რა ბედი ელით ეშლი იანგს და ერიკ ბაიის.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწრთვნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა უკვე მრავალჯერ განაცხადა, რომ დაცვის ხაზის გაძლიერება მისი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი იქნება. ამასთანავე, ნორვეგიელმა აღიარა, რომ კლუბს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს.
როგორც პრესა იუწყება, ოლე გუნარმა ორი მცველის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ნორვეგიელის გადაწყვეტილებით, ერიკ ბაიი შანსს მიიღებს და კიდევ ერთი სეზონი მიეცემა საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად.
რაც შეეხება ეშლი იანგს, ოლე გუნარი უკვე ეძებს მის ჩამნაცვლებელს და, დიდი ალბათობით, ვეტერანი კლუბს დატოვებს.
ოლე გუნარი იმედოვნებს, რომ ერიკ ბაიი ავსტრალიაში გამგზავრების წინ მზად იქნება, ხოლო ეშლი იანგის ნაცვლად ამ პოზიციაზე დროებით დიოგო დალოს დააყენებს. ივლისის ბოლოსკენ კი ოლე გუნარს მისი შემცვლელი შეძენილი ეყოლება.
დაცვის ხაზის ერთ-ერთ პოტენციურ გამძლიერებლად აარონ ვან-ბისაკა მოიაზრება. "იუნაიტედის" ინტერესის სფეროში ექცეოდა კალიდო კულიბალიც, თუმცა "ნაპოლიმ" მის გაყიდვაზე მტკიცე უარი განაცხადა.
წყარო:
M.E.N.