქსის" ცენტრალური მცველისგან, მატეის დე ლიხტისგან პასუხს უახლოეს დღეებში უნდა ელოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" წყაროსთვის უკვე თვეზე მეტია ცნობილია 19 წლის ჰოლანდიელსა და "ბარსელონას" შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ, პრემიერ ლიგის გუნდი ახალგაზრდა მცველის შეძენის იმედს არ კარგავს და უკანასკნელ შანსებს იყენებს მის გადასაბირებლად.

თუ დარწმუნებული ხარ, რომ შენმა ერთ-ერთმა სატრანსფერო სამიზნემ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ის შენს სულაც არ მეტყველებს, რატომ უნდა ფლანგო დრო შენი შეთავაზებების კეთებაზე?

Telegraph Sport-მა წინა თვეში შეიტყო, რომ დე ლიხტს ჯერ კიდევ მოსწონს "იუნაიტედში" გადასვლის იდეა მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენისა და ჰოლანდიის ჩემპიონატისა და თასის მოგების შემდეგ მისი პოზიცია არ შეცვლილა.

არსებობს მიზეზი, თუ რატომ არის "იუნაიტედში" თამაში მისთვის უკეთესი. "აიაქსის" აკადემიაში ექვსი წლის ასაკში მისული დე ლიხტის მთავარ მიზანს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩამოყალიბება წარმოადგენდა და ინგლისში გადასვლა მას უფრო სრულყოფილ მცველად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" ამ ზაფხულს დიდი გარდაქმნის პროცესში იქნება, დე ლიხტის წარმომადგენლები მის მიმართ იმავე დამოკიდებულას ითხოვენ კლუბისგან, რასაც ორი წლის "აიაქსს" სთხოვდნენ.

უფრო სწრაფი და უფრო ფიზიკური ინგლისური საფეხბურთო სტილი მატეისს სრულიად სხვა თამაშს შესთავაზებს, ვიდრე ჰოლანდიაშია. გარდა ამისა, ის საკმარისად ახალგაზრდაა იმისათვის, რომ 5-6 წელი გაატაროს ინგლისში და შემდეგ გადავიდეს ესპანეთში, თუ ეს ასე ძალიან სურს.

"ბარსელონა" დე ლიხტს ჟერარ პიკეს გრძელვადიან შემცვლელად მოიაზრებს, მაგრამ თავად ჰოლანდიელი მცველი შესანიშნავად აცნობიერებს, რომ პიკემაც რამდენიმე წელი გაატარა "იუნაიტედში" და ამით მხოლოდ მოიგო, სანამ ესპანეთში დაბრუნდებოდა.

ასევე დიდი ეჭვის ქვეშ დადგება დე ლიხტის სათამაშო პრაქტიკაც "კამპ ნოუზე", რაც "აიაქსის" კაპიტნობიდან ლა ლიგის კლუბის სათადარიგოთა სკამზე ჯდომამდე გზის გავლის მომხიბლველი პერსპექტივა ნამდვილად ვერ იქნება.

"იუნაიტედი" კი პირიქით, მას ულიმიტო სათამაშო დროს შესთავაზებს, ვინაიდან გუნდის რეორგანიზაციის პროცესში დაცვის ხაზის გაძლიერება უმთავრეს მიზნად იქცა.

დე ლიხტი წელიწადზე მეტი ხანი ესპანურ ენას სწავლობდა, მაგრამ ახალგაზრდა პესპექტიული მოთამაშე ესპანეთში გადასვლის შესახებ საკუთარ თავს ჯერ კიდევ უსვამს ეჭვის სავსე შეკითხვებს.

მისი საჯაროდ გამოხატული პოზიცია კი ასეთია: "აღფრთოვანებული ვა რიმით, რაც უახლოეს მომავალში მელოდება წინ. მაგრამ ასევე მშვიდადაც ვუყურებ ყოველივეს. ჩემთვის ეს მხოლოდ გამოწვევაა და ეს არის მთავარი. რამდენიმე შემოთავაზება არსებობს, მე კი მათგან საუკეთესოს არჩევას ვაპირებ".

წყარო: telegraph
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: David_Beckham7
4 ივნისი 2019 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: The Special One
5-6 წელში გგონიათ რომ ბარსაში კიდე ვინმე წავა ?ბარსას ტრანსფერებში 80% როლი მესის აკისრია,უმეტეს შემთხვევაში მასთან სათამაშოდ უფრო გადადიან,5-6 წელში კიდე მესი აღარ იქნება,დე ლიხტი კიდე თუ მართლა ვიყიდეთ და ამდენი ხანი დარჩა მერე მეეჭვება კიდე სადმე წავიდეს.

აი გენაცვალე ძმაო ჩემი სათქმელი თქვი. ზუსტად ეგრეა როგორც რონალდოს წასვლის შემდეგ ცენზურაა რეალმა 3 მწვრთნელი გამოიცვალეს 1 სეზონში და ვერაფერი უშველეს ისე იქნება რაღაც გარკვეული პერიოდი მქინც ბარსა და იმედი მაქვს ჩვენ თუ ვხვდებით ამას და ვაანალოზებთ იქ ის ხალხი მანჩესტერში ვისაც ფეხბურთელების მოყვანა ავალია ამას უფრო დაკტებით და დამაჯერებალდ უხსნიან ფეხბურთელებს
0
№12
4 ივნისი 2019 22:50
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
გული მიგრძნობს ჩვენთან წამოვა ^___^ მაგარი ბიჭია ეს
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2019 19:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დროა უკვე რამე სერიოზული დაიწეროს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top