"მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემის" მცველის ტობი ალდერვეირელდის შეძენის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. ხელმძღვანელობამ ოლე გუნარ სოლსკიაერის რჩევა არ გაითვალისწინა.
ნორვეგიელს ძალიან უნდა, რომ დაცვის ხაზი გააძლიეროს. როგორც პრესა იუწყება, ოლე გუნარი ერიკ ბაიისა და ვიქტორ ლინდელოფის შენარჩუნებას აპირებს. დამატებით კი მარჯვენა და ცენტრალური მცველის შეძენა სურს.
ოლე გუნარს ძალიან მოსწონს ტობი ალდერვეირელდი თავისი თამაშის სტილით, თუმცა მიიჩნევს, რომ 30 წლის მცველი დიდ ხანს ვეღარ იქნება მოწოდების სიმაღლეზე და კლუბისთვის გრძელვადიანი ინვესტიცია არ არის.
თუმცა თუ "იუნაიტედი" მცველის შეძენას გადაწყვეტს, ეს შემდეგი ორი კვირის განმავლობაში უნდა გააკეთოს, რადგან კონტრაქტის მიხედვით სწორედ ამ დროს შეუძლიათ ფეხბურთელის 25 მილიონ ფუნტად გამოსყიდვა.
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ალდერვეირელდის დონის მცველი ძალიან ცოტაა და ის კარგი დამატება იქნება "ოლდ ტრაფორდისთვის".