თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2019, 12:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2087,
კომენტარები: 12
"იუნაიტედს" მხოლოდ ფინანსური უპირატესობის გამოყენება შეუძლია
ადრიენ რაბიომ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, თუმცა არა საბოლოო.
ადრეინ რაბიოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" კვირაში 170 ათასი ფუნტი შესთავაზა ხელფასის სახით, მაგრამ ფრანგი "ლივერპულში" გადასვლას ამჯობინებს.

ადრიენი მიმდინარე წლის ზაფხულს "პარი სენ-ჟერმენს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ვინაიდან კლუბის იერარქიასთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

პარიზელთაგან დაწუნებული ფეხბურთელის ხარჯზე თავისი ახალი გეგმების აწყობა კი "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლსკიაერს სურს, რომლის კლუბმაც რაბიოს ხელფასის გარდა 4.5 მლნ. ფუნტი შესთავაზა ბონუსის სახით, თუკი ის კონტრაქტს ხელს მოაწერს.

სანამ "იუნაიტედი" თავისი ფინანსური ძალის დემონსტრირებას ახდენს, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ლივერპული" თავის უპირატესობას იყენებს სტივენ ჯერარდის სახით, რომელსაც ფრანგი ნახევარმცველი ბავშვობიდან გულშემატკივრობს.

რაბიოთი "ტოტენჰემი", "ბარსელონა" და "იუვენტუსიც" ინტერესდებოდნენ, მაგრამ მაღალი მოთხოვნილებების მქონე ფეხბურთელზე იანვარში უარი განაცხადეს.

2012 წელს პარიზელთა რიგებში ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ რაბიომ ჯამში 224-ჯერ მოირგო პსჟ-ს მაისური და 24 გოლი გაიტანა. მაგრამ ტომას ტუხელის გუნდის გეგმებში დეკემბერში ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარის თქმის შემდეგ აღარ შედის.

ტექნიკური ნახევარმცველი მას შემდეგ დასაჯა კლუბმა, რაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" განცდილი მარცხის შემდეგ ღამის კლუბში შენიშნეს, მოგვიანებით კი რაბიომ მოიწონა პატრის ევრას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, რომლითაც "წითლების" ამ კონკრეტულ გამარჯვებას აღნიშნავდა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
4 ივნისი 2019 22:40
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
თუკი მაღალი ხელფასის გამო გადმოვა იუნაიტედში, მაგას ჯობია ლივერპულში წავიდეს :))) აბა ჰე fellow ფულის კეთებაზე ორიენტირებული ფეხბურთელები არ გვჭირდება.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2019 19:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წავიდეს სადაც უნდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top