თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2019, 04:41
ავტორი: Billy,
ნანახია: 3450,
კომენტარები: 29
დენიელ ჯეიმსის ტრანსფერი თითქმის განხორციელებულია
უელსელის ტრანსფერი ოჯახურმა ტრაგედიამ შეაფერხა.
დენიელ ჯეიმსის ტრანსფერი თითქმის განხორციელებულია
როგორც ცნობილი ხდება, უელსელი ვინგერს, რომელიც სულ მალე "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, ოჯახური ტრაგედია შეემთხვა - გასულ კვირას ფეხბურთელის მამა გარდაიცვალა, რამაც ტრანსფერი შეაფერხა.

"სუონსი სიტი" შეგუებულია იმ ფაქტს, რომ ისინი დენიელ ჯეიმსს დაკარგავენ, რომლის იუნაიტედში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.

წითელმა ეშმაკებმა პირადი კონტრაქტის დეტალები მანამ შეათანხმეს, სანამ ფეხბურთელის მამა გარდაიცვლებოდა გასულ კვირას. ამის შემდეგ ჯეიმსს დრო მიეცა, რათა მამა ეგლოვა.

MEN Sport-ის ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 15£ მილიონი იქნება, რომელიც სხვადასხვა დამატებით პოტენციურად 20£ მილიონამდე შეიძლება გაიზარდოს.

ჯეიმსი მოხვდა რაიან გიგზის მიერ გამოძახებულ უელსის ნაკრების 28-კაციან განაცხადში "Euro 2020"-ის შესარჩევ მატჩებში ხორვატიისა და უნგრეთის წინააღმდეგ, თუმცა ზემოხსენებული ტრაგიკული ამბის გამო, ვერ მოახერხა პორტუგალიაში ნაკრების შეკრებაზე წასვლა. ის, სავარაუდოდ, თავის გუნდს უკვე კარდიფში შეუერთდება, სადაც გაიმართება პირველი მატჩი 8 ივნისს.

იმ ფაქტს, რომ ჯეიმსის ტრანსფერი გადაწყვეტილია ადასტურებს "სუონსის" თავმჯდომარის - ტრევორ ბირჩის მინიშნება ინტერვიუში, რომელიც მან WalesOnline-ს მისცა.

კითხვაზე - რამდენ ფეხბურთელს გაყიდის "სუონსი" ამ ზაფხულს, ბირჩმა უპასუხა: "არ მგონია ბევრმა დაგვტოვოს. თუ დენ ჯეიმსის ამბავი მოხდება, მაშინ, ალბათ, კიდევ ერთს ან ორს, არ ვიცი. ვერ ვხედავ ფეხბურთელების გაყიდვის აუცილებლობას."

21 წლის ჯეიმსის მოსვლა ოლეს პირველ შენაძენად იმის ნიშანი იქნება, რომ აქცენტი ახალგაზრდა, ადგილობრივი მოთამაშეების გაფორმებაზე კეთდება.

წყარო
ახალი ამბები
29 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
1 ივნისი 2019 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ახალგაზრდებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი აბა რაა. ეს მაგრად გამოგვადგება ესე მგონიაა. რა შეცდომებიც დაუშვით გვეყოფაა სანჩესის ტრანსფერი რათ ღირს ჯერ მარტოო ალბათ ყველაზე ცუდი ტრანსფერია მანჩესტერის ისტორიაში ჟემბა-ჯემბაც კი არ ყოფილა ეგეთი ცუდი :დდდ მოკლედ არანაირი ბეილი და 50 წლის ჩამოწერილი ფეხბურთელები ამ გუნდს ჭირდება ახალგაზრდა ჟილკიანი ხალხიი რათქმაუნდა ნიჭიერები რომლებსაც ტიტულები წყურიათ.
3
№2
ავტორი: ikeoni
1 ივნისი 2019 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: stepno
ახალგაზრდებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი აბა რაა. ეს მაგრად გამოგვადგება ესე მგონიაა. რა შეცდომებიც დაუშვით გვეყოფაა სანჩესის ტრანსფერი რათ ღირს ჯერ მარტოო ალბათ ყველაზე ცუდი ტრანსფერია მანჩესტერის ისტორიაში ჟემბა-ჯემბაც კი არ ყოფილა ეგეთი ცუდი :დდდ მოკლედ არანაირი ბეილი და 50 წლის ჩამოწერილი ფეხბურთელები ამ გუნდს ჭირდება ახალგაზრდა ჟილკიანი ხალხიი რათქმაუნდა ნიჭიერები რომლებსაც ტიტულები წყურიათ.

თან როცა ძაან ნიჭიერ იგროკზეა ბაზარი❤️
0
№3
ავტორი: bero123
1 ივნისი 2019 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
exla vuyure amis videos da arc iseti cudi chans rogorc aq weren. moumatebs albat da gaamartlebs
1
№4
ავტორი: David_Beckham7
1 ივნისი 2019 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
რა ცუდი ხალხო მგონი დღეს პრემიერლიგის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელიც იქნება. ბეილს ამ ასაკში ამაზე მეტი რა ქონდა რაც მახსენდება მხოლოდ დარყმის სიძლიერე. ძაან სწრქდია და პასიხ დ აფლანგიდან ჩაწოდებაც კარგი აქვს. გაამართლებს მჯერა მაგრად
0
№5
ავტორი: PaLoMo
1 ივნისი 2019 13:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ვნახოთ...ვინც იძახდა შნეიდერლინი მოიყვანეთ ნახეთ რა მაგარიაო და ამაზე იძახიან არმოიყვანონო...სახელი და ტრანსფერების ფასი რო რამეს წყვეტდეს მაშინ პსჟ ყველაფერს უნდა იგებდეს,მაგრამ იგებს ევერტონს რომელი ტოპ ბარსკვლავი ყავს გუნდში?მაგრამ 4:0გვიგებს ასე,რომ ვინც მწვრთნელს უნდა ის უნდა მოიყვანონ და თუ არ გააამრთლებს მერე მიაყარეთ ქოქოლა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: bero123
1 ივნისი 2019 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ლოვერპულიც მაგის მაგალითია თავიდან რომელი იყო ტოპ ფეხბურთელი მაგრამ ეხლა რას აკეთებენ ყველამ ნახა. იმედია ოლეც ეგრე მოხოდავს გუნდს
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
1 ივნისი 2019 14:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მე პირადად ეს ბიჭი მომწონს უბრალოდ ვერ ვხვდები რა პოზიციისთვის მოიყვანეს.ოფიციალურად მარცხენა მცველი წერია არადა ტიპიური ვინგერია ოღონდ მარცხენა.მე მივესალმები მის მოსვლას და ნაღდად არ მაქვს განცდა რომ ეს ტრანსფერი არ უნდა გააკეთოს ტოპ გუნდმა.მთავარია სხვა ვინ მოგყავს.და ისე არ დაგვემართოს ისევ რომ ყველა მარცხენა ფლანგელი ვიყოდოთ ისევ როგორც აქამდე ვყიდილობდით სულ.ალბათ შოუს ადგილზე კონკურენციას ზრდის ოლე თორე ვის სვამს სკამზე მარსიალს თუ რეშს?აქაც მეორე ვარიანტია თუ მარსიალს უყენებს კონკურენტად მივესალმები კონკურენციას ეგებ გამოფხიზლდეს მაგრამ ეს ნიშნავს ავტომატურად რომ რეში ისევ 9ანად განიხილება და აი ეს რომ ტრაგედიაა და კატასტროფა ამაში დავრწმუნდი ამ სეზონშივე

3 მცველიან ტაქტიკაში იქნება ფანტასტიური ნახევარდაცვის ფლანგზე.3-5-2 ეს წყობა ჩვენთვის იდეალურია.მიმაჩნია თუ წყვილში დააყენებ მარსიალს და რეშს და უკან სირბილს არ მოთხოვ თუ მთლად იმ დონეზე ვერა იორკი კოულის მსგავსი თავდასხმა იქნება.3 მცველიან წყობას ჭირდება 1 მაღალი კლასის ცენტრ მცველი.
მეკარე
ლონდელოფი -დე ლიხტი - ბაიი
დალო - ფრედი - მატიჩი/სკოტი - პოგბა - ჯეიმსი
მარსიალი - რეში

შეტევისას 3-5-2 დაცვისას 5-4-1
0
№8
ავტორი: onlyred
1 ივნისი 2019 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
მოიყვანონ 3-4 ასეთი და 1-2 გამარჯვებული(და არა მუდამ პერსპექტიული) ფეხბურთელი.
აი იბრას სტილისა. ან რეალიდან ვინმე. სხვათაშორის ბასტის გადმოსვლასაც მე პირადად დადებითად ვაფასებ, არამგონია ერერას ბოლოდროინდელ კარგ თამაშზე მასეთი დონის ცენტრს გავლენა არ მოეხდინა.
0
№9
ავტორი: shotkin
1 ივნისი 2019 14:30
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ლუკაკუ თუწ ავიდა წელს და წინ 9 იანი ვერ ვიყიდეთ მაშინ მარსიალი დააყენოს ჯობია ისევ აი 2015 თუ 16 წლებში შესანისნავად იდგა მაგ პოზიციაზე ეხლა არ ვიცი ისევ ისე იქნება თუ არა მარა მახსოვს რო შესრულებაც ძაან კაი ქონდა სისწრაფეც და მოქნილობაც მეეჭვება ეხლა ისეთივე 9 იანი იყოს მარა იქნებ მოიხოდოს თუარადა ეგეც მომავალ წელს ნა ცენზურა გუნდიდან
0
№10
ავტორი: Lalana
1 ივნისი 2019 15:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მე მივესალები მარსიალის ცხრიანობას და არა რეშის.რამდენჯერაც ცხრიანზე იდგა იმდენჯერ მისი პროდუქტიულობა შემცირებული იყო,რაც შეეხება ფლანგს,მანდ კარგად გამოიყურბა და ბოლო თამაშებში რატომ იდგა ეს კაცი ამ ცხრიანზე ვერ ვხდები.რეში მარცხნიდან,მარსიალი ცენტრში და ვინმე აუცილებლად გვჭირდება მარჯვნიდან თორემ ლინგარდის ყურებას რა გაუძლებს,მაგრამ მაინც ვთვლი რომ ცხრიანის მოყვანა აუცილებელია,თუნდაც სკამისთვის,თორემ სხვა შემცვლელი არ ეყოლება მარსიალს,ან გრინვუდს გადმოიყვანდნენ,მაგრამ ჯერ ადრე მგონია მაინც გრინვუდისთვის მთავარ გუნდში თამაში,კარგი ბიჭია მაგრამ ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და კარგი იქნებოდა სადმე გაენათხოვრებინათ.რაც შეეხება ჯეიმსს,არ მინახავს მისი თამაში და დასკვნებსაც ვერ გამოვიტან,მაგრამ ვიდეოში რაც ვნახე ძალიან სწრაფია და შეუძლია ბურთთან ერთად სწრაფად მოქმედება.თუ სწორ განვითარებას მისცემენ შეუძლია დადგეს მაღალი დონის ფეხბურთელი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top