თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2019, 11:35
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2606,
კომენტარები: 13
ხელმძღვანელობა ოლე გუნარს ყურს არ უგდებს
"იუნაიტედს" გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო რჩება.
ხელმძღვანელობა ოლე გუნარს ყურს არ უგდებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემის" მცველის ტობი ალდერვეირელდის შეძენის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. ხელმძღვანელობამ ოლე გუნარ სოლსკიაერის რჩევა არ გაითვალისწინა.

ნორვეგიელს ძალიან უნდა, რომ დაცვის ხაზი გააძლიეროს. როგორც პრესა იუწყება, ოლე გუნარი ერიკ ბაიისა და ვიქტორ ლინდელოფის შენარჩუნებას აპირებს. დამატებით კი მარჯვენა და ცენტრალური მცველის შეძენა სურს.

ოლე გუნარს ძალიან მოსწონს ტობი ალდერვეირელდი თავისი თამაშის სტილით, თუმცა მიიჩნევს, რომ 30 წლის მცველი დიდ ხანს ვეღარ იქნება მოწოდების სიმაღლეზე და კლუბისთვის გრძელვადიანი ინვესტიცია არ არის.

თუმცა თუ "იუნაიტედი" მცველის შეძენას გადაწყვეტს, ეს შემდეგი ორი კვირის განმავლობაში უნდა გააკეთოს, რადგან კონტრაქტის მიხედვით სწორედ ამ დროს შეუძლიათ ფეხბურთელის 25 მილიონ ფუნტად გამოსყიდვა.

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ალდერვეირელდის დონის მცველი ძალიან ცოტაა და ის კარგი დამატება იქნება "ოლდ ტრაფორდისთვის".


წყარო: Metro
ჭორები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: f.c.mu
1 ივნისი 2019 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ეს არ ვიცი მაგრამ მარჯვენა მცველს უეჭელი იყიდის, უნდა იყიდოს სხვა გზა არააა ურბალოდ
0
№12
ავტორი: GIOMU
4 ივნისი 2019 01:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
როგორ არ მინდა ეს რომ დაიმატონ არანაირი იმედი არ მაქვს ამისი.
0
№13
ავტორი: kvaro
14 ივლისი 2019 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
მართალია ეს კაცი რაღა დროს ალდერვეირელდია ეგ რო კაი იყოს ტოტენჰემი გაუშვებდა? ერთი სეზონი იქნება ხეირი, ფილ ჯონსს და სმოლინგს ერთად ჯობია, მაგრამ მაგუაიერი სხვა თემაა მის გვერდით ხის მორიც თავის საქმეს შეასრულებს....
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top