თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2019, 12:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2084,
კომენტარები: 12
"იუნაიტედს" მხოლოდ ფინანსური უპირატესობის გამოყენება შეუძლია
ადრიენ რაბიომ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, თუმცა არა საბოლოო.
ადრეინ რაბიოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" კვირაში 170 ათასი ფუნტი შესთავაზა ხელფასის სახით, მაგრამ ფრანგი "ლივერპულში" გადასვლას ამჯობინებს.

ადრიენი მიმდინარე წლის ზაფხულს "პარი სენ-ჟერმენს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ვინაიდან კლუბის იერარქიასთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

პარიზელთაგან დაწუნებული ფეხბურთელის ხარჯზე თავისი ახალი გეგმების აწყობა კი "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლსკიაერს სურს, რომლის კლუბმაც რაბიოს ხელფასის გარდა 4.5 მლნ. ფუნტი შესთავაზა ბონუსის სახით, თუკი ის კონტრაქტს ხელს მოაწერს.

სანამ "იუნაიტედი" თავისი ფინანსური ძალის დემონსტრირებას ახდენს, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ლივერპული" თავის უპირატესობას იყენებს სტივენ ჯერარდის სახით, რომელსაც ფრანგი ნახევარმცველი ბავშვობიდან გულშემატკივრობს.

რაბიოთი "ტოტენჰემი", "ბარსელონა" და "იუვენტუსიც" ინტერესდებოდნენ, მაგრამ მაღალი მოთხოვნილებების მქონე ფეხბურთელზე იანვარში უარი განაცხადეს.

2012 წელს პარიზელთა რიგებში ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ რაბიომ ჯამში 224-ჯერ მოირგო პსჟ-ს მაისური და 24 გოლი გაიტანა. მაგრამ ტომას ტუხელის გუნდის გეგმებში დეკემბერში ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარის თქმის შემდეგ აღარ შედის.

ტექნიკური ნახევარმცველი მას შემდეგ დასაჯა კლუბმა, რაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" განცდილი მარცხის შემდეგ ღამის კლუბში შენიშნეს, მოგვიანებით კი რაბიომ მოიწონა პატრის ევრას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, რომლითაც "წითლების" ამ კონკრეტულ გამარჯვებას აღნიშნავდა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: f.c.mu
3 ივნისი 2019 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ხოდა წადი შენი ცენზურა დედაც თუ ლივერპული გირჩევნია, რაც მოიგო მაგის მეტს რო ვერაფერს მოიგებს მაგასაც ნახავ, ლივერპულის ყველაზე დიდი პიკი იყო წელს, აი მომავლიდან ნახავთ ლიგის გამეორება იმენა გამორიცხულია მაქსიმუმ პრემიერ ლიგაში მეორეზ გავიდეს რადგან პირველზე MU იქნება

რეალურად გამოწვევა თუ გინდა უნდა გადახვიდე ზუსტად ისეთ კლუბში როგორიც მანჩესტერია
1
№2
ავტორი: Svanchester
3 ივნისი 2019 13:13
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
აქ რომ მოვიდეს იფიქრებ კაცი ფულის გამო მოვიდა და გუნდის მიმართ სიმპათიები (სიყვარული) არაფერ შუაში არიო, მე პირადად ფულის გამო მოსული ფეხბურთელები გუნდში არ მსურს, რახან გული ლივერპულისკენ მიუწევს წავიდეს ნამდვილად არ ვიქნები იმედგაცრუებული )).
1
№3
ავტორი: datasta25
3 ივნისი 2019 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ძაან ვირთხა მოთამაშეა და მთელ საფრანგეთში და ზოგადად საფეხბურთო სამყაროში ვირთხის სახელიაქვს, რა თქმა უნდა უფასოდ ესეთი ფეხბურთელის მოყვანა დიდი ფუფუნებაა მაგრამ წარმოიდგინეთ თავი პარიზელების მდგომარეობაში, ტიპმა გუნდი მინიმუმ 70 მილიონით დააზარალა, კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა, ის კიარ თხოვა გამყიდეთო იმენა არ გაუხანგრძლივა და უფასოდ მიდის გუნდიდან, ამაზე დიდ საზიზღრობას ფეხბურთელი ვერ გაგიკეთებს, თორე ისე ძალიან ძალიან მაგარი ფეხბურთელია, გამომდინარე იქიდან რომ დიდად გლეიზერების ფინანსებზე არ ვღელავ, მირჩევნია ვინმე სხვა მოიყვანონ
0
№4
ავტორი: fergitime
3 ივნისი 2019 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ეს ვინც მოიყვანოს მაგის დედა...ეს ნახე რა ცენზურა ყოფილა
0
№5
ავტორი: kobinio
3 ივნისი 2019 14:46
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
აქ რაც იწერებე ყველაფერი რომ მართალი იყოს..
ლივერპული თუ ევასება ***ას ლივერპულში
0
№6
ავტორი: Malboro463
3 ივნისი 2019 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ვერც გამტყუნებ ყველამანჩესტერის ფანი ვერ იქნება. დღესდღეობით კლოპის ლივერული უფრო ამბიციური გუნდია და უფრო მეტი პერსპექტივა განვითარების ვიდრე მანჩესტერში. და გასაკვირი არა ასეთ ბიჭებს მასთან თუ ურჩევნიათ გადასვლა.
0
№7
ავტორი: lasha001
3 ივნისი 2019 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
es chorebi viszec iwereba gadis erti kvira da mere weren an tavis klubshi rchebao da an iunaitedshi ar undao da ravi vegar gavige vizga vyidulobt.
0
№8
ავტორი: ikeoni
3 ივნისი 2019 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
კაროჩე რააა
0
№9
ავტორი: David_Beckham7
3 ივნისი 2019 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: f.c.mu
ხოდა წადი შენი ცენზურა დედაც თუ ლივერპული გირჩევნია, რაც მოიგო მაგის მეტს რო ვერაფერს მოიგებს მაგასაც ნახავ, ლივერპულის ყველაზე დიდი პიკი იყო წელს, აი მომავლიდან ნახავთ ლიგის გამეორება იმენა გამორიცხულია მაქსიმუმ პრემიერ ლიგაში მეორეზ გავიდეს რადგან პირველზე MU იქნება

რეალურად გამოწვევა თუ გინდა უნდა გადახვიდე ზუსტად ისეთ კლუბში როგორიც მანჩესტერია

ეჰ როგორ მინდა მეგობარო მაგის მჯეროდეს მაგრამ მომავალ წელს ლიგაზე თუ გავედით ეგაც კარგია. ჯერ ტრანსფერებს დაველოდოთ. ლივერპული კოდე იმიტო ვერ გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონოც რო სიტისნაირი რესურსი არ აქვს სათადარიგოზე და მთელო სეზონის ესე ჩატარება ურთულესია თორე თუ დაიმატა რაბიო და კოდე ვინმე ვინმე შეიძლება პრემიერლიგაც დადოს და ვინ იცის კიდევ რა
0
№10
ავტორი: Giogiorgi
4 ივნისი 2019 02:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ჰოდა გაეწუწე ლივერპულში მომავალ წელს მაინც განწირულები არიან. ამაზე მაგარი გამოჩნდება ძმებო ნუ ნერვიულობთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top