უელსელის ტრანსფერი ოჯახურმა ტრაგედიამ შეაფერხა.
როგორც ცნობილი ხდება, უელსელი ვინგერს, რომელიც სულ მალე "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, ოჯახური ტრაგედია შეემთხვა - გასულ კვირას ფეხბურთელის მამა გარდაიცვალა, რამაც ტრანსფერი შეაფერხა.
"სუონსი სიტი" შეგუებულია იმ ფაქტს, რომ ისინი დენიელ ჯეიმსს დაკარგავენ, რომლის იუნაიტედში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.
წითელმა ეშმაკებმა პირადი კონტრაქტის დეტალები მანამ შეათანხმეს, სანამ ფეხბურთელის მამა გარდაიცვლებოდა გასულ კვირას. ამის შემდეგ ჯეიმსს დრო მიეცა, რათა მამა ეგლოვა.
MEN Sport-ის ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 15£ მილიონი იქნება, რომელიც სხვადასხვა დამატებით პოტენციურად 20£ მილიონამდე შეიძლება გაიზარდოს.
ჯეიმსი მოხვდა რაიან გიგზის მიერ გამოძახებულ უელსის ნაკრების 28-კაციან განაცხადში "Euro 2020"-ის შესარჩევ მატჩებში ხორვატიისა და უნგრეთის წინააღმდეგ, თუმცა ზემოხსენებული ტრაგიკული ამბის გამო, ვერ მოახერხა პორტუგალიაში ნაკრების შეკრებაზე წასვლა. ის, სავარაუდოდ, თავის გუნდს უკვე კარდიფში შეუერთდება, სადაც გაიმართება პირველი მატჩი 8 ივნისს.
იმ ფაქტს, რომ ჯეიმსის ტრანსფერი გადაწყვეტილია ადასტურებს "სუონსის" თავმჯდომარის - ტრევორ ბირჩის მინიშნება ინტერვიუში, რომელიც მან WalesOnline-ს მისცა.
კითხვაზე - რამდენ ფეხბურთელს გაყიდის "სუონსი" ამ ზაფხულს, ბირჩმა უპასუხა:
"არ მგონია ბევრმა დაგვტოვოს. თუ დენ ჯეიმსის ამბავი მოხდება, მაშინ, ალბათ, კიდევ ერთს ან ორს, არ ვიცი. ვერ ვხედავ ფეხბურთელების გაყიდვის აუცილებლობას."21 წლის ჯეიმსის მოსვლა ოლეს პირველ შენაძენად იმის ნიშანი იქნება, რომ აქცენტი ახალგაზრდა, ადგილობრივი მოთამაშეების გაფორმებაზე კეთდება.
წყარო